„მათი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დასჯაა“ –  პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე 

„მათი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დასჯაა“ -  პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ პოლიტიკოსების ეს ჯგუფი არა საქართველოს არამედ მიხეილ სააკაშვილის, მესამე პრეზიდენტის მეგობარია.

მისი თქმით, ამას ქართველი ხალხი ხედავს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის ჯგუფი, პოლიტიკოსებისა, ევროპარლამენტში, რომელიც არის თვითგამოცხადებული მეგობრები საქართველოსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ, გარდა ერთია. 2012 წლიდან მოყოლებული არის ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის, წლების განმავლობაში ამას ვუყურებთ”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, გუშინ ვიხილეთ ევროპარლამენტში დებატები, რომელიც დაცლილი იყო ევროპისგან, რადგან ტრიბუნა პოლიტიკოსებმა გამოიყენეს „დეზინფორმაციის” გასავრცელებლად.