„მე ვიცნობ ბატონ ივანიშვილს, რაღაც განსაცდელიც გაგვივლია ერთად და ეს პიროვნება არ ექვემდებარება ბულინგსა და შანტაჟს“, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, „ბევრი მხრიდან მიუდგნენ, მოუდგნენ, მაგრამ ვერ აგოიმებენ“. „არ გოიმდება ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო – არ სვეტსკობს. ჩვენებური გოიმების უბედურება ხომ სვეტსკობიდან იწყება და ეს კაცი ცხოვრობს… […]
კატეგორია: პოლიტიკა
„როგორც გახარია არის ,,კოკაინშიკი”, ისევე მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი“ – დავით ფარცვანია
გახარიას პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანია ბრალდებებს უარყოფს. „როგორც ბატონი გახარია არის ,,კოკაინშიკი”, ისევე მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი. ყველამ იცოდა შესაბამისი სიგნალებით, რომ ჩემსა და ამ პარტიას შორის ბმა არ არსებობდა. გახარიამ იცოდა მიზეზები თავიდან ბოლომდე, განცხადებაც კი დავწერე და შემდგომ პირველი ტყუილი, რომ მე გამრიცხეს პარტიიდან. რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის საბჭოთა ,,კაგებეშნიკური” […]
იაგო ხვიჩია – „სახალხო დამცველად “ენჯეოშნიკი” კი არა, პოლიტიკოსი უნდა იყოს”
„ახალი თაობის კითხვებს იაგო ხვიჩია პასუხობს. – იაგო, საზოგადოებამ იცის, რომ სახალხო დამცველის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურა წარადგინეთ. რა პროცესი მიმდინარეობს ახლა პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით? – ახლა ის პროცესია, როდესაც ე.წ. კომისიის წევრებმა უნდა შეაფასონ კანდიდატები. ფაქტობრივად ყველას სიებია შემოტანილი და ახლა პოლიტიკოსები არჩევენ, ვის დაუჭირონ მხარი ან ვინ წარადგინონ მათი სახელით სახალხო დამცველის კანდიდატად. […]
„დიახ, ჩემი შვილები იღებენ სოციალურ დახმარებას, საჯარო მოხელე მე ვარ და არა ჩემი შვილები” – ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძე ადასტურებს, რომ მისი შვილები სოციალურ დახმარებებს იღებენ იმ ფონზე, როცა მისი ხელფასი 3.410 ლარს შეადგენს. „დიახ, ჩემი შვილები იღებენ სოციალურ დახმარებას. საჯარო მოხელე მე ვარ და არა ჩემი შვილები“, – განაცხადა დავით კიკნაძემ. ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე დღეს ხმაური იყო. ოპოზიციამ საკრებულოს სხდომაზე სცადა გაესაჯაროვებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარაგაულში ფულს სოციალური […]
„ოთხეული” გფართოვდა – დეპუტატები და ექსპერტებიც შეუერთდნენ
მმართველი პარტიიდან გამოყოფილ ოთხ დეპუტატს, სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან ხუთი კოლეგა უერთდება. ამის შესახებ მათ მოძრაობა “ხალხის ძალის” პრეზენტაციის დროს ისაუბრეს. „თითოეული მათგანი ძალზედ დიდი შენაძენია ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობისთვის და დარწმუნებული ვართ, ისინი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და სტაბილურ განვითარებას უკავშირდება”, – […]
„ბეთჰოვენია ჩემთვის, ბეთჰოვენის ალბათ მეცხრე სიმფონია, ყველაზე დიდი კულმინაცია“ – ელისო ბოლქვაძე ბიძინა ივანიშვილზე
„ოცნების” წევრი ელისო ბოლქვაძე ტელეკომპანია “ფორმულას” კითხვას პასუხობს, რა ნაწარმოებია ან რომელი ავტორია მისთვის ბიძინა ივანიშვილი. „რა კარგია, რომ ასეთ ადამიანებთან მოვედი და პირველ რიგში მე, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინას იდეების გამგრძელებელი. ასე ვთქვათ, ჩემი შთაგონება არის ეს… ბეთჰოვენია ჩემთვის, ბეთჰოვენის ალბათ სიმფონია, რა ვიცი მესამე, მეცხრე… მეცხრე ალბათ, ყველაზე დიდი კულმინაცია.”
„ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით ენმ ივანიშვილს ვერასოდეს დაამარცხებს“ – არჩილ იაკობაშვილი
ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე პროცესებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოზიცია ენმ-ს ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. akhalitaoba.ge-ს კითხვებს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი, ეკონომიკის პროფესორი, არჩილ იაკობაშვილი პასუხობს – შეინიშნება თუ არა გარედან შიდაპარტიული ელიტის ფორმირება შიდაპარტიული დემოკრატიის ნაცვლად ენმ-ს შიგნით და რამდენად პასუხისმგებელია აღნიშნულზე პარტიის თავმჯდომარე? – როდესაც „ახალი ნაცის“ გამოყვანაზე იწყებ […]
დავით კეზერაშვილი – „მე არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა“
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში, ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და საზოგადოებამდე ჩემი სათქმელი მივიტანო. დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისკენ. ისინი არა მხოლოდ […]
ხათუნა ლაგაზიძე – „ეს არის რუსეთის არარეგულარული არმია, რომელიც უნდა დაძრულიყო უკრაინისკენ და დაიძრა საქართველოსკენ”
ხათუნა ლაგაზიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ლარსზე რუსეთის მოქალაქეების მოზზღვავების შესახებ განაცხადა: „ახლა ყველა ვსაუბრობთ სოხუმის დაცემის 29 წლის თავზე და ისე არ გავაკეთოთ, რომ 2-3 წელიწადში ვისაუბროთ თბილისის დაცემის 2-3 წლის თავზე. კატეგორიული განაცხადია, მაგრამ ამის რისკი საკმაოდ რეალური და მაღალია. რა კადრებსაც ყველა ერთად ვუყურებთ, ეს არის რუსეთის არარეგულარული არმია, რომელიც უნდა დაძრულიყო უკრაინისკენ […]
გრიგოლ ლილუაშვილი – „ცოცხალი აგენტი გყავთ ნანახი, ვინ არის აგენტი?“
სახელმწიფო სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსმენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად ამბობს, რომ “უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი”. ლილუაშვილი ამტკიცებს, რომ მოსმენები სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება. “იმდენი სისულელე, რაც თქვენმა ხელმძღვანელებმა აკეთეს და ნაირ-ნაირი სცენარები შესთავაზეს ხალხს, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება, უფრო მეტად წაასტიმულირებს ამ უმსგავსობას. ცოცხალი აგენტი გყავთ ნანახი, ვინ არის აგენტი? იძახით რაღაც […]










