“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს 2 პოტენციური ლიდერი ჰყავს – ნიკა მელია და გიორგი გახარია, თუმცა ორივე აგვიანებს: – თუ დააგვიანებენ, წმინდა ადგილი დიდხანს თავისუფალი არ რჩება. ხალხი ელოდება სოლიდურ ლიდერს და არა ვიღაცა მარგინალს. აი, ამ სოლიდური ლიდერის ვაკანსიაზეა ეს ორი კანდიდატურა. – გახარია რატომ აგვიანებს? – ვერაფერს […]
კატეგორია: პოლიტიკა
„ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსი ვაშაძე“ – დავით ჭიჭინაძე
15 მაისის აქციაზე ნიკა მელია უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად, მაგრამ ეს ერთობა ბევრს დააწვა ტვირთად და ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსები, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს. ჭიჭინაძის თქმით, პარლამენტში შესული ოპოზიცია ბოლომდე დაუნდობლად აჭერს ნიკა მელიას წიხლს, რადგან სწორედ მისი რეპუტაციის ხარჯზე უნდათ თავიანთი დამარხული რეპუტაციის გადარჩენა. „ჯერ კიდევ არ იციან პარლამენტში შესულებმა, […]
სააკაშვილი – “საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს”
ვფიქრობ, საქართველოში ხელისუფლება წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მას საქართველოში დიდი მხარდაჭერა აქვს. „ვფიქრობ, საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში წელს ხელისუფლება შეიცვლება. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ შემდეგ ჩაერივნენ ევროპელები. მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა, მაგრამ რომელიც ხსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე. ამიტომ, […]
„მელიამ დაიმთავრა თავი, როგორც პოლიტიკოსმა“ – შალვა პაპუაშვილი
დაიმთავრა თავი, როგორც პოლიტიკოსმა. წარმავალია ამქვეყნიური დიდება – თქვა ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიაზე: “გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ. არ ყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმა. ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება”
კობახიძის, კუჭავას და ჩიქოვანის ამერიკაში ვოიაჟი 31.315 ლარი დაგვიჯდა
სამი დეპუტატის ირაკლი კობახიძის, ირაკლი ჩიქოვანის და კახაბერ კუჭავას აშშ-ში, ვაშინგტონში ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 31 315 ლარი დაიხარჯა. სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებმა“ პარლამენტიდან გამოითხოვა. პარლამენტის სამი წევრი „ქართული ოცნებიდან“, მათ შორის, ამ პარტიის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე და პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ვაშინგტონში 12 აპრილს ჩავიდა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სამ დეპუტატს შორის ყველაზე ძვირი […]
საქართველოს პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა
ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებული იქნება. არ გაიმართება პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები, რაც მიმდინარე კვირის საპარლამენტო აქტივობა უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, არც მომავალი კვირისთვის ჩასატარებელი პლენარული სხდომა. შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. იპნ
სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას სტრასბურში უჩივლა
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო. სააკაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, საუბარია სისხლის სამართლის ორ საქმეზე, ერთია ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან და მეორე – შეწყალების საქმესთან დაკავშირებული. „ორივე საქმეზე მიმდინარეობს განხილვა, შესაბამისი კითხვები გადმოგზავნილია პროკურატურაში და შემდგომ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს კონკრეტულ პოზიციებზე დაზუსტებული პასუხების გაგზავნა. მესამე პრეზიდენტის მიმართ […]
“კახა კუჭავა შმაგი კობახიძის კანდიდატია” – დავით ჭიჭინაძე
“ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კახა კუჭავა შმაგი კობახიძის კანდიდატია: – შმაგი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ისეთივე დეიდაშვილია, როგორც უჩა მამაცაშვილი. – კუჭავა მისი წარდგენით მოხვდა პარლამენტში? – დიახ. – როგორი თავმჯდომარე იქნება? – რა პარლამენტიც არის, რა ოპოზიციაც არის, ისეთი თავმჯდომარეც იქნება. ზოგიერთმა მათგანმა, აღმოსავლეთს რატომ ჰქვია აღმოსავლეთი, […]
“სალომე სამადაშვილი ნაციონალურ მოძრაობას უნდა გაემიჯნოს” – მურმან დუმბაძე
“მე შერიგების წინააღმდეგი არ ვარ. უნდა შევრიგდეთ და შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ, მაგრამ, თუ “ოცნება” ისევ “გადაგვაგდებს”, მერე რას ვშვრებით?!” – აცხადებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მურმან დუმბაძე. – ბატონო მურმან, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ “ოცნებას” უნდა, ყველას ყველაფერი ჩამორეცხოს. ის კითხულობს, გვიღირს კი მეორე კანონპროექტის დარეგისტრირება? როგორი უნდა იყოს პარლამენტში შესული ოპოზიციის […]
გიორგი ვაშაძე თბილისის მერის არჩევნებზე ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, თბილისის მერის არჩევნებზე ნიკა მელიას მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ ექნება – ამის შესახებ ვაშაძემ ღამის კურიერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, თუ ენმ-მ ნიკა მელია შესთავაზა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატად, დაუჭერს თუ არა მას მხარს. “ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ის არის “ნაციონალური მოძრაობის” […]










