„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას, ვაფასებ, როგორც საკუთარი პარტიული ინტერესების უფრო მაღლა დაყენებას, ვიდრე საერთო ოპოზიციური და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებას, – ამის შესახებ, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. ნინო ბურჯანაძეს ეჭვი ეპარება ექს-პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდეს და განმარტავს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლას თითქმის გამორიცხავს. „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება, ნამდვილად არ […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი – „უადგილოა გულზე მჯიღის ცემა, ან მე ვიქნები პრემიერი, ან დამთავრდა საკითხიო“
„ახალი თაობის“ კითხვაზე – დაუჭერთ თუ არა მხარს სააკაშვილს პრემიერად? „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პასუხობს. – საერთოდ, მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფა უაზრო საქმეა. როცა ეს საკითხი დადგება, მაშინ ვიმსჯელებთ, ვინ და როგორ. წინასწარ საუბარი უადგილოა. საერთოდ, ზოგიერთი პარტიის მხრიდან გულზე მჯიღის ცემა, რომ მე ვიქნები პრემიერი, თუ არა, დამთავრდა საკითხიო, ასე არ არის. – […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „ჩემი თავდაცვისმინისტრობა არარეალურია. საკუთარ თავს პარლამენტში ვხედავ“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა რამდენად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს ოპოზიციაში? რას სთავაზობს ამომრჩეველს? რას ფიქრობს სააკაშვილის ფაქტორზე? რატომ არ საუბრობს ოპოზიცია ჩრდილოვან კაბინეტზე და რატომ არის ნაადრევი პრემიერზე საუბარი? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ვრცელ ინტერვიუში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს. – როგორ მიმდინარეობს თქვენი საარჩევნო კამპანია, რამდენად ჯანსაღად […]
ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და ოპოზიციურმა გაერთიანება “ძალა ერთობაშიამ” საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარადგინეს.აღნიშნულის შესახებ დღეს სპეციალური განცხადება პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ – პოლიტიკურმა საბჭომ და გაერთიანებულ ოპოზიცია – ძალა ერთობაშიაში შემავალმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დავასახელოთ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იმისთვის რომ […]
გია ხუხაშვილი – „პარტიებმა ჩაიცვეს მოკლე კაბა, დადიან პოდიუმზე და ეპრანჭებიან ბიძინასაც და მიშასაც“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა და „ქართულ ოცნება“ ისევ „მიშა მოდის“ კამპანიას იწყებს. ეს ჩანდა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის განცხადებებიდან. კობახიძე იმდენად შორს წავიდა, რომ სააკაშვილის კონტექსტში ისიც კი თქვა, რომ მართლმსაჯულება იცდის და ის ბოლოს სრულდება და სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდთან მიმართებით ფაშისტური გერმანიაც კი გაიხსენა. რას ნიშნავს ეს განცხადებები და […]
“ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟს, პირდაპირ ვაფრთხილებ, ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე”
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. ვაშაძის თქმით, თუ კადრები გავრცელდება, ამას მისი გუნდის მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. “ახლოვდება არჩევნები და სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს არ მოერიდებიან ამ არჩევნებზე. მე თითოეულ მათგანს პირდაპირ ვაფრთხილებ, ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რომელიც არის უკანონობა […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „მე თუ ასეთი მონდომებით მაკონტროლებენ, ინაშვილი და თარხან მოურავი „ზემოდან” ნებართვის გარეშე გადავიდნენ?“
„გამარჯვებული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი ინაშვილისა და თარხან მოურავის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესახებ კომენტარს აკეთებს: „ყოველთვის ხშირად მიწევდა ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ჩასვლა, რადგან ბევრი მეგობარი მყავს განსაკუთრებით მერეთში, დიცში და კოშკში. ჩვენ სოფლებში ჩასვლა და არა მავთულხლართებს იქით, ამას ხაზი მინდა გავუსვა. ბოლო დროს ჩვენი პოლიციის პოსტებზე მუდმოვად მაჩერებენ, მინიმუმ ნახევარ საათს მალოდინებენ და სუსიდან […]
მიხეილ სააკაშვილი – “ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით”
ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი Facebook- ის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება 27 აგვისტოს დააანონსა. მან სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ხალხის ნების გამარჯვებაში დარწმუნებულია და წარსულის შეცდომების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
ნიკა ჩიტაძე – „სააკაშვილს პრემიერად ვერ დაასახელებენ, ნაცმოძრაობამ 100%-აც რომ მოიგოს არჩევნები“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ჩნდება თუ არა არჩევნების გადადების რისკი, ხელოვნურად ხომ არ ამძაფრებს სიტუაციას მმართველი გუნდი და აწყობს თუ არა არჩევნების გადადება, ხომ არ გაჩნდება ეჭვები არჩევნების ლეგიტიმურობაზე თუ საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ჩამოვლენ და რატომ თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი შეცდომებს უშვებენ? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე […]
“ევროპულმა საქართველომ” ნოქალაქევში 600 კაცზე სუფრა გაშალა
სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალქევის ციხე-გოჯთან “ევროპული საქართველო”-ს ორგანიზებით, უჩვეულო ღონისძიებაა გამართული, სენაკი-ხობი-ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზე 600 კაცზე გათვლილი სუფრაა გაშლილი. ღონისძიება, რომ პარტიის ორგანიზებით იმართება, ამას ევროპული საქართველოს სენაკი-ხობი-ფოთის ოლქის შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენიაც ადასტურებს და აცხადებს, რომ ღონისძიებაზე ელოდებიან პარტიის წევრებსა და კოორდინატორებს. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება მხოლოდ პარტიის წევრებზეა […]







