„ოთხეული” გფართოვდა – დეპუტატები და ექსპერტებიც შეუერთდნენ

„ოთხეული" გფართოვდა - დეპუტატები და ექსპერტებიც შეუერთდნენმმართველი პარტიიდან გამოყოფილ ოთხ დეპუტატს, სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან ხუთი კოლეგა უერთდება. ამის შესახებ მათ მოძრაობა “ხალხის ძალის” პრეზენტაციის დროს ისაუბრეს.

„თითოეული მათგანი ძალზედ დიდი შენაძენია ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობისთვის და დარწმუნებული ვართ, ისინი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და სტაბილურ განვითარებას უკავშირდება”, – თქვა “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე.

„ქართული ოცნებიდან” გამოყოფილ ოთხეულს უერთდებიან დეპუტატები:

ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა,
დაჩი ბერაია,ზაალ მიქელაძე.
სოზარ სუბარის თანახმად, „ხალხის ძალას” ასევე უერთდებიან ექსპერტები:

თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე,იოანე შაიშმელაშვილი.