კატეგორია: პოლიტიკა

“ოცნებაში” ახალი არჩევნების 2022-ში ჩატარებაზე ფიქრობენ” – ლადო სადღობელაშვილი

ლადო სადღობელაშვილი -  „არჩევნების გადადება ახლა ოპოზიციას აწყობს“

პოლიტიკური ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ხაზარაძეს წამოსცდა და ხელისუფლების კულუარებშიც მუსირებს აზრი, რომ 2022-ში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. – ხაზარაძემ თქვა ეს და მე მისგან გამიკვირდა, რადგან ხაზარაძეს ფულით ვერ იყიდის “ოცნება”. თუმცა არსებობს სხვა თემები, იგივე ანაკლიის პორტი და ასე შემდეგ, რის გამოც შეიძლება დაითანხმო ეს ადამიანი პარლამენტში შესვლაზეც და 2022-ის […]

ანრი ოხანაშვილმა შალვა ნათელაშვილს დასცინა – “ამ ადამიანის გამონათქვამებს სერიოზულად ვერ შევაფასებთ”

ანრი ოხანაშვილი - „ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან"

“ქართული ოცნების” წევრის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, შალვა ნათელაშვილის მიმართვა უნდა გახდეს საზოგადოებაში იმის გადაფასების საფუძველი, უნდა არსებობდნენ თუ არა მსგავსი პოლიტიკური სუბიექტები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. მისივე აზრით, მსგავსი ანტიდასავლური განწყობის პირები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი. “სერიოზული შეფასება ამ ადამიანის გამონათქვამებს ვერ მიეცემა, თუმცა, ესეც უნდა გახდეს საზოგადოებაში შეფასების საფუძველი, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკური სუბიექტები, რამდენად შეიძლება იწოდონ პოლიტიკოსებად. […]

შალვა ნათელაშვილი უცხოეთის ქვეყნების მეთაურებს – “ახალი არჩევნების დანიშვნამდე გაიწვიეთ ელჩები საქართველოდან”

ოპოზიცია - "პოლიტპატიმრების განთავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ"

შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ევროპის კავშირის წევრ ყველა სახელმწიფოთა მეთაურებს, მთავრობათა ხელმძღვანელებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას ევროპარლამენტის ყველა წევრს, ევროპის საბჭოს, ნატოს, ეუთოს ყველა სტრუქტურასა და ხელმძღვანელ პირებს ევროპულ მასმედიას უპირველესად, გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს კოვიდ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. გაცნობებთ, რომ სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ევროპის მასშტაბით ერთადერთი ერთპარტიული პარლამენტია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ […]

“ელენე ხოშტარია პარლამენტში შევა”

"დედა ენაცვალოს, ლამის ხეზე ავძვერი და აპოკალიფსი მოვუწყვე" - ელენე ხოშტარია შვილს გამოცდაზე გაჰყვა

ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ პარლამენტში ბევრი ოპოზიციონერი შევა: – დღეს ბოკერიას პარტიას ოთხი მანდატი აქვს. ამ ოთხიდან ელენე ხოშტარია შევა პარლამენტში. – ფიქრობთ, რომ ელენე ხოშტარია შევა? მან დატოვა „ევროპული საქართველო“. – სწორედ ამიტომ დატოვა, რომ შევიდეს პარლამენტში! – ყველაზე კატეგორიული განცხადებებით გამოირჩეოდა ელენე და მაინც ფიქრობთ, რომ შევა? – დარწმუნებული […]

ნატო ჩხეიძე – “აბსურდია, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა”

„ქალბატონო პრეზიდენტო, ტყვია დაიხალეთ, თუ დაიღალეთ“ – ნატო ჩხეიძე ზურაბიშვილს

ბლოკ “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ირაკლი კობახიძის მოსაზრებებს აფასებს. _ ირაკლი კობახიძემ „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რომ კარგია, პრორუსული ფრთა რომ არ შემოვიდაო. ნაწილს პრორუსულად აღიქვამენ და ნაწილს არა? _ იცით რა? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებსა და აზრთა მიმდინარეობაში ლოგიკის დანახვა ძალიან რთულია. ასეთი რამე მაშინაც არ უთქვამთ, როდესაც „პატრიოტთა ალიანსი“ […]

სააკაშვილი – “ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას არანაირი გამართლება არ აქვს”

სააკაშვილი - "ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარეთ და ასევე მშვიდობიანად გადმოვიბარებთ"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნინო ანანიაშვილმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება, თუმცა, „ამას არანაირი გამართლება არ აქვს“. ასე გამოეხმაურა სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას, რომ ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას ანანიაშვილის გადაწყვეტილება არ მოსწონს. „საქართველოს დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს. როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებული გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ახლა ბერლინში, ბერლინის კაბარეებში უნდა […]

გიორგი გახარიას პარლამენტში ლევან მგალობლიშვილი შეცვლის

გიორგი გახარიას პარლამენტში ლევან მგალობლიშვილი შეცვლის

გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე ლევან მგალობლიშვილი იქნება. მგალობლიშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში 61-ე ადგილზეა. უფლებამოსილების ცნობის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უკვე იმსჯელა. ლევან მგალობლიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

“მინდა გისურვოთ, მოესწროთ, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის-სიკეთეს, ბოროტებისთვის-ბოროტებას და რისხვას“ – ივერი მელაშვილის წერილი ციხიდან ივანიშვილს

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც ის ივანიშვილს და მის მთავერობას მიმართავს, მელაშვილი ივანიშვილის მხრინდა სახდელმწიფო ინსტგიტუტების კონტროლქვეშ მოქცევასა და ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბრობს და ციხიდან შბა ახალ წელს შესაბამისი წერილით ულოცავს: “არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა გისურვოთ, რომ მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის-სიკეთეს, ბოროტებისთვის-ბოროტებას… […]

სენატორი ჯინ ჰაშინი – ვისწავლოთ ქართველებისგან! 2012-ში სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა

სენატორი ჯინ ჰაშინი - ვისწავლოთ ქართველებისგან! 2012-ში სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა

აშშ-ის „დემოკრატმა” სენატორმა ჯინ ჰაშინმა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაიხსენა. „მსურს გავიხსენო ჩემი ვიზიტი საქართველოში, არა შტატში, არამედ ქვეყანაში. 2012 წლის არჩევნების დროს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი იყო და მისმა პარტიამ არჩევნები წააგო. მე იქ ჩემს კოლეგა სენატორ რიშთან ერთად ვიმყოფებოდი და სენატის სახელით არჩევნებს ვაკვირდებოდი. ჩვენ […]

მაკრონმა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა

ივანიშვილი არჩევნებზე გამოჩნდა - "ზოგი პარტია ზედმეტად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს"

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა. საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. ექსკლუზივნიუსი