“საქპატენტის” თავმჯდომარე ამტკიცებს რომ თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ის გიორგი გახარიას დანიშნული იყო. მინდია დავითაძე ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანება მივლინებაში ყოფნის დროს ელექტრონული შეტყობინებით მიიღო. მისივე თქმით, საჯარო მოხელეების მიმართ ხელისუფლება უკანონო მეთოდებს იყენებს, თავად კი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. გურიის მხარეში, გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრებს ვმართავდი. შუა შეხვედრის დროს, ჩვემთვის მეილის საშუალებით ცნობილი […]
კატეგორია: პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი – „ლეიბორისტებისნაირი მუქთახორა პარტიები სულ უფრო კარგავენ მხარდაჭერას“
პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტი არის პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ – ასეთი უცნაური პარტია ვართ, რისიც გვჯერა, ყოველთვის მხარს დავუჭერთ და არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნება” გამოიტანს თუ სხვა,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. “მე არ მომწონს ფარისევლობა და ის წესები, რაც ჩვენთან არის დამკვიდრებული, რომ რადგან ოპოზიციაში ხარ, ამიტომ არაფერი არ უნდა მოგწონდეს, რასაც […]
„გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ საკანონმდებლო ორგანო“ – ნათელაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას
პარლამენტში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა და ის პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. კანონპროექტს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციის მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო: “მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა აიძულა ოპოზიცია შესულიყვნენ პარლამენტში, ახალი ტალღაც რეპრესიების დაუყოვნებლივ დადგა: სასამართლო […]
თეა წულუკიანი – “ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი, დასრულდა”
ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია, წარსულს ეკუთვნის, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა მელიამ მას არ მოუსმინა. „ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა, მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია, წარსულს ეკუთვნის. მე არაერთხელ ინტერვიუში, იმიტომ, რომ მასზე უფროსი ვარ და მგონია, […]
მეუფე იაკობი – “ფხიზელი გეუბნებით ამას: გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა”
წმინდა სინოდის წევრი, მეუფე იაკობი ექსპრემიერ გახარიას ისევ უპირისპირდება და მას ისევ “კრიზისმეიქერს უწოდებს”. მეუფე იაკობის მტკიცებით, გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა და აღარ აპირებს, ეს თემა საიდუმლოდ შეინახოს. – ზედმეტ პატივად მიმაჩნია გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ […]
კობახიძე – “მელიას კაცობის ნიშანწყალიც კი არ აქვს”
ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელისთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, ნიკა მელიამ ვერ შეასრულა თავისი სიტყვა. მან ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და მელიას კრიმინალი უწოდა. „ძნელი მოსასმენია, როცა ასეთ რამეს ვისმენთ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და ბრალდებული არც მეტი არც ნაკლები პარლამენტში შეღწევის […]
ბადრი ჯაფარიძე – „გახარია ჩაფლულია ტყუილებში“
გახარია ჩაფლულია ტყუილებში, დარწმუნებული ვარ, რომ თანაგუნდელებსაც ატყუებს, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. “სამწუხაროდ მისთვის მას არანაირი გამბედაობა არ აქვს, რომ სიმართლე თქვას, ჩაფლულია ტყუილებში. გუშინ ჩვენ იმდენი ტყუილი მოვისმინეთ მისგან, სახეზეც ეტყობოდა. სამწუხაროა, რომ ასეთი გზა აირჩია ამ ადამიანმა. მე დარწმუნებული ვარ, თავის თანაგუნდელებსაც ატყუებს, არ უყვება სიმართლეს. […]
„როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?“ – გუბაზ სანიკიძე
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუბაზ სანიკიძემ უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა – როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პირობა დადო, რომ თუ ამ კითხვაზე ოცნება პასუხს გასცემდა, ის ამნისტიის კანონპროექტს მხარს დაუჭერდა: „მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ახლა შერიგებას ნუ მოითხოვთ, მაგრამ რაღაცებზე შეიძლება მოვრიგდეთ. ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა ცოტა ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, […]
„თქვენ ხართ კლასიკური ნიმუში, მეტრი და მასწავლებელი ღალატის“ – ალუდა ღუდუშაური გუბაზ სანიკიძეს
„ბატონო გუბაზ, თქვენ ხართ კლასიკური ნიმუში, მეტრი და მასწავლებელი ღალატისა – ეს ასეა და შეგიძლიათ შეირგოთ“, – ამ სიტყვებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. “თქვენ შთამომავლებს რა უნდა აუხსნათ, რა უნდა ასწავლოთ?! სირცხვილია, როცა საზოგადოება გიყურებთ – დიახ, ღალატის სანიმუშო მაგალითი ბრძანდებით. გიდასტურებთ, რომ ჩვენ ღალატი არ ვიცით“, – […]
“ბიჭო, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ“ – ყაველაშვილი სანიკიძეს
ხმაური იყო პარლამენტში, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი და ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაური ყაველაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობა” და მათ შორის, სანიკიძე 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შეჭრასა და დაუმორჩილებლობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. “მე აქ ვიყავი “ნაციონალური მოძრაობის” ძვირფასო წევრებო, ზემოდან გიყურებდით და შანსი არ უნდა გაგეშვათ, ესეთი საუბარი იყო, ბატონო გუბაზ, თქვენც […]










