ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ გასაღები ნიკა მელიას ხელშია: “გასაღები ნიკა მელიას ხელშია. პირდაპირ განაცხადა პროკურატურამ, რომ ჩვენი თვითმიზანი მისი დაჭერა არ არისო. მელია დაჭერილი არ არის, როგორ არის დაჭერილი? პროკურატურამ ცალსახად თქვა, რომ გასაღები მის ხელშია. კარების გასაღები მის ხელშია, შეუძლია, გააღოს და გამოვიდეს. ეს დაჭერაა? ეს […]
კატეგორია: პოლიტიკა
“პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას” – ლევან ალაფიშვილი
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურა მზად არის, თავისი პოზიცია შეცვალოს. თქვენ რით ხსნით პროკურატურის პოზიციის ცვლილებას? – პროკურატურა იტყუება. სამართლის მეორე კურსის სტუდენტიც კი გაიცინებს ამაზე. “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ჩანს, პროკურატურას უთხრა – რამე გვიშველე! აღკვეთის ღონისძიება გირაო თუ მისაღები იყო, მაშინ […]
“ივანიშვილი განსხეულდა ღარიბაშვილში” – გიორგი კაპანაძე
ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ღარიბაშვილი არის კორუმპირებული ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს. – თურმე ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან. ღარიბაშვილის გაპრემიერებით კი დავინახეთ, რომ ის არსადაც არ წასულა. ის განსხეულდა ღარიბაშვილში, “ქართული ოცნების” სხვადასხვა წარმომადგენლებში. თქვენ იცით, რომ რამდენიმე ასეული მილიონი წაიღო ღარიბაშვილის კლანმა, მაგრამ ამის გამო პასუხი არავინ მოსთხოვა. […]
ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნება“ მელიას ნაღმზე აფეთქდა“
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილი წავიდა იმიტომ, რომ მან ჩათვალა, რომ ოპოზიცია ვერაფერს დააკლებდა თუნდაც იმ სუსტ გუნდს, რომელიც მან დატოვა ხელისუფლებაში: – ხელისუფლებაში უმეტესობა იმდენად ცხელთავიანი დარჩა, რომ თავიანთივე დადებულ ნაღმებზე აფეთქების საშიშროება ძალიან მაღალია და მელიას ეპიზოდში პირველივე ნაღმზე აფეთქდნენ. ივანიშვილის წასვლისა თუ გვერდზე გადგომის შემდეგ ეს იქნება პირველი […]
სუსის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გადადგა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა.
ღარიბაშვილი – “ვადამდელი არჩევნების საფუძველი არ არსებობს”
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი წითელი ხაზია. “ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს გუშინ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში,” […]
პარლამენტთან აქციის 7 მონაწილე დააკავეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 7 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 7 პირია დაკავებული. „ამ დროისთვის დაკავებულია 7 ადამიანი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, – აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ […]
პარლამენტთან ბესო გაზდელიანი დააკავეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები იმყოფებიან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო გაზდელიანი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტმა რუსკა მჭედლიძემ განუცხადა, გაზდელიანი პოლიციამ პარლამენტთან მაშინ დააკავა, როცა ის აქციაზე მოდიოდა. მისი თქმით, დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია. “მიზეზი ვერ გავიგე, გაზდელიანი ჩვეულებრივად მოიპარეს”, – განაცხადა რუსკა მჭედლიძემ. პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე შეკრებილები სკანდირებენ: „მონებო“. როგორც ცნობილია, […]
პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს
ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და მმართველი გუნდის წევრები. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, “დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე”. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, […]
ამირან გამყრელიძე თანამდებობას დატოვებს
არსებული ინფორმაციით, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებს. ამირან გამყრელიძეს ეს ინფორმაცია თავად არ დაუდასტურებია. ამ დრომდე კი კიდევ უცნობია, როდის შემოვა ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები “კოვაქს” პლატფორმისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება, რადგან საჭირო დოკუმენტაციისა და აპლიკაციის სწორად შევსება ვერ მოახერხეს. […]










