კატეგორია: პოლიტიკა

გიორგი გახარიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს?

გიორგი გახარიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს?

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას გუნდის დაფინანსებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იქვე ამბობს, რომ “ერთადერთი, რასაც ყველა ხედავს, არის ის, თუ  რომელი ტელევიზიები აპიარებენ მას”. – გიორგი გახარიას გუნდის დაფინანსებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, ერთადერთი, რასაც ყველა ვხედავთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ მას, ეს თვალნათელია, აქედან გამომდინარე, შეიძლება, ეს გარკვეულ ეჭვებს […]

ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრიუსელში შეხვდა. როგორც ევროპარლამენტარი „ტვიტერში“ წერს, ისინი მარიუპოლის განვითარებისა და უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე თანხმდებიან. „რომ შევაჯამო ჩემი ძალიან დატვირთული და ინფორმაციული ვიზიტი უკრაინაში, მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს აქ, ბრიუსელში. ჩვენ ზოგადად ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით, რომ მარიუპოლის განვითარება მთავარია, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ოკუპაციას და უკრაინაში […]

ანა ბუჩუკური – “გახარიას ამნისტია არ სჭირდება”

ანა ბუჩუკური - "გახარიას გადადგომამ კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის სივრცე გააჩინა"

რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას ამნისტია არ სჭირდება, წერტილი! – ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება არ მოხდება, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. „ზოგადად, ამნისტია რომ პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ეს თავიდანვე დავაფიქსირეთ, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს […]

ლევან ვასაძე მოსკოვში ალექსანდრე დუგინს შეხვდა 

ლევან ვასაძე მოსკოვში ალექსანდრე დუგინს შეხვდა 

მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” ლიდერი, ლევან ვასაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოსკოვში საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მთავარ მტერს, კრემლის იმპერიალიზმის იდეოლოგს, ალექსანდრე დუგინს შეხვდა – შეხვედრის ამსახველი ექსკლუზიური ვიდეო-კადრები “მთავარმა არხმა” გაავრცელეა. მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედში” ადასტურებენ, რომ ვასაძემ ქვეყანა ნამდვილად დატოვა, თუმცა არ იციან, შეხვდა თუ არა ის დუგინს. ცნობისთვის, ალექსანდრე დუგინი ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდამჭერია. […]

რიონის მცველები გუმათში დაბრუნდნენ

რიონის მცველები გუმათში დაბრუნდნენ

“რიონის მცველები” თბილისიდან იმერეთში უკვე დაბრუნდნენ. ქალაქის შესასვლელში მათ ქუთაისელები ტაშით დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქში წასვლა რიგი მიზეზების გამო ვერ მოახერხეს, რის გამოც ისინი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ქუჩაში გამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს დახვდნენ. გუმათში საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. სამართალდამცველები ადგილზე ავტომობილებით არიან განლაგებული. პოლიციელების მობილიზება ადგილზე დილიდან დაიწყო, ამის მიზეზი კი “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეების ხეობაში დაბრუნების […]

სალომე ზურაბიშვილი – „მედიამ საზოგადოებას დამშვიდების საშუალება უნდა მისცეს“

სალომე ზურაბიშვილი - "ოცნებამ" ოპოზიციონერების მანდატები არ უნდა გააუქმოს"

დამოუკიდებლობის დღეზე, სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მედიის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რაც მეტია დამოუკიდებლობა მით მეტია პასუხისმგებლობა, რაც პირველ რიგში ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს ეხება. “მათ დისკუსიისა და პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, დიალოგისა და თანამშრომლობის რესურსის გამონახვაც ევალებათ. ასევე დიდია საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩევლების აქტიურობით გამოიხატება – აქტიურობა, რომელიც შემდეგ პარტიებს გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს. ამ ვითარებაში […]

სოსო ცინცაძე – “ღარიბაშვილმა იცის, გახარიას უკან ვინ დგას”

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ა,ბობს, რომ გახარია ბევრისთვის იქცა თავის ტკივილად, მათ შორის, კობახიძისთვისაც. – კობახიძე რომ არ გრძნობდეს, რომ გახარიას უკან სერიოზული ძალა დგას, ასეთი გამწარებული არ იქნებოდა. ასეთი ეპითეტით არ შეამკობდა. მთლად მატყუარას არ უწოდებდა. კობახიძემ მშვენივრად იცის, ვინ დგას გახარიას უკან. – ვინ დგას? – დიდი ეჭვი მაქვს, რომ როგორც […]

ბაიდენი ღარიბაშვილს – “აშშ საქართველოს გვერდით დგას”

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჯოზეფ ბაიდენის მილოცვაში ნათქვამია, რომ ერთგული პარტნიორის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთგული პარტნიორის რანგში, […]

კახა კახიშვილი – “სასჯელაღსრულების მინისტრი რომ ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და ამაში ფულს მთხოვდნენ”

კახა კახიშვილი - "ბანკები დაანგრევენ ეკონომიკას, თუ რეალურ შეღავათებზე არ იფიქრებენ"

– პირველად ვამბობ, ამაზე გამოძიებაც დავიწყეთ – სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ,. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი, მთავრობის საიტი დაბლოკეს, სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ, პირველად ვამბობ, ამაზე გამოძიებაც დავიწყეთ. პატიმრების ბაზები მოგვპარეს […]

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

“ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. “რიონის ხეობის” მცველები ფილარმონიასთან “რესპუბლიკის მოედნიდან” გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.