რუსეთში თვითმფრინავის ავარიული დაჯდომისას 7 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში თვითმფრინავის ავარიული დაჯდომისას 7 ადამიანი დაიღუპაL-410 ტიპის თვითმფრინავმა რუსეთის კემეროვოს ოლქში ავარიული დაჯდომა განახორციელა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა.

ინციდენტი ტანაის აეროდრომზე მოხდა.

ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა, პარაშუტისტები და მფრინავები. ეს იყო საწვრთნელი ფრენა, რომლის დასაწყისშივე ერთ-ერთმა მფრინავმა დისპეტჩერს უთხრა, რომ ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.

დაშავებულთაგან 4 მძიმე მდგომარეობაშია.