თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, მამუკა მდინარაძე და გაიოზ ვასაძე – „ქართული ოცნება“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს ამ ოთხი პირიდან აარჩევს. როგორც „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მათ შორის „საუკეთესოს“ შერჩევა საბურთალოს რაიონის ამომრჩევლის კარდაკარ გამოკითხვით, სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე ხდება. „ოცნების მარადმინისტრი“ თეა წულუკიანი რომ იუსტიციის 8 წლიანი მინისტრობის სავარძელს ემშვიდობება, ამას წულუკიანის გარემოცვის წევრებიც ადასტურებენ, რადგან წულუკიანს […]
კატეგორია: პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის მორიგი ექსკურსია
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ფარგლებში მოგზაურობა შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით დაიწყო. ქაჯეთის ციხისა და ქსნის ერისთავების ციხესიმაგრის მონახულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ ოყურეშში მანაგაძეების მარანი მოინახულა, სოფელ ისუნდერში რაჩხას ჩანჩხერზე იმყოფებოდა და მურის ციხესიმაგრეც დაათვალიერა. შესაბამისი ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
“ქართული ოცნების” წვეულებაზე ივანიშვილი არ მივიდა – “ოცნების” საღამო რაჭაში ფოიერვერკით დასრულდა
“ქართული ოცნების” წვეულება რაჭაში, გვიან ღამით ფოიერვერკით დასრულდა. ოცნებისმაღალჩინოსნებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბიზნესმენმა გოჩა ენუქიძემ მისსავე სასტუმროში უმასპინძლა. ეს “ოცნების” ხელისუფლების პირველი მასშტაბური შეკრება იყო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძეც მიიწვიეს. მოლოდინის მიუხედავად, წვეულებაზე არ მისულა ბიძინა ივანიშვილი. “მთავარი არხის” ინფორმაციით, შეკრება ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატსა და ადგილობრივ გამგებელს შორის […]
“სანამ ივანიშვილს სანქციებით არ დაემუქრნენ, საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღეს”
ხათუნა გოგორიშვილი: “ოცნება” ხავსს ეჭიდება და საარჩევნო პროცესში ძალადობის მექანიზმებს ტოვებს” იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო, რომელშიც ოპოზიციის ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო. მათ შორის არის “ევროპული საქართველოც”. მიზეზი კი ისაა, რომ მათ მიერ წარდგენილი წინადადებები არც კი განიხილა პარლამენტმა. პარტიაში აცხადებენ, რომ მთავარი ცვლილებები ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, მათ […]
”ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა არ უნდა”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს პაატა დავითაია პასუხობს. – ბატონო პაატა, გამოდის ინფორმაციები, რომ ოპოზიციაში ისევ დიდი დაპირისპირებაა, რომ ისევ ვერ თანხმდებიან დარჩენილ მაჟორიტარებზე. ასევე, გაჩნდა ოპოზიციის ოპოზიცია, ეს პროცესები რამდენად გაზარალებთ? – ოპოზიციის შიგნით დაპირისპირება არ არის. უფრო მეტ დეტალზე ღიად ვერ ვისაუბრებ. ოპოზიციურ ერთობაში, რომელიც ლეიბორისტული ოფისის ფორმატით არის ცნობილი, იქ […]
ირაკლი ოქრუაშვილი – დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა!
ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქში წერს: ”დილის 7 საათია, ტელეფონის ზარი მაღვიძებს. ტყვიავიდან ბიჭები მირეკავენ, ადექი დღეს დიდი დღეა, სერიოზული სუფრა უნდა გაშალო თავის ფეირვერკებითო. იციან, რომ ეგეთ ხუმრობას ცუდი შედეგი მოაქვს. რა დიდი დღე, რა სერიოზული სუფრა, რა ფეირვერკები, ხომ არ შეიშალეთ რომელი საათიამეთქი? 4 ივლისია, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეო. დაბადების დღეს გილოცავ ამერიკა🇺🇸 🇺🇸🇺🇸 მართლა მაქვს […]
ოპოზიცია – “8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს”
“ივანიშვილი იძულებული გახდა საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღო”- აცხადებენ ხელმომწერი პოლიტიკოსები. ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება – ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს. პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილება საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეული შედეგია. “პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტებისა ძალისხმევით […]
“ნაგავი მერაბიშვილი აგროვებს ჯალათებს, ხვედელიანს, რომელიც სექსუალურ ძალადობაში იყო მხილებული და რას აკეთებს “ოცნება?” – ლევან გოგიჩაიშვილის გამოსვლა
რეალური შანსია რევანშის და რას აკეთებთ თქვენ ამისთვის? – კვოტებით გინდათ გადალახოთ ეს პროცესი? – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა რიგგარეშე პლენარულ სესიაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ. გოგიჩაიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში „ფასონური ცვლილებებით“ ფონს გასვლას ცდილობს, რეალურად კი არაფერს ცვლის და საარჩევნოდ ისევ ფულით აპირებს „მოქალაქეების ყიდვას“. „მე […]
აშშ-ს ელჩი – რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას
რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩმა ასევე ხაზი გასუვა 2020 წლის არჩევნების მნიშვნელობას და რეგიონში საქართველოს როლს, რომელიც არა ერთხელ გამხდარა მისაბაძი. “ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ როგორი აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ბევრ არჩევნებში ერევა და საქართველო აშკარა სამიზნეა. ამერიკა, ბრიტანეთი და სხვა საერთაშორისო […]
სოფო კილაძე – “ცნობილი მასხარა შალვა ნათელაშვილი რას იტყვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია”
შალვა ნათელაშვილი, ცნობილი მასხარა, რას იტყვის, სიმართლე გითხრათ ნაკლებად მნიშვნელოვანია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის განცხადებას. „შეურაცხყოფილი ვიქნებოდი სერიოზულ პოლიტიკოს, რომ გაეკეთებინა ეს განცხადება. შალვა ნათელაშვილი, ყველასთვის ცნობილი მასხარა, რას იტყვის, ახლა სიმართლე გითხრათ ნაკლებად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოფო კილაძემ. შალვა ნათელაშვილი „საარჩევნო […]









