გიორგი ყიფშიძე დაქორწინდა და შვილს ელოდება

გიორგი ყიფშიძე დაქორწინდა და შვილს ელოდებამსახიობი გიორგი ყიფშიძე მესამედ დაქორწინდა. მისი რჩეული სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია, როგორც Eny Eny. გიორგი ყიფშიძემ  სოციალურ ქსელში თავად გააზიარა ენის სტატუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დაქორწინდნენ. ენის ასევე გამოქვეყნებული აქვს ორსულობის ფოტოც. წყვილი დაქორწინებულის სტატუსის ქვეშ უკვე მილოცვებსაც იღებს.

შეგახსენებთ, მსახიობი აქამდე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მისი მეუღლე კრისტი ყიფშიძე იყო და მასთან გოგონა, ნატალია ჰყავს, მეორედ კი ის ანი ჩიკვილაძეზე დაქორწინდა და მასთან ვაჟი, ალექსანდრე შეეძინა.

აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, რომ გიორგის მეორე ქორწინება დასრულდა, თუმცა 2019 წლის 18 დეკემბერს მისმა ახალმა რჩეულმა გიორგისთან ერთად რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ ისინი ერთად იყვნენ.

TIA.GE