წმინდა სინოდის წევრი, მეუფე იაკობი ექსპრემიერ გახარიას ისევ უპირისპირდება და მას ისევ “კრიზისმეიქერს უწოდებს”. მეუფე იაკობის მტკიცებით, გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა და აღარ აპირებს, ეს თემა საიდუმლოდ შეინახოს. – ზედმეტ პატივად მიმაჩნია გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ […]
კატეგორია: პოლიტიკა
კობახიძე – “მელიას კაცობის ნიშანწყალიც კი არ აქვს”
ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელისთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, ნიკა მელიამ ვერ შეასრულა თავისი სიტყვა. მან ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და მელიას კრიმინალი უწოდა. „ძნელი მოსასმენია, როცა ასეთ რამეს ვისმენთ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და ბრალდებული არც მეტი არც ნაკლები პარლამენტში შეღწევის […]
ბადრი ჯაფარიძე – „გახარია ჩაფლულია ტყუილებში“
გახარია ჩაფლულია ტყუილებში, დარწმუნებული ვარ, რომ თანაგუნდელებსაც ატყუებს, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. “სამწუხაროდ მისთვის მას არანაირი გამბედაობა არ აქვს, რომ სიმართლე თქვას, ჩაფლულია ტყუილებში. გუშინ ჩვენ იმდენი ტყუილი მოვისმინეთ მისგან, სახეზეც ეტყობოდა. სამწუხაროა, რომ ასეთი გზა აირჩია ამ ადამიანმა. მე დარწმუნებული ვარ, თავის თანაგუნდელებსაც ატყუებს, არ უყვება სიმართლეს. […]
„როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?“ – გუბაზ სანიკიძე
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუბაზ სანიკიძემ უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა – როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პირობა დადო, რომ თუ ამ კითხვაზე ოცნება პასუხს გასცემდა, ის ამნისტიის კანონპროექტს მხარს დაუჭერდა: „მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ახლა შერიგებას ნუ მოითხოვთ, მაგრამ რაღაცებზე შეიძლება მოვრიგდეთ. ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა ცოტა ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, […]
„თქვენ ხართ კლასიკური ნიმუში, მეტრი და მასწავლებელი ღალატის“ – ალუდა ღუდუშაური გუბაზ სანიკიძეს
„ბატონო გუბაზ, თქვენ ხართ კლასიკური ნიმუში, მეტრი და მასწავლებელი ღალატისა – ეს ასეა და შეგიძლიათ შეირგოთ“, – ამ სიტყვებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. “თქვენ შთამომავლებს რა უნდა აუხსნათ, რა უნდა ასწავლოთ?! სირცხვილია, როცა საზოგადოება გიყურებთ – დიახ, ღალატის სანიმუშო მაგალითი ბრძანდებით. გიდასტურებთ, რომ ჩვენ ღალატი არ ვიცით“, – […]
“ბიჭო, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ“ – ყაველაშვილი სანიკიძეს
ხმაური იყო პარლამენტში, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი და ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაური ყაველაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობა” და მათ შორის, სანიკიძე 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შეჭრასა და დაუმორჩილებლობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. “მე აქ ვიყავი “ნაციონალური მოძრაობის” ძვირფასო წევრებო, ზემოდან გიყურებდით და შანსი არ უნდა გაგეშვათ, ესეთი საუბარი იყო, ბატონო გუბაზ, თქვენც […]
“ესაა შეშინებული კაცის ბოდვა” – გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეზე
“ეს შეშინებული კაცის ბოდვა, მეტი არაფერი” – ასე პასუხობს გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეთქმულების შესახებ. გახარიამ თებერვლის მოვლენების შესახებ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე “ოცნების” წევრებს არწმუნებდა, რომ მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ. 13 თებერვალს პარტიის ხელმძღვანელობამ მომმართა თხოვნით, რომ შევხვედროდი უმრავლესობას, როგორც ჩანს ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას მელიასთვის […]
“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდა
შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში პირველად გამოცხადდა. სხდომაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია და გაერთიანებული ოპოზიციის სხვადასხვა წევრები, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ პლენარული სხდომა მოულოდნელად დაასრულა: “დღეს უპრეცედენტოდ მალე დაასრულა თავმჯდომარემ სხდომა, ალბათ მიხვდით მიზეზსაც, რატომ მოხდა ეს, “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდა პარლამენტში”, – განაცხადა ენმ-ს წევრმა დავით კირკიაძემ.
ელისაშვილი – “ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა”
ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, თქვა. ელისაშვილის ნათქვამს დარბაზში ტაში მოჰყვა. მეგონა, ამ პოლიტიკაში თითქმის ყველაფერი გავიგე და ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა ნამდვილად, ბოლო დროს ყველას გვეძველბიჭება. მასე გააგრძელე, გიორგი”, – თქვა ელისაშვილმა. ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის შესახებაც […]
რუსთავის მერის მოადგილედ დავით იშხნელი დაინიშნა
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებებია. მერს, ირაკლი ტაბაღუას ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე დავით იშხნელი დაინიშნა და მან ირმა მესხი ჩაანაცვლა. მერის ახალი მოადგილე ძირითადად სოციალურ საკითხების მიმართულებით იმუშავებს. “მე ვიქნები სოციალური საკითხების კურატორი, შშმ პირების დღის ცენტრები, მოხუცთა თავშესაფრები და დედათა და ბავშვთა ზრუნვის სამსახურის აწყობა და გამართვა. ვგეგმავ, ამ სამსახურების იმ მიმართულებით წაყვანას, რა […]










