კატეგორია: პოლიტიკა

“რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ღლაპი გოგიტა ვაშაძის შესაცვლელი?!” – გიორგი ბარამიძე

სააკაშვილი ვაშაძეზე - "რა ქნას, მოშივდა საბრალოს"

ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე  “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება. – „ოცნებას“ რატომ აწყობს ის, რომ ვაშაძემ ასე ილაპარაკოს? – იმიტომ აწყობს, რომ ოპოზიციონერად აღქმული ადამიანი მთავარ ოპოზიციურ პარტიას ესხმოდეს თავს. აბა რა აწყობს „ქართულ ოცნებას“, თუ არა ეს?! – ის ამბობდა, 2 წელი შევალიე მუშაობას ნაცმოძრაობასთან და 2 […]

ნათელაშვილი კვესიტაძის წინააღმდეგ – “ქართველი ერი ასე რამ შეგაჯავრა?!”

ნათელაშვილი კვესიტაძის წინააღმდეგ - "ქართველი ერი ასე რამ შეგაჯავრა?!"

“ახლა მთავარზე ვუსმენ ეკა კვესიტაძეს ექსპერტებითურთ, რომლებიც იმპერატიულად აცხადებენ, რომ თურმე ვინც თურქეთზე ან ალიევ–აზერბაიჯანზე იტყვის რომ მათ ტაო–კლარჯეთი ან დავით გარეჯი წაგვართვეს რუსეთის აგენტია. ეკა ვიცი,რომ ქართველთმოძულე თურქი ბარანის და მისი მეუღლის მეთიუ ბრაიზას ახლობელი ხარ, მაგრამ რამ შეგაჯავრა შენი ერი ამგვარად. – ასე მიმართავს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტს ეკა […]

სად დაასაქმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნათესავები

სად დაასაქმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნათესავები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარი ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს საჯარო უწყებებში მაღალ თანამდებობებზე  ნიშნავს. პრემიერის და თეა ღარიბაშვილი  მუნიციპალური განვითარების ფონდშია დასაქმებული. ფონდის ხელშია ყველა მსხვილი პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.  მხოლოდ 2019 წელს ფონდმა 367 მილიონი ლარი დახარჯა. თეა ღარიბაშვილი სამსახურში საერთოდ არ დადის. მუნიციპალური დასაქმების ფონდში მიზეზად პანდემია დაასახელეს. რა გამოცდილება ჰქონდა თეა ღარიბაშვილს […]

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ყველაზე ღარიბია – მისი მამა “ოცნების” მსხვილი შემწირველია

ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

ფინანსთა ახალი მინისტრის, ლაშა ხუციშვილის, მამა ამბობს, რომ მისი შვილი ღარიბია. იგივეს ამბობს ლაშა ხუციშვილის მიერ 2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც უბრალოდ ცარიელია. ის, რასაც ხუციშვილი გასულ წელს, ივანე მაჭავარიანის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას დეკლარაციაში უთითებს, მეუღლის სახელზე არსებული მსუბუქი ავტომანქანა და 11 თვეში ხელფასის სახით აღებული 94.250 ლარია. ერთი შეხედვით ყველაფერი ნათელია, თუკი ფინანსთა მინისტრის […]

“გახარია რუსეთის სარეზერვო ვარიანტია” _ თამარ ჩხეიძე

"ოცნებას" დავითგარეჯი საერთოდ არ ადარდებს" - თამარ ჩხეიძე

თამარ ჩხეიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ადრე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი იყო: – მახსენდებოდა ივანიშვილის სიტყვები იმაზე, რომ “ქართული ოცნების” ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მას ჩაანაცვლებდა ახალი ძალა. ახლა დარწმუნებული არა ვარ იმაში, არის თუ არა გახარიას ახალი როლი და პარტია დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან. “ქართულ ოცნებას” მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-იანი ბარიერის […]

დეგნანი – “იმედია, პარლამენტი შეაჩერებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს”

კელი დეგნანი - ”შეერთებული შტატებისთვის პატივია ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომა”

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენა შეაფასა. _  ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით სასამართლო რეფორმებზე 25 წლის განმავლობაში, ეს პროცესია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რათა წარმართულიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესი. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გაგრძელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს […]

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ვლადიმერ ბორცვაძემ და შალვა ბედოიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები პირადად წარუდგინეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს კი – პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე. მინისტრის მოადგილეებმა პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო […]

“დღეს ღარიბაშვილი გაცილებით კონსტრუქციულია, ვიდრე წინა პრემიერობისას იყო” – დავით ჭიჭინაძე

ჭიჭინაძე ჩუგოშვილის წინააღმდეგ

“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კობახიძეს უნდა, თავისი მნიშვნელობა დაუმტკიცოს “ქართულ ოცნებას”, ბიძინა ივანიშვილს: – არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება კობახიძის ასე გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ მას უნდოდეს ირაკლი ღარიბაშვილის ადგილი. არჩევნების წინ ჩატარდეს ყრილობა და ღარიბაშვილი ჩაანაცვლოს. შეიძლება ეს იყოს მიზანი. თუმცა, ღარიბაშვილი, განსხვავებით მისი წინა პრემიერობისა, დღეს გაცილებით კონსტრუქციულად […]

სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პაპ ფრანცისკეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას ზურაბიშვილი Facebook-ზე ავრცელებს. პრეზიდენტი ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით 16 ივნისს ჩავიდა. რომის პაპთან შეხვედრის გარდა დაგეგმილია სხვა მაღალი რანგის ვიზიტებიც.

გიორგი თაბაგარი – “კობახიძემ კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა”

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს - ”მოძალადე ჯგუფები პარპაშობენ"

ღირსების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისი პრაიდის  ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით – “თბილისი პრაიდს უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე” – საქართველოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა – ადამიანის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა. “ადამიანი, რომელიც თავს უწოდებს კონსტიტუციონალისტს, ის საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია და ამ პირობებში განსაკუთრებით ტრაგიკულია ის განცხადება, […]