ციხეში მყოფ გოგი წულაიას დღეს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ. „ახალი ქრისტიან დემოკრატების” პოლიტსაბჭო გლდანის ციხესთან პარტიის თავმჯდომარედ გოგი წულაიას წარადგენს. ბრალდებული პოლიტიკოსი “მთავართან” კავშირზე გლდანის ციხიდან გამოვიდა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და პარტია “ქართული ოცნება” რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს ამისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან აქტიურად იბრძოლებს. „ამოცანაა ის, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ივანიშვილის ბატონობა ამ ქვეყანაზე, რაც […]
კატეგორია: პოლიტიკა
“გიორგი გახარია ირმა ინაშვილია შარვალში” – ლაშა ჩხარტიშვილი
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია ივანიშვილის ორსვლიანი კომბინაციის ნაწილია, რომელიც გათვლილია ჯერ თვითმმართველობისა და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის: – მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის რჩება ივანიშვილის სურვილების შემსრულებლად. საცოდავი სანახავია ადამიანი, რომელიც თითქოს ოპოზიციაშია და, ამავე დროს, ერთ გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ამბობს ხელისუფლებაზე. ასეთი ფსევდო და სატელიტი ოპოზიცია […]
ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ლიდერი ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვაშინგტონში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ. „ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ყველაზე მთავარია სასარგებლო შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა, ძალიან ბევრი შეხვედრა […]
“კალაძეს ვაჟკაცობა უნდა ეყოს და უარი უთხრას “ოცნებას” მერობაზე” – მამუკა გამყრელიძე
მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კახა კალაძე ორჭოფულ მდგომარეობაშია: – მას უნდა თამაშიდან სუფთად გასვლა და არ უშვებენ. ვერ გავა ასე მარტივად. ვაჟკაცობა უნდა ეყოს კალაძეს, რომ უარი უთხრას “ოცნებას” მერობაზე. მას 100%-იანი ექნება გადაცდომები. იმიტომ, რომ ქალაქი ისეთი სტრუქტურაა, სხვანაირად შეუძლებელია. ამიტომ ყურს აუწევენ ყოველთვის. ამიტომ სუფთად გამოსვლა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, არ […]
“უკნიდან მომეპარა, 5 კაცი იჭერდა” – ცესკოში პოლიტიკოსი გიორგი გაგნიძე კინაღამ ცემეს
ჩხუბი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – პარტიის, „შეცვალე საქართველო“, ლიდერი ამტკიცებს, რომ ცესკო-ს წარმომადგენლები მას ცემას უპირებდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე სარჩევნო ცვლილებების განხილვის დროს მივიდა. თამარ ჟვანიას თანამშროლები გიორგი გაგნიძეს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან ცესკო ,,სამარცხვინო დაწესებულებად” მოიხსენია. ცესკო-ს თანამშროლები პოლიტიკოსს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი მისი ცემა სცადეს. – ერთ-ერთ სიტყვას ჩაეჭიდნენ, რომ ვინ არის […]
“ბატონო ლევან, მომნატრებიხართ!” – მაია ბითაძე ლევან ხაბეიშვილს
“როგორ ვთქვა, ბატონო ლევან ხაბეიშვილო, მომნატრებიხართ-თქო, მაგრამ მომნატრებია” – ასე მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაია ბითაძემ ოპონენტს სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლის დროს. მისი თქმით, ხაბეიშვილი “ცარიელი” ფურცლებით საუბრობს და კანონმდებლობაში ვერ ერკვევა. “როგორ ვთქვა, ბატონო ლევან ხაბეიშვილო მომნატრებიხართთქო, მაგრამ მომნატრებია. მაგრამ დღეს მაინც ვერ იყო ფორმაში და მთლად ისეთი პერფორმანსი არ დაუდგამს როგორსაც ვჩვევივართ მისგან […]
გახარიას დანიშნული საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე ღარიბაშვილმა მეილით მოხსნა
“საქპატენტის” თავმჯდომარე ამტკიცებს რომ თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ის გიორგი გახარიას დანიშნული იყო. მინდია დავითაძე ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანება მივლინებაში ყოფნის დროს ელექტრონული შეტყობინებით მიიღო. მისივე თქმით, საჯარო მოხელეების მიმართ ხელისუფლება უკანონო მეთოდებს იყენებს, თავად კი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. გურიის მხარეში, გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრებს ვმართავდი. შუა შეხვედრის დროს, ჩვემთვის მეილის საშუალებით ცნობილი […]
ალეკო ელისაშვილი – „ლეიბორისტებისნაირი მუქთახორა პარტიები სულ უფრო კარგავენ მხარდაჭერას“
პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტი არის პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ – ასეთი უცნაური პარტია ვართ, რისიც გვჯერა, ყოველთვის მხარს დავუჭერთ და არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნება” გამოიტანს თუ სხვა,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. “მე არ მომწონს ფარისევლობა და ის წესები, რაც ჩვენთან არის დამკვიდრებული, რომ რადგან ოპოზიციაში ხარ, ამიტომ არაფერი არ უნდა მოგწონდეს, რასაც […]
„გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ საკანონმდებლო ორგანო“ – ნათელაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას
პარლამენტში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა და ის პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. კანონპროექტს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციის მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო: “მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა აიძულა ოპოზიცია შესულიყვნენ პარლამენტში, ახალი ტალღაც რეპრესიების დაუყოვნებლივ დადგა: სასამართლო […]
თეა წულუკიანი – “ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი, დასრულდა”
ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია, წარსულს ეკუთვნის, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა მელიამ მას არ მოუსმინა. „ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა, მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია, წარსულს ეკუთვნის. მე არაერთხელ ინტერვიუში, იმიტომ, რომ მასზე უფროსი ვარ და მგონია, […]










