კატეგორია: პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – “ნიკა მელიას დაკავებით ღრმად შეშფოთებული ვართ”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - "ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს!"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “ერთანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, განაცხადა, აშშ ღრმად შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავების გამო. “დღეს დავიწყებთ საქართველოთი. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო საქართველოში”, – განაცხადა პრაისმა. მოგვიანებით, მას საკითხთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვით მიმართეს, რაზეც სპიკერმა განაცხადა: „ჩვენ ღრმად […]

“ღარიბაშვილს ცქიტიშვილმა უთხრა, პრემიერი აღარ ხარ და წადიო სახლში”

"ღარიბაშვილს ცქიტიშვილმა უთხრა, პრემიერი აღარ ხარ და წადიო სახლში"

“ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი “ახალ თაობასთან” ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორე გაპრემიერებაზე საუბრობს. – რას ნიშნავს ღარიბაშვილის დაბრუნება? – ღარიბაშვილს თავისი პოზიცია არაფერთან დაკავშირებით არ გააჩნია. ხვალ რა რიცხვი იქნებაო, რომ ჰკითხოთ, მაგაზეც კი დაფიქრდება. ვაი და ბიძინას არ მოეწონოსო. ამ დონემდეა ყურმოჭრილი მონა. სწორედ იმიტომ შეაჩერა ივანიშვილმა არჩევანი მასზე. ალბათ ის არჩევანს აკეთებდა კობახიძესა […]

განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გადადგა

განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გადადგა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, ხარატიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. „ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილის შესაბამისად დატოვა. ის სხვაგან აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას“,- განმარტეს უწყებაში. ლევან ხარატიშვილი განათლების მინისტრის მოადგილედ 2018 წელს დაინიშნა

“საპატიმროს დატოვების ორი გზა არსებობს” – რას სთავაზობს „ოცნება“ მელიას

“საპატიმროს დატოვების ორი გზა არსებობს” - რას სთავაზობს „ოცნება“ მელიას

“ქართული ოცნების” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნიკა მელიას მიერ საპატიმროს დატოვების ორი გზა არსებობს – ენმ-ს თავმჯდომარემ ან ბრალი უნდა აღიაროს, ან გირაოს თანხა გადაიხადოს. რუსთავი 2-ის ეთერში სამხარაძემ აღნიშნა, რომ ახლა უკვე თავად მელიას ხელშია, რომელ გზას აირჩევს: “სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ასევე, […]

სალომე ზურაბიშვილთან აშშ-ის და სხვა ქვეყნების ელჩები მივიდნენ

სალომე ზურაბიშვილთან აშშ-ის და სხვა ქვეყნების ელჩები მივიდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, […]

ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქცია მოაწყობს – “ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისკენ”

ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქცია მოაწყობს - "ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისკენ"

ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, დიდი მსვლელობა 26 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება. „ახლა ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის“,-აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ელისაშვილი – “უგულავა და ხაზარაძე რომ იბრიქებოდნენ, დაიცვეს მელია?!”

ელისაშვილი - "თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და მის ადგილზე ოპოზიციის კანდიდატი დაინიშნოს"

იბრიქებოდნენ იქ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე – დაიცვეს მელია?! სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ, ვინ შეატოვეს? – ისევ საწყალი ხალხი და საწყალი აქტივისტები დააჭერინეს! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „აი, ასეთი ლიდერები არიან ესენი – უბრალო აქტივისტები შეატოვეს და უბრალო აქტივისტები დააკავებინეს! აბა ვინ არის ნიკა მელიას გარდა დაკავებული?!”, – აღნიშნა ელისაშვილმა. მისივე თქმით, როგორც ერთი, ასევე მეორე […]

ნათია მეზვრიშვილი “ოცნების” წინააღმდეგ – “მელიას დაკავებამ ქვეყანა უკან დახია”

"ბაღებში მეტი რისკია, ჯერ არ ვიცით, როდის გავხსნით მათ" - ნათია მეზვრიშვილის განცხადება

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა დახია უკან. ამის შესახებ მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს: „ძალიან მოკლედ იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე და ქვეყნისთვის აგვერიდებინა ის დამაზიანებელი პროცესები, რაც დღეს ხდება: პირველ რიგში – […]

გია ბარამიძე – “გაზის გამო გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე”

გია ბარამიძე - "გაზის გამო გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე"

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციისას დააკავეს, გათავისუფლებულია. „ზემოთ კიბეზე ვიყავი, სადაც ალბათ, ჭყლეტვის და გაზის გამო რაღაც მომენტში გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე. მე და კიდევ ერთი ადამიანი მიგვიყვანეს შსს-ს შენობაში, გამოიძახეს სასწრაფო, ნორმალურად გვექცეოდნენ. სასწრაფომ გაგვიწია პირველი დახმარება, გონებაზე მომიყვანეს. ამის შემდეგ 173-ე მუხლის […]

ანზორ მელია – “ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა”

ანზორ მელია - "მეგონა, რომ კობა კობალაძე გვერდით დაუდგებოდა ჩემს შვილს, და ბევრი სხვაც, მაგრამ..."

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა, – ამის შესახებ კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ გენერალურმა დირექტორმა, ანზორ მელიამ თავისი შვილის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მას შვილი ბოლო 2 თვეა არ უნახავს. „მას არც ოჯახისთვის ეცალა და არც მშობლებისთვის, რადგან თავი ჰქონდა გადადებული“, – განაცხადა ანზორ მელიამ.