ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას შესახებ განცხადება გაავრცელა. მან უარყო საზოგადოებაში გავრცელებულ ხმები იმის შესახებ, რომ გახარიას პარტია მისი პროექტია. “მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა – იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას […]
კატეგორია: პოლიტიკა
“საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციაზე რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი, იცით?” – კახა ქემოკლიძე
– საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების აქციის შესახებ გსმენიათ? რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი იცით? ასე პასუხობს, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, კახა ქემოკლიძე, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი დებატები”, ჟურნალისტის შეკითხვას 20 ივნისზე და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე. – საფრანგეთში, ყვითელჟილეტებიანების აქციის დროს, სამწუხაროდ 24-მა ადამიანმა დაკარგა თვალი. მაშინ, როდესაც ფრანგული პოლიცია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ძლიერ ინსტიტუციად. მათ შორის […]
“უნდა დაიწყო “გირჩივით” ნარკოტიკების გაყიდვა, მერე გაიჩხერ და იწუწავებ” – შალვა ნათელაშვილი
პარტიების დაფინანსების შესახებ ლეიბორისტების ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „მთავრის“ ეთერში ისაუბრა. “პარლამენტში არ შევალ რაც არ უნდა ქნან, სულ ყირაზე, რომ დადგნენ. ისიც არ იციან ალბათ, რომ ლეიბორისტული პარტია 1995 წელს შევიქმენით და 2007 წლამდე ჩვენ არ ვფინანსდებოდით. 12 წელი ვიყავით ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, რაღაცას ან ოჯახიდან მოვიტანდით, ან ვიღაც მადლიანი გამოჩნდებოდა, ახლა ეგეთიც არ ჩანს, […]
“მოვითხოვთ, ირაკლი კობახიძის კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს“ – კახაბერ ქემოკლიძე
ირაკლი კობახიძის ბრალდებებს, პარტია “საქართველოსთვის” წევრი კახაბერ ქემოკლიძე პასუხობს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. “გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ. ღიმილის […]
„გახარიას პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება არ აქვს“
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარიას უღიმღამო პრეზენტაცია ჰქონდა. – მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, მით უფრო ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება. თანამდებობიდან მოსულია, ასე დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნა სულ სხვაა. მას აქვს პოლიტიკური რეიტინგი, მაგრამ ეს რეიტინგი რომ შეინარჩუნოს, უნდა გამოკვეთოს ის თემები, რომლებითაც ის იქნება განსხვავებული დანარჩენი პოლიტიკური […]
კობახიძე – “ვიცით, გახარიას ვინც აფინანსებს და ეს მის მომხრეებს არ გაუხარდებათ”
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ აფინანსებს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას, თუმცა ამბობს, რომ გახარიას გუნდის წევრები” ბედნიერი არ იქნებიან სამომავლოდ”, თუ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება. “საუბარი მაქვს რეალური დაფინანსების წყაროზე და სწორედ იმიტომ არ საუბრობენ ისინი რეალური დაფინანსების წყაროზე, რომ მომგებიანი მათთვის არ იქნება […]
ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა
ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა. აღნიშნული მან “მთავარ არხთან” საუბრისას დაადასტურა. “დიახ, მეც დავტოვე, მივმართე პარტიის თავმჯდომარეს. არ ვეთანხმები პარტიის კურსს, ფრაქციის შექმნას”, – თქვა მან “მთავართან” საუბრისას. ბერძენიშვილს არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული მის ძმას, დავით ბერძენიშვილს. ცნობისთვის, ამავე მიზეზით დღეს პარტია თამარ კორძაიმაც დატოვა. მისი თქმით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გადადგა და გახარიას გუნდს შეუერთდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. “ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს, რომლის ხედვები, დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან; გუნდი, რომელიც წარმოდგენილია ღირსეული, წესიერი, კომპეტენტური ადამიანებით; გუნდი, რომელსაც ჰყავს საუკეთესო ლიდერი-გიორგი გახარია, რომელიც მჯერა, რომ […]
„დასრულდა ჩემი 6 წლიანი თანამშრომლობა რესპუბლიკურ პარტიასთან“ – თამარ კორძაიამ პარტია დატოვა
თამარ კორძაია ფეისბუქზე წერს: “გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6 წლიანი თანამშრომლობა რესპუბლიკურ პარტიასთან და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრიბუნიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით […]
პარლამენტში შეიქმნა ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი”
პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია სახელწოდებით „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა. 7 წევრისგან შემდგარ ფრაქციაში წარმოდგენილი არიან დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება. ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, გაერთიანების მთავარი საფუძველი არის სწორედ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, […]










