ჯონსონ ენდ ჯონსონის კოვიდ 19-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა განადგურდება

ჯონსონ ენდ ჯონსონის კოვიდ 19-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა განადგურდებამწარმოებელი კომპანია, ბალტიმორის საწარმოში მომხდარი შეცდომის შედეგად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჯონსონ ენდ ჯონსონის მილიონობით ვაქცინის განადგურებას აპირებს.

ამის შესახებ ამერიკის წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა.

თითოეული დოზა, შესაძლოა, დაინფიცირებული და გამოსაყენებლად უვარგისი იყოს.

არც ადმინისტრაციასა და არც მწარმოებელს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რამდენი დოზის განადგურება იგეგმება. ნიუ იორკ ტაიმსი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია 60 მილიონ დოზაზე.

კომპანიამ რომელიც აწარმოებს ვაქცინას, აპრილში ამერიკის წამლის ადმინისტრაციის განკარგულებით შეწყვიტა წარმოება, ვინაიდან, პრეპარატის კომპონენტები აერიათ ასტრაზენეკას კომპონენტებთან.

იპნ