,,ქართული ოცნების” ლიდერები ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. აუმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, ,,ტვ პირველის” მფლობელს, ვატო წერეთელს, სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ინციდენტი ამერიკის დამოუკიდებელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე მოხდა, რომელიც ამერიკის საელჩოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ოხანაშვილი არ ყოფილა ერთადერთი ადამიანი, ვინც ,,ქართული ოცნებიდან” ფიზიკურად ,,ტვ პირველის” მფლობელს გაუსწრდა: თავდასმხმელთა რიგებში იყო დეპუტატი მგალობლიშვილი. ტვ პირველი
კატეგორია: პოლიტიკა
ივანიშვილი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმის კლინიკა ,,მედცენტრი” რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად პარალიზებული იყო, რადგან იქ ბიძინა ივანიშვილი კვლევებზე გადაიყვანეს. თვითმხილველტა ინფორმაციით, გადაიკეტა კლინიკამდე მისასვლელი გზები, შენობაში არავის უშვებდნენ. პაციენტები და მედპერსონალი კი, ვინც უკვე შიგნით იმყოფებოდა, კედელთან ზურგით დააყენეს, რომ ოლიგარქი არ დაენახათ. დაცვამ მედპერსონალს მობილურები ჩამოართვა, რომ ვინმეს ივანიშვილისთვის ფოტო არ გადაეღო ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, ივანიშვილმა კლინიკაში დაახლოებით ერთი საათი გაატარა. […]
ღარიბაშვილის მომხრეებმა მაღლივში სტუდენტები ცემეს
ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერებმა სტუდენტები სცემეს – ირკვევა,რომ სპორტსმენები “ქართლმა ოცნებამ” უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სტუდენტების დასარბევად გააგზავნა. “ტვ პირველის” მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი მოძალადე, გიორგი ბარბაქაძე სტუდენტის მოხრჩობას, შემდეგ კი ჯგუფურად ჩაქოლვას ცდილობს. “პირველების” მიერ დადგენილი და გაშიფრულია ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც სტუდენტებს არბევდა. დარბევის ერთ-ერთ მეთაური ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა რაზმის წევრია, მეორე კი კახი კალაძის ცოლის […]
ზურაბიშვილი იზოლაციაში გადავიდა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფიცირებულის კონტაქტია და იზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. „გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი. მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენის მიზნით, პრეზიდენტი სამუშაო გარემოს დაუბრუნდება შესაბამისი ტესტირების შემდგომ.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კობახიძის ყველა სიტყვაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება
კობახიძის ყველა სიტყვაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, საუბრობს. გოგიჩაიშვილის თქმით, ივანიშვილი ამ გუნდით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. როცა კობახიძე საუბრობს, მე არ ვთვლი, რომ კობახიძე საუბრობს. ის აჟღერებს ბიძინა ივანიშვილის სათქმელს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ყველა სიტყვაზე დაეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი თუ ამ ქვეყანაში, აი ამ ხალხით ძალაუფლების შენარჩუნებას […]
დიმიტრი ხუნდაძე – საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი…”
„პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. „ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან”, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს, პრაქტიკულად ყველა თემაში […]
სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე “ქართულ ოცნებას” ტოვებენ
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე “ქართულ ოცნებას” ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარალამენტო თანამდებობებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ […]
„ბათუმში შემოსული სანქცირებული ტვირთის უკან დავით იაკობაშვილი დგას“ – ელენე ხოშტარია
„დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებული ნავთობპროდუქტით შემოსულ გემთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, წარმოუდგენელია გემს სანქცირებული ტვირთი წინასწარი შეთანხმების გარეშე ამხელა მანძილზე მოჰქონდეს. „უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე, გემი, რომელიც გადის 500 კმ-ს წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე და იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს მიიღებენ აქ. მეორე, პორტში შემოსვლის […]
კალაძე – “სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს”
კახა კალაძე ამბობს, რომ სააკაშვილს ყველანაირი მკურნალობა უტარდება და მისი ქვეყნიდან გასვლა აუცილებელი არ არის. თბილისის მერის განცხადებით, სააკაშვილს დიდი ხანი მოუწევს სასჯელის მოხდა. ჰუმანიტარული მიზნებით, საქართველოში ყველანაირი მკურნალობა არის შესაძლებელი, ამიტომ, თუ რაიმე დამატებით აუცილებელი იქნება, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ , არამარტო სააკაშვილი, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული. სააკაშვილი […]
გიორგი მშვენიერაძე – “ეროვნული თანხმობის მთავრობაში მოქმედი პოლიტიკოსები არ იქნებიან”
მოძრაობის „შინ ევროპისაკენ“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მშვენიერაძე, ამბობს, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობაში მოქმედი პოლიტიკოსები არ იქნებიან და პირების ვინაობას სპეციალურად არ ასახელებს. მშენიერაძე ,,ტვ პირველთან” საუბარში იმასაც აცხადებს, რომ თუ მთავრობა არ გადადგება, 3 ივლისს მათ მკაცრი პასუხი გაეცემათ. პირები, რომლებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ეროვნული თანხმობის მთავრობაში, არ უნდა იყვნენ არც მოქმედი პოლიტიკოსები და არ ვიქნებით […]










