ქარელის მერიის კულტურის, სპორტისა და განათლების სამსახურის უფროსი ვასიკო ბაქრაძე გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა. ოპოზიციურ პარტიაში გადასვლის პარალელურად მან თანამდებობაც დატოვა: ,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქარელს და ჩვენს ქვეყანას დღეს გარდაუვლად სჭირდება ცვლილება ,,ძლიერი საქართველოსთვის”. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და […]
კატეგორია: პოლიტიკა
ნათელაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად მიხეილ ქუმსიშვილს წარადგენს
როგორც “პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი დღეს “ლეიბორისტული პარტია“ თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. დედაქალაქის მერობისთვის პარტიიდან მიხეილ ქუმსიშვილი იბრძოლებს. ფაქტთან დაკავშირებით, “პრაიმტაიმი“ თბილისის მერობის მომავალ კანდიდატს დაუკავშირდა, თუმცა მან ინფორმაცია,მის წარდგენასთან დაკავშირებით ოფიციალურად არ დაადასტურა. მიხეილ ქუმსიშვილი, საერთაშორისო ახალგაზრდული ქსელის EDYN ბორდის წევრია, პარტიაში 2013 წლიდან გაწევრიანდა. ხელმძღვანელობს პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას, გასული თვითმმართველობის არჩევნებში იყო თბილისში […]
“კობახიძე თავისიანებსაც აგინებს, ძალიან უზრდელია, ნერონის ფსიქოტიპია” – გედი ფოფხაძე
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნება აინტერესებს: – “ქართული ოცნებისთვის” ვადამდელი არჩევნები მიუღებელია. ის უკვე აგონიურ მდგომარეობაშია. ყველა მოცემულობით ეს ფაქტია. უკვე კითხვებს აღარ იწვევს ავტოკრატიული რეჟიმის მმართველობის ნიშნები. ამის შემდეგ საზოგადოება “ქართული ოცნების” მხრიდან ძალიან აგრესიულ ნაბიჯებს უნდა ელოდოს. – შეიძლება ეს მოცემულობა შიდა […]
“რუსეთი ივანიშვილის შემცვლელად გახარიას ამზადებს” – მირიან მირიანაშვილი
პოლიტიკური გაერთიანება “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია რუსული პროექტია, ოღონდ მას დასავლელად წარმოაჩენენ. – რუსეთის დავალებით, აქაურ ტროლებსა და ბოტებს დავალებული აქვთ გახარიას დასავლელ ლიდერად გასაღება. საერთოდ, საქართველოში ვინც მეინსტრიმშია, სააკაშვილი იქნება თუ გახარია, მედასავლეთედ უნდა წარმოაჩინონ. სინამდვილეში, მათ დასავლეთთან საერთო არაფერი აქვთ. გახარია მოსკოვიდან ჩამოვიდა და ჯერ ბიზნესომბუდსმენად დაამტკიცეს. […]
დავით კირკიტაძე – “აგიხსნით, რატომ დარჩა ნაცმოძრაობა პარლამენტში”
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმ მოტივაციაზე, თუ რატომ დარჩა პარლამენტში პარტია: – ნიკა მელია ტოვებს პარლამენტს, მაგრამ პარტია რჩება, რადგან პარლამენტს საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს. საქართველოს მოქალაქეებს სურთ პროპორციული სისტემა, რომელიც ასახავს იმ არჩევანს, რომელსაც ისინი გააკეთებენ. ეს არის გასაკეთებელი პარლამენტში. – ეს […]
ნათელაშვილი და ვაშაძე მელიას მხარს არ დაუჭერენ
ოპოზიციამ გაერთიანება ვერ შეძლო. „ლეიბორისტული პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ნიკა მელიას კანდიდატურას თბილისის მერობის პოსტზე მხარს არ დაუჭერს. ორივე პარტიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას არჩევანის მრავალფეროვნების აუცილებლობით ხსნიან. „ლეიბორისტული პარტია“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ეს სწორია, იმიტომ, რომ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევანი და მთავარია ერთობლიობაში, ჯამში იქნეს დამარცხებული ივანიშვილის მოძალადე და კორუმპირებული რეჟიმი, ხოლო რაც შეეხებეა […]
„ექვსი თვის მანძილზე, „ოცნების“ დეპუტატების მივლინებები 283 ათასი დაგვიჯდა“
“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მხოლოდ ექვს თვეში ოცნების დეპუტატების დასავლეთ ქვეყნებში ვიზიტის ხარჯებმა 283 ათასი ლარი შეადგინა: “სამივლინებო ხარჯებმა ჯამში 313,000 ლარი შეადგინა, რომლის 91% ქართული ოცნების დეპუტატებზე დაიხარჯა. აქედან ირაკლი კობახიძის, კახა კუჭავას და მაკა ბოჭორიშვილის მივლინებებმა ჯამში 119,606 ლარი შეადგინა. დასავლეთში მივლინებების პარალელურად, ხელისუფლება პრორუსული ჯგუფების ძალადობას ახალისებს. თქვენი აზრით, რა მიზანს […]
პრეზიდენტი ზურაბიშვილი – “ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავს, თუ გვინდა, რომ უცხოეთმა პატივი გვცეს”
ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ, რომ ხელი შევუწყე ევროკავშირის ჩართულობას, მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომელიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა. „მე, პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის […]
ირაკლი ღარიბაშვილი – „ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“
პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას მედიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათთან სათანამშრომლოდ ყოველთვის მზად არის, არასდროს გარბის, თუმცა ყოველ დძახილზე კომენტარს ვერ გააკეთებს: “მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ვიმუშავო თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას ასეთი ინტერესისთვის, მე არ ვეთანხმები თქვენს შეფასებას, რომ გავიქეცი და ა.შ., ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ […]
“თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო!“ – ირმა ინაშვილი პუტინს მიმართავს
ირმა ინაშვილი პუტინს თხონის წერილით მიმართავს: “თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო! გთხოვთ მიიღოთ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გარანტიები და ნება მომეცით გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მუდმივი გაუარესების გამო და გაცნობოთ, რომ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, საქართველოსა და რუსეთს შორის ჭეშმარიტად გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობების დამყარების მომხრეებად. ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მოგმართავთ თქვენი დახმარების იმედით, რომ […]










