სააკაშვილის მომავალს ქმნის დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, კერძოდ ის, რომ სააკაშვილის ენერგეტიკის პოლიტიკური ლიდერი არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უბრალოდ ვერ შვა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის სააკაშვილის კალიბრის პოლიტიკური ლიდერი. „პოლიტიკური ლიდერი, რომელიც სააკაშვილს სტრატეგიულ თუ ე.წ მესიანისტურ აზროვნებაში, ენერგეტიკაში, სახელმწიფოებრივი იდეით შეპყრობილობაში გაეჯიბრება, […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი – “ივანიშვილის მსგავსი დემოკრატი მმართველი საქართველოს არ ჰყოლია”
ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო და არ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა. თანამედროვე სამყარო არაერთ სისტემას იცნობს და მე მინდა გითხრათ, რომ მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა არის დამღუპველი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მან ისაუბრა „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წელზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა. თავდაცვის მინისტრის თქმით, […]
ლევან ხაბეიშვილი – „ვინმეს თუ სჯერა, რომ “ოცნებას” 55% უჭერს მხარს, სერიოზული პრობლემები აქვს»
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პასუხობს. – ლევან, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ბრიტანულმა კომპანიამ კვლევა ჩაატარა. კვლევების თანახმად, “ქართულ ოცნებას” 55% მისცემდა ხმას, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას – 16%. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ კვლევებს უნდობლობას უცხადებს. რას იტყვით თქვენ? – […]
“ძალა ერთობაშიას” რესპუბლიკელები და კახა ოქრიაშვილის პარტია დაემატნენ
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”, მოძრაობა “ჩვენ თვითონ” და “პროგრესი და თავისუფლება” ერთიან საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. სწორედ ამ შემადგენლობით წარსდგება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ძალა ერთობაშია”. დღესვე გაირკვა რამდენიმე კანდიდატი, რომელიც მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანების სახელით იბრძოლებს. “მოლაპარაკების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათაც ის მიზნები აქვთ, რაც იმ პარტიებს აქვთ, რომლებიც 2018 წლიდან იყვნენ გაერთიანებაში. წარდგენა […]
ხათუნა გოგორიშვილი – “სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე დანაშაულია!”
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილი, დაავადებათა კონტროლის გურიის ცენტრს მიმართავს, ჩაუტაროს მასწავლებლებს ტესტი კორონავირუსზე. ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მასწავლებლებზე ტესტის არ ჩატარება არის დანაშაული და უპასუხისმგებლობა. ის მიმართავს შესაბამის ორგანოებს, არ დაუშვან სასწავლო წლის დაწყება ისე, რომ მასწავლებლებს არ ჩაუტარდეთ ტესტი. „სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე დანაშაულია!!! ბოლო […]
“ოცნებამ” თავისი ოცეულით ხალხს კიდევ ერთხელ დასცინა”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს. – ბატონო გურამ, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. საზოგადოების ერთ ნაწილში ოცეულმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა. როგორია თქვენი შეფასებები? რა გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა? – ოცეულამდე “ქართულმა ოცნებამ” ორი კვირით ადრე წარადგინა 30 მაჟორიტარი და აქედან გამომდინარე ჩვენთვის უკვე ცხადი იყო, როგორი […]
„ოცნებასთან“ ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს დადებას“
ოპოზიციურმა პარტიებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო ორგანიზაციების – USAID-ის და IRI-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავა. დოკუმენტით ხელმომწერი პარტიები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ მიმართავენ ოპონენტებთან ურთიერთობის ძალადობრივ ფორმებს. დოკუმენტს ქართული ოცნებაც უერთდება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, მათ არ აქვთ იმედი, რომ მმართველი გუნდი ამ დოკუმენტის ყველა პუნქტს სრულფასოვნად შეასრულებს. “იმ სიტუაციაში, როცა შეუძლებელია, საბურთალოზე დაიქირავო ბილბორდი, […]
ცისანა სეფიაშვილი – “პროვოკაციაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ნახვამდის”
„პრაიმტაიმი“ მომღერალ ცისანა სეფიაშვილს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ის „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო სიის მე-9 ნომრად წარადგინა. რატომ შეუერთდა პატრიოტთა ალიანსს, როგორ მიიღო პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება და როგორ აფასებს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეს ის კითხვებია, რომელიც მომღერალს დავუსვით… „მართალია, სატელეფონო ინტერვიუებს არ ვიძლევი, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რომ ჩემი ოჯახი ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან წლების განმავლობაში მეგობრობს და ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს, ამიტომაც მათი […]
ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” სიის ათეულში იქნება
მომღერალი ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანდა და საარჩევნო სიის პირველი ათეულის წევრიც გახდა. ის სიის მე-9 ნომერია. სიის პირველი ნომერი ირმა ინაშვილი იქნება. სიაში ასევე არიან გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა (გელა) მიქაძე, ნანა დევდარიანი, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და მერაბ ჭიქაშვილი. თავად ღონისძიება კი ქუთაისში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პატრიოტთა ალიანსის […]
„ოცნება“ არჩევნებში 45-46%-ს აიღებს“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების შანსებზე სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი პასუხობს. – დიდი დრო აღარაა დარჩენილი არჩევნებამდე და რა შედეგს უნდა ველოდოთ, ისევ “ოცნებას” ხომ არ ვიხილავთ ხელისუფლებაში? – შანსები საკმაოდ თანაბარია. უფრო სამართლიან სისტემაში, ვგულისხმობ სრულად პროპორიულს, რასაც ჩვენ ვითხოვდით, ოპოზიციის შანსები უკეთესი იქნებოდა. ამ სიტუაციაში შანსები თანაბარია, […]









