“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ” ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეკრება იმის მიმანიშნებელია, რომ ოპიზიციური ერთობა შეხვედრებს აგრძელებს. ლევან თარხნიშვილმა ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისნის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძის დასახელებაზე და აღნიშნა, რომ ამ ქმედებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია. “ევროპული საქართველო“ რჩება ერთგული იმ […]
კატეგორია: პოლიტიკა
დე ფაქტო აფხაზეთის ეკლესია “პატრიოტთა ალიანსის” ხატს უკან აბრუნებს
“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ აფხაზეთში ჩატანილ ხატს, ოკუპირებული რეგიონი უკან აბრუნებს. ამის შესახებ, დე ფაქტო “აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის მრჩევლის მონაწილეობით ჩამოიტანეს და ილორის ტაძარს აჩუქეს. ეკლესია ხატს უკან დააბრუნებს. ეს მისია ისე შედგა, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არაფერი […]
მიხეილ სააკაშვილი – “მე ვბრუნდები”
შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ვიდეოს ის საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე აქვეყნებს. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება. „უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის […]
გიგა ბოკერია – “ამომრჩეველი ნაციონალურ მოძრაობას დასჯის”
„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაყენების გამო, ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას” დასჯის. როგორც „ინტერპრესნიუსს” ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენის შეფასებისას განუცხადა, ეს გადაწყვეტილება მთლიანად ოპოზიციისა და ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლისთვის ცუდი და საზიანოა. „მიმაჩნია, რომ ამისთვის ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას” დასჯის და კერძოდ იმ კანიდადატს, ვინც დააყენეს ისანში. […]
ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ისნის რაიონში საკუთარი კანდიდატი წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ ოლქში გამარჯვებისთვის ხატია დეკანოიძე იბრძოლებს. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ისანში საკუთარი კანდიდატის წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი თქმით, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია. ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს “ძალა ერთობაშია” და ახალი პოლიტიკური ბლოკი, “სტრატეგია აღმაშენებელი” დააფუძნა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ […]
“ქვეყანაში დიდი საფრთხეა ივანიშვილის სახით, ამიტომ დავიცავთ ერთმანეთის ხმებს”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პასუხობს. – დაახლოებით 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა ხმების დაცვის მემორანდუმს. ხელისუფლების მხრიდან საქილიკო გახდა ეს თემა, ერთმანეთს არ ენდობიან და ხელს აწერინებენ მემორანდუმებზეო. როგორია თქვენი შეფასებები, როგორ უნდა შეძლოს ოპოზიციამ ერთმანეთის ხმების დაცვა? – მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ეს არის ერთ-ერთი […]
“ესენი პოლიტიკური ინდმეწარმეები არიან” – გია ვოლსკიმ ოპოზიციას დაცინა
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების გამაერთიანებელი ქვეყანაში დესტრუქციისა და არეულობის მოწყობის სურვილია და „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა, კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები. „რაც გასათვალისწინებელია, 30 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმეა. რაოდენობრივად ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ და გარდა ამისა, გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „გიორგი ვაშაძემ ჩემ მიმართ შეთანხმება დაარღვია“
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდთან თანამშრომლობაზე უარის თქმამ შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, თუმცა “ამ პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება გაცილებით გააჯანსაღოს პოლიტიკური პროცესი”. “ქართული ოცნება” იმ სიტუაციაშია, როდესაც აგრძელებს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას და სხვადასხვა ტიპის მანიპულაციას, წინასაარჩევნო პერიოდში მასთან რაიმე დოკუმენტის გაფორმება შეუძლებელია ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მობილიზებული […]
გიგი უგულავა – “თაკო ჩარკვიანი უხერხულობას უქმნის საერთო საქმეს”
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ჩანს, რომ საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა ოპოზიციურ ერთიანობას უხერხულობას უქმნის. თუმცა, უგულავას თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ჩარკვიანი კანდიდატად მაშინ დადგა, როდესაც “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი იყო. როგორც უგულავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თუ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას სურვილი ექნება, ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს, შეთანხმების შემთხვევაში, ეს სამართლიანი იქნება. “ჩანს, […]
30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ ხმების დაცვის მემორანდუმი გააფორმა
30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. დეკლარაციის მიხედვით, შექმნება ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბი, რომელსაც პაატა დავითაია უხელმძღვანელებს. რაც შეეხება კონკრეტულ მექანიზმებს, რომელიც დეკლარაციითაა გათვალისწინებული, როგორც ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, შეიქმენება პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, ამასთან, ძალაში შევა […]









