“მთავარი არხის” მაყურებელი უკვე შეამჩნევდა, რომ არხის ერთ-ერთი მთავარი სახე, 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, დიკო ჯოჯუა ეთერში აღარ გამოჩენილა. მის ნაცვლად გამოშვება თამარ ბაღაშვილს მიჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეწამყვანი თვითიზოლაციაში იმყოფება. AMBEBI.GE დიკო ჯოჯუას დაუკავშირდა. დიკო ჯოჯუა: – თვითიზოლაციაში ვიმყოფები და ორშაბათიდან გავალ სამსახურში. – ამბობენ, რომ თქვენს მამამთილს ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულთან ურთიერთობა და ამიტომ […]
კატეგორია: პირადი
“ვიქნებით ეზოში მე და მატილდე, პროდუქტებზე ჯაკომო ივლის…” – როგორ ცხოვრობს იტალიაში ქართველი მომღერალი
იტალიაში მცხოვრები ოპერის ქართველი მომღერალი თეონა დვალი, ისევე როგორც კარანტინში მოქცეული ქვეყნის სხვა მაცხოვრებლები, ცხოვრების წესს იცვლის. როგორც მომღერალი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, მის ქალაქში ჯერ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ყველა საჭირო ზომას მიმართავს და ფრთხილობს. თეონა დვალი: – ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ ფაბრიანოში ვცხოვრობ. მე და ჩემი ქალიშვილი მატილდე სახლში ვართ გამოკეტილები, გარეთ არ გავდივართ. […]
ჯანეტ ქერდიყოშვილი – “ძიძისთვის ბავშვის გაზრდის წამებიც კი მენანება”
28 იანვარს ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის საერთო შვილი – ანნა სულაბერიძე მოევლინა ქვეყანას. მოდელისთვის ანნა პირველი შვილია, ნოესთვის კი მესამე, მესამე ქორწინებიდან. “მის საქართველო 2011”-ისა და ცნობილი პროდიუსერ-ტელეწამყვანის ქორწინება ერთი წლის წინ მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. წყვილის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება, სწორედ ამიტომ ჯანეტმა გადაწყვიტა, “ინსტაგრამზე” გულშემატკივრების მიერ დასმული შეკითხვებისთვის გულწრფელად ეპასუხა. მოდელი ამბობს, რომ შვილს ძუძუთი კვებავს. […]
თაკო სალაყაია 17 წლის იყო, როცა 31 წლის ვანო მერაბიშვილს გაჰყვა ცოლად
ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია წლების წინ, ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი იყო და მაშინდელ ვარსკვლავებთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. სალაყაია იყო მეჯვარე ხათუნა ჟორდანიასი, როდესაც მან ზურა ხაჩიძეზე ჯვარი დაიწერა. თუმცა მაშინდელ ხელისუფლებაზე განაწყენების შემდეგ ხაჩიძე-ჟორდანიას წყვილი მერაბიშვილის ოჯახზე საუბარს თავს არიდებდა. თაკო სალაყაიას ბომონდური სამეგობროდან ბოლომდე სოფო ნიჟარაძე, ნინო ჩხეიძე, თიკო სადუნიშვილი, ნინა წკრიალაშვილი და […]
“მიხეილ სააკაშვილი” ულამაზეს გოგონაზე დაქორწინდა
კომენტატორი ნოდარ სიმსივე მაყურებელს ცნობილი ფილმიდან „ჰეროკრატიიდან“ ახსოვს, სადაც ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლს თამაშობს. ცოტახნის წინ ბევრისთვის საყვარელი მსახიობი ნოდარ სიმსივნე დაქორწინდა. მან ამის შესახებ ფეისბუქზე თავად დაწერა. მისი რჩეული უმშვენიერესი და ულამაზესი სალომე მურცხვალაძეა. ახალი ამბები
ნოე სულაბერიძესა და ჯანეტ ქერდიყოშვილს გოგონა შეეძინათ
გიორგი ყიფშიძე დაქორწინდა და შვილს ელოდება
მსახიობი გიორგი ყიფშიძე მესამედ დაქორწინდა. მისი რჩეული სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია, როგორც Eny Eny. გიორგი ყიფშიძემ სოციალურ ქსელში თავად გააზიარა ენის სტატუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დაქორწინდნენ. ენის ასევე გამოქვეყნებული აქვს ორსულობის ფოტოც. წყვილი დაქორწინებულის სტატუსის ქვეშ უკვე მილოცვებსაც იღებს. შეგახსენებთ, მსახიობი აქამდე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მისი მეუღლე კრისტი ყიფშიძე იყო და მასთან გოგონა, ნატალია […]
მარინა ჯანაშია – “2 წლის წინ ისეთი მძიმე დიაგნოზი დამისვეს, რომ გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა”
თბილისში, ზემო ვაკეში, ცხვედაძის ქუჩის ბოლოს, ვარდისფერი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობს ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, მარინა ჯანაშია, მეუღლესთან, ცნობილ ქართველ მხატვარ თემურ გოცაძესთან ერთად. სახლს მეორე მხრიდან პაწაწინა ბაღი აქვს ვარდის ბუჩქებით და ბროწეულის ხით. ეს მსახიობის საყვარელი ადგილია, აქ უყვარს წიგნების კითხვა და ჩანაწერების გაკეთება. დღიურებს ბავშვობიდან წერს. რამდენიმე ათეული რვეული მისი ფიქრებით, […]
სტეფანე: „ცუდ რაღაცაზე ვარ დამოკიდებული, არავის გირჩევთ…“
„მთავარი არხის“ დილა სტეფანეს სახლში ესტუმრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ის საკმაოდ გვიან იღვიძებს, ამიტომაც მისი დილა გვიან იწყება: „შეხვედრებს ვნიშნავ მინიმუმ სამზე, ოთხზე, რომ სახლში ვიყო, გამოვფხიზლდე, ყავა დავლიო. აპარატის ყავა მაქვს, თუმცა შაქარს არ ვიყრი. ძალიან ცუდ რაღაცაზე ვარ დამოკიდებული, სიგარეტზე და არავის ვურჩევ, რომ მისი მოწევა დაიწყოს… ჩემს დილაზე, ძირითადად, ამბები მოქმედებს. სიზმრებს […]
“ბიჭია, ბიჭი! – “ილო ბეროშვილმა და ანი ბებიამ შვილის სქესი გაარკვიეს
ილო ბეროშვილმა და ანი ბებიამ შვილის სქესი გაარკვიეს. ამის შესახებ ილო ბეროშვილმა ფეისბუქში დაწერა. “ბიჭია,ბიჭი💙💙💙💙💙💙” – დაწერა მან. წყვილმა ფეისბუქში უამრავი მილოცვა მიიღო. ორსულობის შესახებ ანი ბებიამ ,,მხოლოდ ქართულში” განაცხადა პირველად. მაშინ ილო ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ ,,მხოლოდ ქართულის” ოცდამესამე სეზონზე მისი შვილი პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ილო […]