პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება, – ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია. „დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით შემდგომას და შემოდგომაზე ეს […]
კატეგორია: პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე – “არჩევნების გადადებაზე უნდა ვიფიქროთ”
თუ ასე გაგრძელდა ინფიცირების მატება, ჩაკეტილი სივრცეების და შეზღუდვების რაოდენობა, მაშინ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ არჩევნების გადადებაზე , – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ამ ვითარებაში არჩევნების გადადება, ლეგიტიმური მოთხოვნაა. „ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა შევიკრიბოთ და ძალიან სერიოზულად ვიფიქროთ. ხელისუფლებას ახლა აწყობს არჩევნები, ამიტომ შეეცდება სხვადასხვა მექანიზმებით არჩევნები […]
„ოცნების“ სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია იქნება
გადაწყვეტილია, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო მარათონში ერთვება და „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება. „2020NEWS“-ს ეს ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. ბიძინა ივანიშვილმა სიის პირველ ნომრობაზე უარი თქვა. ჩვენი ინფორმაციით, ის საარჩევნო კამპანიის ბოლოს გააქტიურდება. მის აქტიურობას ელოდებიან როგორც მმართველ პარტიაში, ასევე გარე პოლიტიკურ სპექტრშიც. ამასთანავე, როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, 10 სექტემბერს მმართველი პარტიის […]
სააკაშვილი – “არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას”
მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას, ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას – საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში 31 ოქტომბრის არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა: “31 ოქტომბერს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები – ეს არის არჩევნები იმისა, ვიქნებით მუდმივად თუ არა სიღარიბეში, ეს არის ყოფნა-არყოფნის არჩევნები …მთავარი რაც ჩვენ გვინდა […]
ნინო ბურჯანაძე – გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას, ვაფასებ, როგორც საკუთარი პარტიული ინტერესების უფრო მაღლა დაყენებას, ვიდრე საერთო ოპოზიციური და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებას, – ამის შესახებ, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. ნინო ბურჯანაძეს ეჭვი ეპარება ექს-პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდეს და განმარტავს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლას თითქმის გამორიცხავს. „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება, ნამდვილად არ […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „უადგილოა გულზე მჯიღის ცემა, ან მე ვიქნები პრემიერი, ან დამთავრდა საკითხიო“
„ახალი თაობის“ კითხვაზე – დაუჭერთ თუ არა მხარს სააკაშვილს პრემიერად? „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პასუხობს. – საერთოდ, მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფა უაზრო საქმეა. როცა ეს საკითხი დადგება, მაშინ ვიმსჯელებთ, ვინ და როგორ. წინასწარ საუბარი უადგილოა. საერთოდ, ზოგიერთი პარტიის მხრიდან გულზე მჯიღის ცემა, რომ მე ვიქნები პრემიერი, თუ არა, დამთავრდა საკითხიო, ასე არ არის. – […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „ჩემი თავდაცვისმინისტრობა არარეალურია. საკუთარ თავს პარლამენტში ვხედავ“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა რამდენად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს ოპოზიციაში? რას სთავაზობს ამომრჩეველს? რას ფიქრობს სააკაშვილის ფაქტორზე? რატომ არ საუბრობს ოპოზიცია ჩრდილოვან კაბინეტზე და რატომ არის ნაადრევი პრემიერზე საუბარი? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ვრცელ ინტერვიუში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს. – როგორ მიმდინარეობს თქვენი საარჩევნო კამპანია, რამდენად ჯანსაღად […]
ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და ოპოზიციურმა გაერთიანება “ძალა ერთობაშიამ” საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარადგინეს.აღნიშნულის შესახებ დღეს სპეციალური განცხადება პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ – პოლიტიკურმა საბჭომ და გაერთიანებულ ოპოზიცია – ძალა ერთობაშიაში შემავალმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დავასახელოთ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იმისთვის რომ […]
გია ხუხაშვილი – „პარტიებმა ჩაიცვეს მოკლე კაბა, დადიან პოდიუმზე და ეპრანჭებიან ბიძინასაც და მიშასაც“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა და „ქართულ ოცნება“ ისევ „მიშა მოდის“ კამპანიას იწყებს. ეს ჩანდა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის განცხადებებიდან. კობახიძე იმდენად შორს წავიდა, რომ სააკაშვილის კონტექსტში ისიც კი თქვა, რომ მართლმსაჯულება იცდის და ის ბოლოს სრულდება და სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდთან მიმართებით ფაშისტური გერმანიაც კი გაიხსენა. რას ნიშნავს ეს განცხადებები და […]
“ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟს, პირდაპირ ვაფრთხილებ, ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე”
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. ვაშაძის თქმით, თუ კადრები გავრცელდება, ამას მისი გუნდის მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. “ახლოვდება არჩევნები და სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს არ მოერიდებიან ამ არჩევნებზე. მე თითოეულ მათგანს პირდაპირ ვაფრთხილებ, ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რომელიც არის უკანონობა […]







