საბერძნეთის პოლიციამ 20 წლის ქეროლაინ ქრაუჩის მკვლელობისთვის ბრალი მის ქმარს წაუყენა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 32 წლის მფრინავმა, ბაბის ანაგნოსტოპულოსმა, ბრალი უკვე აღიარა. როგორც პოლიციის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოჩნდა ახალი სამხილები, რომელიც განმარტებებს საჭიროებს. როგორც გაირკვა, პილოტის მიერ ამ დრომდე მიცემული არც ერთი ჩვენება არ ემთხვეოდა რეალობას. ქალის გარდაცვალების დრო დააფიქსირა ბიომეტრიულმა საათმა, რომელიც მას […]
კატეგორია: მსოფლიო
დონალდ ტრამპი მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება
ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. ამერიკული მედიის ცნობით, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების შეკრება ოჰაიოს შტატში 26 ივნისს შედგება. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, დონალდ ტრამპისთვის ეს იქნება მხარდამჭერებთან პირველი საჯარო შეხვედრა. რესპუბლიკურმა პარტიამ ველინგტონში ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაიწყო.
საფრანგეთი კომენდანტის საათს და პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულებას აუქმებს
საფრანგეთი ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებასა და კომენდანტის საათის ფარგლებში გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა. პრემიერის განმარტებით, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვა ხვალიდან, 17 ივნისიდან, ღამის კომენდანტის საათიკი კვირიდან გაუქმდება. საფრანგეთში ყოველდღიურად, საშუალოდ, ინფიცირების 3.900 შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 58%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა აქვს […]
ჟენევაში ბაიდენის და პუტინის შეხვედრა დასრულდა
ჟენევაში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პირისპირ შეხვედრამ 90 წუთზე ცოტა მეტხანს გასტანა. პირველი შეხვედრისთვის 1 საათი და 20 წუთი იყო გამოყოფილი. ამჟამად ლიდერები შეხვედრას უკვე გაფართოებულ ფორმატში მართავენ. შეხვედრისთვის პროტოკოლით, დაახლოებით 5 საათია გათვალისწინებული. სამიტი მოიცავს […]
ვინ ცდილობდა იმ ადამიანის მოწამვლას, რომელიც რუს ბავშვებს ჰარი პოტერზე და კარსლონზე ლექციებს უკითხავს
გავლენიანმა გამოცემებმა The Insider и Bellingcat ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნეს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კიდევ ერთი ადამიანის მოწამვლის შემთხვევას ეხებოდა. საუბარია იმ ადამიანის მკვლელობის მცდელობაზე, რომელიც რუს ბავშვებსაც კი ძალიან უყვართ, ის მწერალია, პედაგოგი, პოეტი, ჟურნალისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი. ეს დიმიტრი ბიკოვია, რომელიც მთელი რუსეთის მასშტაბით, ბავშვებს ლექციებს უკითხავს კარლსონზე, პეპი გრძელ წინდაზე, ჰარი პოტერზე, ასწავლის […]
ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა
ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. მედიის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს, რამაც საზღვართან, გაშლილ ტერიტორიაზე 20-მდე ხანძარი გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალების განაცხადებით, მათმა საფრენმა აპარატებმა ქალაქ ხან იუნისსა და ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები გაანადგურეს. ”ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის […]
ისრაელში პირბადეების გარეშე სიარული დახურულ სივრცეებშიც ნებადართული იქნება
ისრაელში მოქალაქეები პირბადეების ტარების ვალდებულებისგან არა მხოლოდ ღია, არამედ დახურულ სივრცეებშიც თავისუფლდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გამონაკლისი მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში იმოქმედებს და პირბადეები უნდა გამოიყენონ სხვადასხვა სოციალური დაწესებულების, მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლებმა და სტუმრებმა, თუკი ისინი ვაქცინირებულები არ არიან, ან ვირუსი ჯერ არ გადაუტანიათ, კარანტინში მყოფმა პირებმა […]
ისრაელის ახალი პრემიერი ნაფტალი ბენეტი გახდა
ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე ნაფტალი ბენეტი გახდა. მან პოსტზე ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა. ბენეტი პრემიერის პოსტზე 2023 წლის სექტემბრამდე დაიკავეს, შემდეგ კი ძალაუფლებას 2 წლით ცენტრისტების პარტია იეშ ატიდის ლიდერს, იაირ ლაპიდს, გადასცემს. ნეთანიაჰუ პარტია „ლიკუდის“ თავმჯდომარედ დარჩება და ისრაელის ოპოზიციის ლიდერი […]
ჯონსონ ენდ ჯონსონის კოვიდ 19-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა განადგურდება
მწარმოებელი კომპანია, ბალტიმორის საწარმოში მომხდარი შეცდომის შედეგად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჯონსონ ენდ ჯონსონის მილიონობით ვაქცინის განადგურებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკის წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა. თითოეული დოზა, შესაძლოა, დაინფიცირებული და გამოსაყენებლად უვარგისი იყოს. არც ადმინისტრაციასა და არც მწარმოებელს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რამდენი დოზის განადგურება იგეგმება. ნიუ იორკ ტაიმსი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია 60 მილიონ დოზაზე. […]
დანია-ფინეთი კრისტიან ერიკსენის მიერ გონების დაკარგვის გამო შეწყდა – ვიდეო
ევროპის პირველობის მატჩი დანიასა და ფინეთს შორის პირველი ტაიმის ბოლოს შეწყდა. ამის მიზეზი დანიელი კრისტიან ერიკსენის ტრავმა გაxდა. აუტიდან ბურთის მიღების შემდეგ ერიკსენი მოულოდნელად დაეცა და წამოდგომა ვერ შეძლო. ექიმების ბრიგადამ მის გონებაზე მოსაყვანად ყველაფერი გააკეთა. ერიკსენს ამ დროს მთელი დანიის ნაკრები გარშემო შემოეხვია. რამდენიმე წუთის შემდეგ ერიკსენი მოედნიდან გაიყვანეს.










