კატეგორია: მსოფლიო

მილიონერი და ყოფილი სპეცრაზმელი ნაფტალი ბენეტი ნეთანიაჰუს პრემიერის პოსტზე შეცვლის

მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისრაელის პრემიერმინისტრის პოსტი ნაფტალი ბენეტმა უნდა დაიკავოს. ეს არის მემარჯვენე პოლიტიკოსი, რომელიც ისრაელისა და პალესტინის “ორი სახელმწიფოს” ფორმულის სასტიკი მოწინააღმდეგეა. ამავდროულად, ნაფტალი ყოფილი სპეცრაზმელი და მილიონერია. მარტის არჩევნებზე, 49 წლის ბენეტის პარტია “იამინამ“ (ებრაულიდან თარგმანში “ახალ მემარჯვენეებს” ნიშნავს) ქნესეთის 120 მანდატიდან მხოლოდ 7 მოიპოვა. თუმცა ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ორმა […]

ესპანეთში ოკეანის ფსკერზე გოგონას ცხედარი იპოვეს

ესპანეთში, ოკეანის ფსკერზე, სპორტულ ჩანთაში მოთავსებული გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი იპოვეს. იმისათვის, რომ წყალში სხეული ღრმად ჩასულიყო დამნაშავემ ჩანთა რკინის ღუზას მიამაგრა. ოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილი გოგონა მამას ჰყავდა გატაცებული. როგორც ესპანური მედია იუწყება, გვამი ოკეანის ფსკერზე სამართალდამცველებმა ხუთშაბათს იპოვეს. ოლივია გიმენო ექვსი წლის გოგონა იყო, რომელიც მას შემდეგ იძებნებოდა, რაც მამამ გაიტაცა მასთან ერთად გაუჩინარებული იყო მისი მცირეწლოვანი დაც, […]

იტალიელმა ქალმა კომაში შვილი გააჩინა და 10 თვის მერე კომიდან გამოვიდა

37 წლის იტალიელი ქრისტინა როზი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც გასული წლის ივლისში გულის შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდა. ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა, თუმცა დედა კომატოზურ მდგომარეობაში დარჩა, ვარაუდობდნენ, რომ მისი ტვინიც დაზიანდა, თუმცა თითქმის ერთი წლის შემდეგ ქრისტინამ გაიღვიძა. კომიდან გამოღვიძების შემდეგ პაციენტი სპეციალიზებულ და ხანგრძლივ რეაბილიტაციას ავსტრიის კლინიკაში გადის. მისი ქალიშვილი ამჯერად თავს კარგად გრძნობს, თუმცა დედის […]

ლატვიაში ყოფილი შს მინისტრი დააკავეს – მას ბრალად რუსეთის ჯაშუშობა ედება

ლატვიის პარლამენტმა გენერალურ პროკურატურას პარტია „თანხმობის“ დეპუტატის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის იანის ადამსონსის სახლში ჩხრეკის ჩატარების და მისი დაკავების ნება დართო. ადამსონსი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. აღნიშულ გადაწყვეტილებას მხარი სეიმის 69 დეპუტატმა დაუჭირა. გამოძიების ვერსიით, ლატვიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთს არმიის ბიუჯეტის, შესყიდვებისა და აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. სახელმწიფო […]

დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების რაოდენობა იზრდება

გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 7.540 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია 26 თებერვლის შემდეგ. გამოცემის ცნობით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის, ე.წ. „ინდური ვარიანტის“, შედეგად გაერთიანებულ სამეფოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 127.860-ს მიაღწია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის […]

ვაშინგტონში აცრის მსურველებს ლუდს ან მარიხუანას აჩუქებენ

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატის ალკოჰოლისა და კანაბისის კომისიამ მწვანე შუქი აუნთო პროგრამას „ჯოინთი აცრისთვის“, რომლის ფარგლებშიც ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ 21 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლებათ „ჯოინთი“ (თამბაქოსა და მარიხუანის ნარევი) უფასოდ მიიღონ, იტყობინება „ნიუ იორკ ტაიმსი“. პროგრამა 12 ივლისამდე იმოქმედებს. „ჯოინთების“ გარდა, პროგრამის ფარგლებში უფასო ლუდს, ღვინოს ან კოქტეილსაც სთავაზობენ. შტატში მარიხუანის მოხმარება […]

მაკრონს მოქალაქემ სილა გააწნა – ვიდეო

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ სილა გააწნა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტი, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, დრომის რეგიონში რესტორნის მფლობელებსა და სტუდენტებთან შეხვედრას მართავდა და მათ კოვიდ 19-ისგან გამოწვეულ პრობლემებზე ესაუბრებოდა. მედიის ინფორმაციით, მაკრონმა ერთ-ერთ მოქალაქეს ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა, მამაკაცმა კი დაიყვირა: „ძირს მაკრონი“ და პრეზიდენტს სილა გააწნა. მაკრონის დაცვის წევრებმა მამაკაცი […]

ესპანეთი დღეიდან ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

ესპანეთი დღეიდან მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასული ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრებს ხსნის, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანს-პრესი ავრცელებს. „ესპანეთი უსაფრთხო დანიშნულების ადგილია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა და დასძინა, რომ ქვეყანა „ტურიზმის სექტორში გლობალური ლიდერობის დაბრუნების პროცესშია”. რაც შეეხება არავაქცინირებულ ევროპელ მოგზაურებს, რომლებსაც ესპანეთში შესასვლელად ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი სჭირდებოდათ, დღეიდან მათ […]

ბაიდენი – “პუტინმა იცის, რომ მავნე ქმედებებს პასუხს გავცემ”

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გამოხატავს მზადყოფნას კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, მაგრამ დარჩება თავის მკაცრ პოზიციაზე პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის შესახებ პრეზიდენტის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ვაშინგტონ პოსტი აქვეყნებს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ გაიმართება შეხვედრა დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან. „ამიტომ, როდესაც შევხვდები ვლადიმერ პუტინს ჟენევაში, ეს იქნება უკვე მეგობრებთან, […]

ირანში ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა

ირანში, კერმანის პროვინციის ქალაქ ზარანდში ფოლადის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება გამდნარი ლითონის გაჟონვამ გამოწვია. მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად შეძლეს. აფეთქების შედეგად ქარხანაში მყოფი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 დღის მანძილზე ეს ირანში ქარხანაში მომხდარი აფეთქების უკვე მე-3 შემთხვევაა.