კატეგორია: პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი – “გია ბარამიძეს ვურჩევ, ტონალობა შეცვალოს”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა გარკვეული დაძაბულობაა გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” ფორმატში. როგორც ირკვევა, ნაციონალური მოძრაობის ნაწილს არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გამოსვლა და არ ემხრობა იდეას, რომ “ძალა ერთობაშია”-ს ფორმატში მიიღოს მონაწილეობა. რა დისკუსიაა გაერთიანებულ ოპოზიციაში, რაზე შეთანხმდნენ და უკავშირდება თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის სურვილებს? – ამ და სხვა საკითხებზე ამ თემის ირგვლივ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში […]

უტა ივანიშვილის ახლო მეგობარი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

პოლიტიკურ ასპარეზზე ახალგაზრდული მოძრაობა „რეფორმერი“ გამოჩნდა, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს. როგორც „2020NEWS“-თვის ცნობილი გახდა, მოძრაობის დამფუძნებელი, ბიზნესმენი თორნიკე ჯანაშვილია. როგორც სააგენტოს ინფორმირებული წყარო უყვება, ჯანაშვილი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის ბიძინა ივანიშვილის, ვაჟის, უტა ივანიშვილის ახლო მეგობარია. “პოლიტიკური მოძრაობა „რეფორმერის“ დამაარსებელი თორნიკე ჯანაშვილი უტას მეგობარია, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის. მოძრაობა სულ ახლახანს ჩამოაყალიბა და მისი პრეზენტაცია […]

სალომე ზურაბიშვილი – “თორნიკე შენგელიას ცსკაში გადასვლა ჩემთვის მიუღებელია”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება. ,,ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით,“ – წერს ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ცნობისთვის, მოსკოვის „ცსკა“-მ ქართველ ფორვარდს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ,,ბედნიერი ვარ, რომ ვუერთდები ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და მოუთმენლად ველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესანიშნავ ჯგუფთან […]

„ხელისუფლებისგან იკვეთება ოქრუაშვილის მიზანმიმართული დევნა“ – ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშს აქვეყნებს

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRC) დღეს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეზე ანგარიშს წარადგენს. დოკუმენტში შესულია 20 ივნისის აქციისა და ბუტა რობაქიძის საქმეებთან დაკავშირებული ბრალდებები. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რობაქიძის საქმის 15-წლიანი ხანდაზმულობა, ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემიდან რამდენიმე დღეში იწურებოდა. შესაბამისად, მათი შეფასებით, იკვეთება ხელისუფლებისგან “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის მიზანმიმართული დევნა . იკვეთება მიზანმიმართული დევნის […]

სააკაშვილი – საქართველოში ივანიშვილის „ბეზპრიდელშიკები“ გაბატონდნენ

საქართველოში ბიძინა ივანიშვილის „ბეზპრედელშიკები“ გაბატონდნენ  – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა და რამდენიმე  კვირიანი დუმილი დაარღვია. მისივე თქმით, იგი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხალხთან ერთად იქნება ხელჩაკიდებული, მმართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე   – “გადამწყვეტ ბრძოლაში“, თანაც  წინა ხაზზე, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. “მინდა, ორიოდე სიტყვით ვთქვა იმ […]

მიხეილ ჯანაშვილი – “ლაშა ლურსმანაშვილი ხაშურის საკრებულოს წევრია, მაგრამ ის სხვა პიროვნებაა”

ლაშა ლურსმანაშვილი ნამდვილად არის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მაგრამ ეს არ გახლავთ ის ლაშა ლურსმანაშვილი, რომელზეც საუბარია შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან სავარაუდო შემხებლობაში, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ ჯანაშვილმა. ჯანაშვილის ინფორმაციით, საკრებულოს წევრი იგივე გვარ-სახელის მქონე პირია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მცხეთაში მომხდარ ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან. „ხაშურის მუნიციალიტეტის საკრებულოს წევრი ნამდვილად არის ლაშა […]

 „აშშ საქართველოს ხელისუფლებას აღარ ენდობა“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ს აჩერებს. ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისკენ, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და არ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას. საფრთხე რეალურია თუ არც იმდენად პრობლემურია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს? ჩანს თუ არა არჩევნების კონტექსტიც და გადის თუ არა მთავარი […]

აშშ-მ საქართველოსთვის დახმარების 15% შეიძლება შეაჩეროს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132.025.000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების […]

„მერაბიშვილი კენჭს იყრის თუ არა, ელისაშვილმა უნდა გადამიწყვიტოს?!“

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ოპოზიციაში არსებული პრობლემების შესახებ მეგი გოცირიძე პასუხობს. – მეგი, ოპოზიციის შიგნით კვლავ დიდი არეულობაა. დაასახელეს თბილისის მაჟორიტარების ნაწილი და დანარჩენზე ვერ თანხმდებიან. თაკო ჩარკვიანი დაუპირისპირდა ოპოზიციურ ერთობას, ალეკო ელისაშვილმა კი საერთოდ დატოვა ეს გაერთიანება. რა ხდება? – მე ვერ ვიტყოდი, რომ იმ ოპოზიციურ ერთობაში, რომელსაც “ძალა ერთობაშია” ჰქვია, […]

რიმა ბერაძე თუ ივლიანე წულაია? – ვის წარადგენს “ქართული ოცნება” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატად?

“2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში შესაძლოა, თბილისის საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე იყოს. ბერაძე, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონს წარმოადგენს, სააგენტოს ხელთ არსებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. “ჯერ არ ვიცი არაფერი”, – განუცხადა “2020NEWS” ბერაძემ აღნიშნული თემის კომენტირებისას. ბერაძის მთავარი შიდა კონკურენტი “არქი ჯგუფის” დამფუძნებელი მილიონერი დეპუტატი […]