კობა ნაყოფია – „ვტოვებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოს“

კობა ნაყოფია - „ვტოვებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოს“კობა ნაყოფია აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.

როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, რჩება პარტიის რიგით წევრად.

„ვტოვებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც პოლიტსაბჭოს. ვრჩები მხოლოდ პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში“, – განაცხადა მან „მთავარის” ეთერში.