მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია შოთა ან აჩი არველაძეს თბილისის მერობის კანდიდატად წარადგენს. ამ საკითხზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა აჩი არველაძეს დაურეკა. მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: – თუ მიიღეთ უკვე გიორგი გახარიასგან შეთავაზება თბილისის მერობასთან დაკავშირებით? – რაო? – დედაქალაქის მერობის კანდიდატი რომ იყოთ. ვრცელდება მედიაში ეს ინფორმაცია. – ლაშას მამა გარდაიცვალა, მოგვიანებით გნახავთ. […]
კატეგორია: პოლიტიკა
“სასურველია, რომ მელიამ გაიმარჯვოს… ბიძინამ და მიშამ ერთმანეთთან ილაპარაკონ ტელეფონზე” – გია ხუხაშვილი
“ნაციონალური მოძრაობა” დღეს არის ძალიან არაერთგვაროვანი, იქ მინიმუმ ორი ხაზი არსებობს. უახლოესი ორი კვირა, ალბათ, ეს იქნება მთავარი ინტრიგა, რომელი ხაზი გაიმარჯვებს – მელიას ხაზი თუ სააკაშვილის ხაზი,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა. მისივე თქმით, სასურველია ამ პროცესში მელიას ხაზმა გაიმარჯვოს და მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მსგავსად ოფიციალურად დაისვენოს. ამასთანავე, […]
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიგინგზე ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი. პრეზიდენტის განცხადებით, დაჩქარებული წესით პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარდგენისთვის ყველასთვის ერთნაირ შესაძლებლობას. თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია. „ვეტოს გამოყენების სამართლებრივი […]
პრეზიდენტი ზურაბიშვილი 20.30 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს
„მელიას გამოშვების სპეცოპერაცია წარმატებით სრულდება“ – მდინარაძე
„სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ეს კარგია“ – აცხადებს “ოცნების” ფრაქციის მდივანი მამუკა მდინარაძე. “თავის დროზე, არ ვიცი რა დავარქვა თუ არა რაღაც ბაქი-ბუქი მისი მხრიდან, რომ არ გადაიხდიდა, არ დათანხმდებოდა გირაოს და ა.შ. უამრავჯერ შეცვალა ეს პოზიცია, თუ მან ახლა მორიგჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღებს და დათანხმდება გირაოს პირობებს […]
“თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელიას “ოცნების” კანდიდატი იოლად დაამარცხებს” – გურამ მაჭარაშვილი
ნიკა მელია თუ იქნება ოპოზიციის კანდიდატი, სრული გარანტიით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ პირველ ტურში გავა „ქართული ოცნების“ კანდიდატი, არამედ 50- პროცენტზე გაცილებით მეტს აიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. რაც შეეხება მელიას ციხიდან გამოსვლის საკითხს, მაჭარაშვილის თქმით, „ოპოზიციამ ისეთი ინტენსივობით რომ იაროს საქართველოს პარლამენტში, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დადის, ნიკა მელია გაცილებით ადრე დატოვებს ციხეს“. „ნიკა […]
“გახარია თბილისის მერად შოთა ან აჩი არველაძეს წარადგენს”
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას აქვს რაღაც რეიტინგი, მაგრამ ეს არ არის დიდი რეიტინგი, სადღაც 7-8%-ია: – მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი არველაძე, შოთა ან აჩი, აპირებს გახარიასგან თბილისის მერობაზე კენჭისყრას. – ძმები არველაძეები უკვე ბევრჯერ გამოჩნდნენ გახარიას გვერდით. – კი ბატონო, მათ უკვე დიდი ხანია, დაწყებული აქვთ პიარკამპანიები სოციალურ ქსელებში. მე […]
“უსინდისობაა, რასაც ამბობ… მელიას პატიმრობას ვერ ამოეფარებით” – სამადაშვილმა და დეკანოიძემ იჩხუბეს
მწვავე პოლიტიკური დებატები ტვ პირველის ეთერში – ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. “სირცხვილია ტყუილების ლაპარაკი” – ამ სიტყვებით მიმართა სალომე სამადაშვილმა ხატია დეკანოიძეს. დაპირისპირების მიზეზი ყოფილ თანამებრძოლებს შორის “ქართულ ოცნებასთან” პოლიტიკური შეთანხმება იყო. ხატია დეკანოიძე ამტკიცებდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობას შეთანხმებას იმის გამო არ მოაწერა ხელი, რომ ის ძალადობაში მხილებული სამართალდამცველების ამნისტირებასაც ითვალისწინებდა, რასაც […]
ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა
მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა. ამ საკითხში მას დახმარებას, ვაზილ ჰუდაკი გაუწევს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვაზილ ჰუდაკი მთავრობას პანდემიის პირობებში ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავებაში დაეხმარება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვანი როლი ექნება. ვაზილ ჰუდაკი აქამდე ევროპის საინვესტიც ბანკის ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა. ასევე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრად სლოვაკეთში. გუშინ […]
ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის
ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ მან “თბილისი მარიოტში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება,რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური […]










