ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. ნაყოფიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი 40%. კობა ნაყოფიას თქმითვე, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და […]
კატეგორია: პოლიტიკა
პრეზიდენტი – „არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!”
„არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, […]
„ხაბე, მაგრად დადექი, ძმაო, გამოწვევებია“ – ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს
„რა გავაკეთო ახლა ხაბეს განცხადებაზე? კაცი არის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, ხაბე, მაგრად დადექი, ძმაო, გამოწვევებია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ენმ-ის დეპუტატები ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობის შეწყვეტისთვის მზად არის. „ეს რასაც თქვენ ხედავთ, „პერფორმანსებს“, მათ შორის, რაც პარლამენტში დადგეს, […]
„მათი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დასჯაა“ – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ პოლიტიკოსების ეს ჯგუფი არა საქართველოს არამედ მიხეილ სააკაშვილის, მესამე პრეზიდენტის მეგობარია. მისი თქმით, ამას ქართველი ხალხი ხედავს. „ჩვენ ვხედავთ, რომ არის ჯგუფი, პოლიტიკოსებისა, ევროპარლამენტში, რომელიც არის თვითგამოცხადებული მეგობრები საქართველოსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ, გარდა ერთია. 2012 წლიდან მოყოლებული არის […]
„ძაღლი მიკვდომია სულში“ – ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკშვილზე
„სხვა პატიმრები ავადმყოფი არ არის?! ვინ მოწამლა?! გაჩერდი ერთი. მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე! ვისაც გინდა იმას ვეტყვი”, – თქვა ოცნებას „გამოყოფილმა” დეპუტატმა და POSTV-ის მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე პარლამენტში, „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატ პაატა მანჯგალაძესთან კამათისას.
დავით სერგეენკო – „მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა მიმდინარეობს ცალსახად არასწორად“
„ქართული ოცნების” დეპუტატი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ როცა აქცენტები არასწორად კეთდება და პაციენტის მართვაზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ენიჭება, ეს დამაზიანებელია. „ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს განსაზღვრავს რა არის უკეთესი პაციენტისთვის. პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების იქნება ეს პოლიტიკოსი […]
ნონა მამულაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ნონა მამულაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს და პარტიის გენერალური მდივნობის კანდიდატად გიორგი ხვედელიანს ასახელებს. “ორი წლის წინ, 2021 წლის 31 იანვარს, ნაციონალურმა მოძრაობამ განახლება გამოაცხადა და საზოგადოებას თორმეტი ახალი წევრი წარუდგინა. მაშინ ჩვენც ამ განახლების ნაწილი გავხდით ერთადერთი მიზეზით – გვემოქმედა პარტიის გაჯანსაღებისთვის, შემდეგ კი ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, […]
„არ მჯერა, რომ რუსეთს გულშემატკივრობს“ – იაგო ხვიჩია ირაკლი ღარიბაშვილზე
პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია რუსეთთან მიმართებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აფასებს და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ეხმიანება. როგორც ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, მას არ სჯერა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთს გულშემატკივრობს, რადგან ამ ქვეყანაში რუსეთს არავინ გულშემატკივრობს“. „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნეთ, ომი ჩვენთან არ არის და ეს გვეყოფა დადებითი პიარის მოსაპოვებლად… შთაბეჭდილება […]
„რა ვქნათ ახლა, გადავყაროთ იარაღი და ვინც მოგვადგება ყველას ჩავბარდეთ?“ – ალეკო ელისაშვილი
„სამჯერ კი არა, სამი ათასი წელია ვიბრძვით და ამიტომ რა ვქნათ ახლა, გადავყაროთ იარაღი და ვინც მოგვადგება ყველას ჩავბარდეთ?“ – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. „არგაღიზიანება გასაგებია, მაგრამ სილაჩრესა და სიმხდალეშია უკვე „ქართული ოცნება“ გადასული. არგაღიზიანება მესმის, მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ უნდა გეჭიროს? – ღირსება. ამიტომ უნდა ჩავბარდეთ? სამჯერ კი არა, სამი ათასი წელია ვიბრძვით […]
ღარიბაშვილი – „ჩვენ სამჯერ ვიომეთ, საკმარისია“
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მთავარი ვალდებულებაა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში. „უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა და დღეს მსოფლიოში და ევროპაში ძალიან მძიმე ვითარებაა. მე მინდა ასევე შევახსენო, დაწყებული აშშ-ის პრეზიდენტით, შემდეგ ევროპის სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს რომ არ მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში და თავიანთი სოლიდარობა გამოხატონ სხვა მიმართულებით, ჩვენ როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა […]