ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ლაშა, კახა კალაძის ოდნავ განსხვავებულ რიტორიკას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან თქვენ რითი ხსნით? – კახა კალაძე გრძნობს, რომ “ქართული ოცნების” გემი იძირება, თუმცა ბოლომდე ვერ ბედავს ბორტიდან გადახტომას. ყველა გრძნობს შიგნით თუ გარეთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასასრულისთვის ემზადება, მაგრამ მანამდე რეპრესიებით […]
კატეგორია: პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი – “გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას გამოვრიცხავ”
პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას შესახებ საუბრობს. – ოპოზიცია ამბობს და ალბათ თქვენც, რომ გახარიამ გადადგა სწორი ნაბიჯი. იმ ყველაფრის ფონზე, რაც ვნახეთ 20 ივნისს, მზად ხართ, ითანამშრომლოთ გახარიასთან, თუ ის პოლიტიკაში დარჩენას გადაწყვეტს? – არა! ნაბიჯი გადადგა ამ ეტაპისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ჩამოერეცხა 20 […]
პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი
პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი. როგორც „ინტერპრესნიუსს” საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა განუცხადეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა. მათივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების რაოდენობა გაიზრდება და არ გამორიცხავენ, რომ კარვები საჭიროების შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს. როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, დღეს, დღის განმავლობაში, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი კარვებიც […]
“ოცნებამ” მელიას დაჭერით ძალის ჩვენება მოინდომა, მაგრამ დასავლეთის უმძიმესი რეაქცია მიიღო” – თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ძალაუფლებაში ყოფნა ყველას აგიჟებს. – საოცარია ამდენი სისულელის ჩადენა ჯერ ოპოზიციის და მერე ხელისუფლების მხრიდან. ჯერ ოპოზიციამ ჩაიდინა ამდენი სისულელე, მაგრამ ხელისუფლებამ იმდენი სისულელე ჩაიდინა, რომ ოპოზიციის ჩადენილი სისულელეები ისევ ოპოზიციის გამარჯვებად აქცია. – დასავლეთი მკაცრ შეფასებებს აკეთებს. რა მოლოდინი გაქვთ? – 7 ნოემბრის შემდეგ მე ასეთი […]
ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შემდეგ ღარიბაშვილის უწყებას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეც ტოვებს. ბერდია სიჭინავამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მადლობა ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას გადაუხადა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას – უაღრესად ღირსეულ, სწორი ფასეულობების და მაღალი პრინციპების ადამიანს, განსაკუთრებული უნარების მენეჯერსა და ნამდვილ ლიდერს, რომელმაც მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომცა” წერს ბერდია სიჭინავა. შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, […]
„რანაირად არის პოლიტიკური პატიმარი, როცა გირაოს თვითონ არ იხდის“ – სანიკიძე მელიაზე
“რანაირად არის პოლიტიკური პატიმარი, როცა გირაოს გადახდაზეა საუბარი და თვითონ არ იხდის“, – აცხადებს „ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ჟურნალისტების კითხვას ნიკა მელიასთან დაკავშირებით. “რანაირად არის პოლიტიკური პატიმარი, როცა გირაოს გადახდაზეა საუბარი და თვითონ არ იხდის, რანაირად შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური პატიმარი? მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ კონგრესმენის დაკავებასთან მიმართებით – იმ ადამიანს, რომ ჰქონოდა გირაო შეფარდებული, დარწმუნებული ვარ, გადაიხდიდა […]
მიხეილ სააკაშვილი – “თუ საჭირო გახდება, დავბრუნდები”
მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “მართალია, რომ საქართველოში მე მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. გამოკითხვების მიხედვით, 60-დან 70%-მდე საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მე დავბრუნდე. ამასთანავე, ნიკა მელიას […]
ანზორ მელია – „ამ აქციიდან ნიკას მინდა ვუთხრა – ბრძოლა ბოლომდე! “
აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვენ თავისუფლებას – ბრძოლა ბოლომდე! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს ადამიანები ციხეში ჩასვას, მაგრამ ამას ისინი არ შეეგუებიან. “დღეს ჩემ სათქმელზე პასუხი გაცემულია. პასუხი არის ის ხალხი, ვინც აქ იმყოფება. აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვენ თავისუფლებას. ივანიშვილს სურს ჩაგვსვას […]
“ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი, თავისუფლებით არ ვაჭრობენ“ – ნიკა მალიას წერილი ციხიდან
უწყვეტი პროტესტი დედაქალაქის ცენტრში – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას წერილი წაუკითხა, რომელიც დაკავებულმა ლიდერმა ციხიდან გამოგზავნა.მელია ამბობს, რომ მისგან “თავისუფლების ქირა” და ხარკი მოითხოვეს, მან მთავრობას უთხრა, რომ “თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო”. “მოგესალმებით თანამებრძოლებს მეგობრებს და თავისუფლებნის მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, […]
“ჯარისკაცები ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ” – სამხედროებს ტელევიზორები ჩამოართვეს?
ხელისუფლება ჯარზე კონტროლს კარგავს – “ნიუპოსტისთვის” მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით, სამხედროები გამკაცრებულ კონტროლზე აიყვანეს. მიზეზი ქვეყანაში არსებული ოპოზიციური მუხტია, რომელიც საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ აქვს. წყარო სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადიდან “ნიუპოსტს” უყვება, რომ თავდაპირველად ჯარისკაცებს საინფორმაციო გამოშვების ყურება აუკრძალეს, ბოლოს კი ტელევიზორი საერთოდ ჩამოართვეს. ზემდგომებს მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა, სამხედროები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს […]










