კატეგორია: პოლიტიკა

„გახარია არასდროს ყოფილა ნული“ – თემურ ჭყონია

თემურ ჭყონია - "რატომღაც გვგონია, რომ მიწას თუ უცხოელს მიჰყიდი, სამშობლოს ყიდი"

„ამ შემთხვევაში გიორგი გახარია მართალია“ – ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. „გახარია არ იყო მიუღებელი ტიპი, იყო 50/50-ზე, ნული არასდროს ყოფილა. მას სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა უპირატესობა ჰქონდა სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო თავისი ცხოვრების მომავლისათვის. ძალიან საინტერესო წინადადებებით წავიდა, რომ იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში ასეთი […]

აშშ-ის საელჩო – “ვაფასებთ ხელისუფლების და ოპოზიციის თავშეკავებას”

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. “შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს […]

ზილფიმიანი – “ღარიბაშვილს ევროსოცები მხარს დავუჭერთ”

პატრიოტთა ალიანსის წევრი დავით ზილფიმიანი პარლამენტში შედის

“ევროპელი სოციალისტები”, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, “ქართული ოცნების” მიერ პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენისას, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ დავით ზილფიმიანმა განაცხადა. “თუ ჩვენ შევაფასებთ მის მოღვაწეობას 2012 წლის შემდეგ, ღარიბაშვილი ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანია და დრო ჰქონდა, რათა კიდევ ერთხელ გადაეფასებინა თავისი შესაძლო ქმედებები, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო არჩევანია, ამიტომ, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ,” – თქვა […]

„ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

ღარიბაშვილი - ვხედავთ დესტრუქციული ძალების გააქტიურებას, ქვეყანაში რყევები ძლიერდება

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის გარდა, სხვა კანდიდატებზე არ უმსჯელია. „გუნდის წევრთა უამრავლესობისთვის პრემიერ გახარიას გადადგომა მოულოდნელი იყო, გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომელთანაც მას ამ საკითხთან დაკავშირებით […]

 ნიკა მელია – „გახარია დასაფასებელია, ამჯერად მან სისხლი არ დაღვარა”

ნიკა მელია - ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ამ ნაწილში დასაფასებელია, რადგან მან სისხლი არ დაღვარა განსხვავებით 20 ივნისის სისხლიანი ღამისა. “ეს ბატონი დასაფასებელია, არჯერად მან სისხლი არ დაღვარა”- თქვა მელიამ.

ვინ გახდება ახალი პრემიერი – კობახიძე, წულუკიანი თუ ტიკარაძე – გახარიამ “ოცნებაც” დატოვა

ვინ გახდება ახალი პრემიერი - კობახიძე, წულუკიანი თუ ტიკარაძე - გახარიამ "ოცნებაც" დატოვა

თანამდებობიდან გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარტია “ქართული ოცნება” დატოვა, შესაბამისად, ამ წუთებში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრება. სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მთავარი საკითხი პრემიერობის ახალი კანდიდატის დასახელებაა. მედიაში ვრცელდება რამდენიმე ინფორმაცია, მათ შორის, ყველაზე რეალისტური ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა, განიხილება ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც, ასევე, თეა წულუკიანი. ჩვენი ინფორმაციით, პარტიას ტოვებს მინისტრთა კაბინეტის […]

სუბარი – “ვერ გავიგე, გახარია რატომ გადადგა”

სუბარი - "ვერ გავიგე, გახარია რატომ გადადგა"

გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა პირადად ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და გულწრფელად რომ გითხრათ, არასასიამოვნო იყო, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა. მისივე თქმით, ის, რაც ხდებოდა, აბსოლუტურად კანონის ჩარჩოში იყო და პოლიციამ ზუსტად იცოდა, როდის, როგორ ემოქმედა. „ლაპარაკი არ იყო პროცესის ხელოვნულად აჩქარებაზე ან შენელებაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გადადგა, გარდა იმისა, […]

არჩილ თალაკვაძე – “ჩვენი გუნდი ერთიანია, დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ!”

არჩილ თალაკვაძე - "განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება"

ქვეყანაში არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, პოლიტიკური გუნდი ერთიანია. „მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი. სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში. რასაკვირველია, ჩვენ არანაირ წყვეტას, ქვეყანაში არანაირ დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ, […]

ირაკლი კობახიძე – “ახალ პრემიერს ხვალ დავასახელებთ, მელიას მაინც დავიჭერთ”

ირაკლი კობახიძე - "ახალ პრემიერს ხვალ დავასახელებთ, მელიას მაინც დავიჭერთ"

სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“,- აღნიშნა მან. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების […]

ნიკა მელია – “ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია”

ნიკა მელია - "ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია"

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან და განვიხილოთ საკითხი, ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს. „ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში კანონის უზენაესობა, ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ტარდებოდა პირუთვნელი არჩევნები […]