გიორგი მშვენიერაძე – “ეროვნული თანხმობის მთავრობაში მოქმედი პოლიტიკოსები არ იქნებიან”

გიორგი მშვენიერაძე - "ეროვნული თანხმობის მთავრობაში მოქმედი პოლიტიკოსები არ იქნებიან"მოძრაობის „შინ ევროპისაკენ“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მშვენიერაძე, ამბობს, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობაში მოქმედი პოლიტიკოსები არ იქნებიან და პირების ვინაობას სპეციალურად არ ასახელებს.

მშენიერაძე ,,ტვ პირველთან” საუბარში იმასაც აცხადებს, რომ თუ მთავრობა არ გადადგება, 3 ივლისს მათ მკაცრი პასუხი გაეცემათ.

პირები, რომლებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ეროვნული თანხმობის მთავრობაში, არ უნდა იყვნენ არც მოქმედი პოლიტიკოსები და არ ვიქნებით არც ჩვენ, ის ადამიანები, რომლებიც საერთო სახალხო მოძრაობას „შინ ევროპისაკენ“ ორგანიზებას ვუწევთ. ეს ადამიანები უნდა იყვნენ საკუთარი სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები.
ჩვენ სპეციალურად არ ვასახელებთ არც ამ კანდიდატებს და არ ვსაუბრობთ ინფორმაციაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს კონსენსუსის მიღწევა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილსა, რომელმაც უნდა დათმოს ეს ძალაუფლება და დანარჩენ საზოგადოებს შორის.
ჩვენ დღემდე ველოდებით ხელისუფლების პასუხს და თუ ეს პასუხი არ იქნება, 3 ივლისს რუსთაველზე კვლავ შევიკრიბებით და ვიქნებით უფრო მეტი და გაცილებით მკაცრი იქნება ჩვენი პასუხიც“. – თქვა გიორგი მშვენიერაძემ.
მთავრობას მოსაფიქრებლად ექვსი დღე რჩება.

3 ივლისს, სამოქალქო აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და რიგითი მოქალაქეები ისევ ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბებიან.

ტვ პირველი