პოლიტიკური პარტია “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ “ოცნება” თავის ამომრჩეველსაც ატყუებს, რომ პარლამენტში მარტო არ იქნებიან. ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საბჭოთა პარლამენტს გააფორმებს. “ოპოზიცია აუცილებლად უნდა იყოს ერთიანი და ეს არის ყველაზე დიდი ზემოქმედება ხელისუფლებაზე, იმიტომ, რომ როგორც კი, ხელისუფლება იმ X საათს, რომ შევა იქ (პარლამენტში) დააფიქსირებს და გააფორმებს საბჭოთა პარლამენტს მისი […]
კატეგორია: პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე – „ცალკე გავაკეთებ „გირჩს”
გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი და ხვიჩიას, მეგრელიშვილის, რაქვიაშვილის გზები გაიყო. “გირჩს აქვს თავისი სისტემა, რომლიდანაც მე გავალ უბრალოდ. ჩვენ გვაქვს რაღაც პორტალი, სადაც ცალკე სისტემა გვაქვს აწყობილი, რომელზეც იყო დაშენებული ბევრი რაღაც. მე შევთავაზე მათ, მე მაინტერესებდა ერთადერთი სახელი და გირჩის ფეიჯი, შევთავაზე, რომ გადაგვეწყვიტა ან დემოკრატიული გზით და ჯგუფ ბაბლში ხმის […]
ირაკლი კობახიძე – შეიძლება ზოგიერთებს პესიმისტური განწყობა აქვს, მაგრამ ჩემი განწყობა ოპტიმისტურია
„განწყობა იყო საქმიანი, საქმიანად განვიხილეთ ყველა საკითხი. შეიძლება ზოგიერთებს პესიმისტური განწყობა აქვთ, მაგრამ ჩემი განწყობა ოპტიმისტურია“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ შეკრებამდე შეთანხმება მიღწეული იქნება. „საინტერესო შეხვედრა გვქონდა განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. დეტალებზე დღესაც ვერ […]
“განმეორებითი არჩევნები, მათ შორის პლებისციტი, არ განიხილება”- არჩილ თალაკვაძე
ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის III რაუნდის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმება მოხერხდება. მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ და ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო დააახლოვეს პოზიციები. “დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. ის ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას და შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, […]
“ტიკარაძე ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, განათლების მინისტრი დასაჭერია” – ვატო სურგულაძე
სამედიცინო ექსპერტი, პარტია „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ უნდა გადადგეს ეს მთავრობა და დაინიშნოს ტექნიკური მთავრობა. – ეს რას შეცვლის? – ბევრი რაღაცა შეიცვლება, ტექნიკურ მთავრობაში ტიკარაძეები კი არ იქნებიან მმართველები, იქნება ხალხი, ვისაც შეუძლია მართვა. გამოცდილება აქვს, ცოდნა და პასუხისმგებლობა. – დღეს ისრები მთლიანად მიმართულია ტიკარაძისკენ. ტიკარაძეა მთავარი პრობლემა, ის […]
“ოცნება” და ოპოზიცია ერთმანეთს აშშ-ის ელჩთან ხვდება
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ესწრებიან ფასილიტატორი ელჩები. „ქართული ოცნების” მხრიდან ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრება, რომელმაც განაცხადა, რომ დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ […]
ოპოზიციამ “ოცნებას” 4 მოთხოვნა წაუყენა – ხელისუფლება 3-ზე უარს ამბობს
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 დეკემბერს გაიმართება. ფასილიტატორების ჩართულობით პოლიტიკურ მხარეებს შორის აუდიენცია 11:00 საათზე დაიწყება. არსებული ინფორმაციით, ოპოზიციურმა სპექტრმა მათ მიერ შეთავაზებულ 4-პუნქტიან გეგმაზე მმართველი გუნდის საპასუხო წერილი უკვე მიიღო და დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ მასზე იმსჯელა. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის 4 შეთავაზებიდან 3-ზე სავარაუდოდ, უარს ამბობს. კერძოდ, მმართველი გუნდი სავარაუდოდ, […]
ხატია დეკანოიძე – „პარლამენტში შევალთ, თუ რიგგარეშე არჩევნების გარანტიებს მივიღებთ“
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ახალ თაობასთან” პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს. _ რას აპირებთ 11 დეკემბერს, როდესაც პარლამენტში შეიკრიბება? _ ვაწერთ სამ დეკლარაციას ხელს, მათ შორის სიების განულებასთან დაკავშირებით, რათა თეორიულადაც გამოირიცხოს პარლამენტში ვინმეს შესვლა. _ რა კომპრომისისთვის ხართ მზად? _ ჩვენი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ. მოლაპარაკებებზე წასვლა ეს უკვე კომპრომისია. […]
არჩილ თალაკვაძე – “განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება”
არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქში დაწერა: “განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას […]
ზვიად ძიძიგური – „პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის, სასამართლო დაღუპულია“
„ბიძინა ივანიშვილის ტექსტებს და ნააზრევს გველაპარაკებიან სხვა პირები, დისტანციური მმართველობა მივიღეთ,“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძის გადაცემაში “უცნობის კიდობანი” ივანიშვილის გუნდის ყოფილმა წევრმა ზვიად ძიძიგურმა. “როგორი ვითარება გვაქვს რეალურად: პარლამენტი და მისი ყველა წევრი (ვგულისხმობ საპარლამენტო უმრავლესობას) ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან, მთავრობა და მისი ყველა მინისტრი ანგარიშვალდებულია არა პრემიერ-მინისტრის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე, სასამართლო ბიძინა ივანიშვილის, ბიზნესი ბიძინა […]









