სპორტსმენები წულუკიანის წინააღმდეგ – საგანგებო მიმართვა პრემიერს

სპორტსმენები წულუკიანის წინააღმდეგ - საგანგებო მიმართვა პრემიერსსპორტსმენები თეა წულუკიანს აუჯანყდნენ. კრივის ფედერაციის წევრები სპორტის სფეროდან მინისტრის სასწრაფოდ ჩამოშორებას ითხოვენ.

საგანგებო განცხადებით ისინი ირაკლი ღარიბაშვილს და საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და ზომების მიღებას თხოვენ.

სპორტსმენები პირდაპირ ამბობენ, რომ წულუკიანი ძალაუფლებას რეპრესიებისთვის იყენებს და სამინისტროს მართავს ისე, როგორც საკუთარ შპს-ს.

„ეს არის თხოვნა ბატონი პრემიერის სახელზე, რომ იქნებ სპორტი გამოეყოს ცალკე როგორც დარგი. ვფიქრობთ, რომ სპორტს ვინც კურირებს, მინიმუმ სპორტი უნდა ესმოდეს და სპორტსმენებს ხელი უნდა შეუწყონ”, – აცხადებს, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური.
გარდა ამისა, საინიციატივო ჯგუფის წევრი, ირაკლი დოლაბერიძე წულუკიანის უწყებაში სრული არაკომპეტენტურობაა.

სპორტის სხვადასხვა უწყებებთან მიწებება იყო აბსოლუტური შეცდომა. ეს ფაქტია და ამას ვერ დავმალავთ”- აცხადებს ის. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თეა წულუკიანმა სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ  კრივის ფედერაციის პრეზიდენტი მასთან შეხვედრაზე “ფულს ითხოვდა”, უარის შემდეგ დავით წიკლაური “დასარტყმელად გაიწია”, თუმცა მინისტრმა მტკიცებულებები ვერ წარადგინა.