ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 2016 წლიდან კახა კალაძეს პრემიერობის პრეტენზია აქვს: – ვინაიდან პრემიერი არ გახდა, კალაძე ცდილობს სახელისუფლებო პარტიისგან დისტანცირებას და ამით საკუთარი რეიტინგის შენარჩუნებას. მან იცის, რომ “ქართული ოცნება” უკვე ტვირთია, რომლის ჩამოცილებასაც ის შეეცდება. – რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მერის პოსტზე კვლავ იყაროს კენჭი? – კალაძე თუ ადგილობრივ […]
კატეგორია: პოლიტიკა
“გახარია რუსული პროექტია და მას შანსი არ აქვს” – შოთა მალაშხია
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას პერსპექტივებზე საუბრობს: – გახარიას ბევრი ცოდვა, დანაშაული და გადაცდომა აქვს აკიდებული. საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება დასავლურ სტრუქტურებს. ეს ხელისუფლება ორად გაიყო. – ეს ორი ნაწილი ერთმანეთის ოპონენტი არ იქნება? – „რუსული ოცნება“ ორად გაიყო. ორივე რუსეთს წარმოადგენს. გახარია ივანიშვილის კი არა, რუსეთის პროექტია. ივანიშვილიც რუსეთის პროექტია […]
პოლიციამ “ქართული ოცნების” ოფისთან აქტივისტები დააკავა
დაპირისპირება და ხმაური გრძელედება “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან – პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. სამოქალაქო აქტივისტებს “ოცნების” ოფისის შენობაზე სტიკერის გაკვრა სურდათ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა ,”საქართველოსთვის” წევრები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. შგეახსნებთ, რომ მანამდე “ქართული ოცნების” ოფისთან, “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრების აქციაზე 4 პირი დააკავეს. ადგილზე სამართალდაცველები არიან მობილიზებული.
“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად შალვა პაპუაშვილი დაინიშნა
პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარძემ აღნიშნა, პაპუაშვილის სამსახურის ფუნქციებში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაციაა. „პირველი საკითხი იყო ახალი მდივანი, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ და მოიწონა უმრავლესობამ. საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს […]
“კალაძე ოპოზიციაში გადავა ივანიშვილთან შეთანხმებით” – ლადო სადღობელაშვილი
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ კალაძეს ძალიან ბევრი გარღვევა აქვს და მას რომ მერად აღარ გაუშვებენ. – შეიძლება წავიდეს ოპოზიციაში? – რატომ უნდა წავიდეს ოპოზიციაში, იმის იმედით, რომ ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს? მე მეეჭვება, რომ ამის ამბიცია ჰქონდეს, ან შესაძლებლობა. კალაძის უკან ძალიან ბევრი შავი ლაქაა. ისევე, როგორც გახარიასთან მიმართებაში. ჩვენ ნელ-ნელა ვხედავთ და […]
თაკო ჩარკვიანი – “ნინო ბურჯანაძე მამაჩემის ნათლული რომაა, ამის გამო რუსეთმა უნდა შემჭამოს?”
თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის აქციებზე არ უნდა გამოჩნდეს: – ეს არის იმ ხალხის მოთხოვნა, ვინც გაანულა რუსული ვექტორი საქართველოში. ოპოზიცია აცოცხლებს მათ და კითხვა ისმის, რატომ? ხომ გვინდა, პროცესი სწორად წავიდეს და არ მიდის სწორად. აგერ ქალბატონ ნინოს ჩემზე უთქვამს, პირადი ინტერესი ამოძრავებსო. – ისიც თქვა, ნათელმირონობა მაკავშირებს და […]
“გახარია კობახიძეების, მდინარაძეების, მათიკაშვილების კარიერას დაასრულებს” – სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საუბრობს. – გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ გახარია “ქართული ოცნება 2”-ს შესაქმნელად დააბრუნეს. რას იტყვით? – დიახ, ასეა. გახარიას განცხადება, პირველ რიგში, პოლიტიკური ეპიტაფიაა “ქართული ოცნებისთვის”. სადაც ჯერ არს, იქ მიღებულია გადაწყვეტილება “ოცნების” “გადაგდებაზე” და ახალი პროსახელისუფლო პარტიის შექმნაზე. – ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადება, რომ […]
“მთავარია, ეს 4-5 მარგინალი როგორ გაფშეკს ფეხებს და როგორ დაატერორებს ქვეყანას” – ირაკლი ქადაგიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ საერთაშორისო დონეზე, საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. „საერთაშორისო დონეზე, ოფიციალური შეფასებით, საქართველოში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად. მათი შეფასებით, ყველა ძირითადი პრინციპი და თავისუფლება დაცული იყო. არჩევნებს ჰქონდა ხარვეზები, თუმცა არცერთი შენიშვნა, რომელიც ოდნავაც ჩრდილს მიაყენებდა არჩევნების შედეგს, ან არჩევნების ლეგიტიმურობას, არ დაფიქსირებულა. ამავდროულად, ყველა ოფიციალური მიმართვა, იქნება ეს […]
“გახარიამ ბავშვებს თვალები რომ დასთხარა, დააწინაურეს“ – მამუკა ხაზარაძე
შოუა ეს ქვეყანა. არავინ არ ლაპარკობს საქმეზე და იმაზე, ხვალ რა გველოდება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა „რეაქციაში“ “როდესაც გახარიაზე მიდის საუბარი, მან ჯერ იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რომელიც საზოგადოებას დიდი ხანია დასმული აქვს. რომელ ზღაპარს მეუბნებით, თითქოს გახარია გადადგა იმისათვის, რომ მელიაზე არ დაეშვა სპეცოპერაცია და მაშინ არ გადადგა, როცა ბავშვებს თვალები დასთახარა. კარგით […]
თეა წულუკიანი _ “გახარიას სისუსტეები კარგად ვიცი, ის ვერ დამამარცხებს”
“გახარიას დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის, – განაცხადა თეა წულუკიანმა. კულტურის მინისტრი ამბობს, რომ გიორგი გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შემთხვევაში, ხელისუფლებას ნამდვილ […]










