„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად მხარს არ დაუჭერს. „არაფერს ვუპასუხებდი, რადგან ვფიქრობ, ჯერჯერობით ამ თემაზე ლაპარაკი ადრეა. არც მე დავუჭერ მხარს გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად, ასე რომ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ერთით ერთია. არ არის პრობლემა, ჩვენი ამოცანა არ არის ერთმანეთისთვის პრემიერ-მინისტრობაზე მხარის დაჭერა, ჩვენი ამოცანა უპირველეს ყოვლისა ახლა არის ის, […]
კატეგორია: პოლიტიკა
მამუკა გამყრელიძე – “თაკო ჩარკვიანის საკითხი ცალკე გადაწყდება”
“ოცნებამ” “ევროპული საქართველო” წამოიკიდა” ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, როგორც იქნა, შეთანხმდა ოპოზიცია და ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. დასრულდა დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე? რა მოლოდინი გქონდათ და რა გაგრძელებას ელით? – სიმართლე გითხრათ, ნაკლებად ველოდი იმას, რომ მოხდებოდა შეთანხმება, მაგრამ მოხდა და ეს […]
ირაკლი ოქრუაშვილი – “ბუღალტერიის” და ეგეთი მიდგომის გამო გავერიდე მაჟორიტარობის თემას…
ოპოზიციაში მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის დაპირისპირება რომ იყო, ”მთავარის” ეთერში გიგი უგულავას გაკეთებული განცხადებიდანაც გამოჩნდა. როგორც ”ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი აცხადებს, ელისაშვილის საერთო ოპოზიციური მაგიდიდან გასვლის მიზეზი მისი ამბიციები იყო. https://akhalitaoba.ge/2020/06/gigi-ugulava-elisashvili-or-adgils-ithkhovda-satsqhenia-rom-sakuthar-tskhvirze-shors-ver-iqhureba/ ”ამ “ბუღალტერიის” და ეგეთი მიდგომის გამო გავერიდე მაგ თემას…”- ასე ეხმაურება ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი უგულავას განცხადებას. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უარი თქვა, თბილისში საკუთარი […]
შალვა შავგულიძე: “ჩვენ და “ევროპული საქართველო” ბლოკით გამოვალთ არჩევნებზე”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, თბილისის 6 ოლქში მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. ოპოზიციის სახელით ვაკეში ელენე ხოშტარია იბრძოლებს, გლდანში – ნიკა მელია, სამგორში – ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, ხოლო ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი. მათ ამ დროისთვის ღიად დატოვეს თბილისის ორი ოლქი – საბურთალო […]
გიგი უგულავა – ელისაშვილი ორ ადგილს ითხოვდა.. საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება
”ჩვენ ღია ვიყავით მასთან სათანამშრომლოდ, მათ შორის საბურთალოზე. მეტსაც გეტყვით, ისიც მოწადინებული იყო, უბრალოდ ორ ადგილს ითხოვდა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ალეკო ელისაშვილზე საუბრისას, გადაცემაში “დღის სტუმარი” განაცხადა. ამბობს, რომ ელისაშვილს უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს “ქართული ოცნების” მავნებლობაზე, როგორც კი ოპოზიციის ლანძღვას იწყებს, მედიის ინტერესი სწორედ ეს […]
საკონსტიტუციო ცვლილებები 3-მა ხმამ გადაარჩინა – აუცილებელი 113, მომხრე -115
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა. პროექტის მხარდასაჭერად 113 ხმა იყო აუცილებელი. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამტკიცა. პირველ მოსმენაზე პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, „ევროპულმა საქართველომ”, „დამოუკიდებელმა […]
გიგი უგულავა – “თუ ჩააგდო ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებები, ფეხქვეშ მიწა დაეწვება”
ირაკლი კობახიძე – ”გავრილოვი ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას”
ჟარგონზე რომ ვთქვათ, გავრილოვი ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, თუმცა, ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, „გავრილოვი ოპოზიციის კარგი პარტნიორია და საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ აკეთებს საქართველოში რუსულ საქმეს“. „გავრილოვი პერიოდულად აკეთებს ხოლმე ასეთ განცხადებებს, რაც ცხადყოფს, […]
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის. „მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის“, – განაცხადა დოლიძემ.
ადამ კინზინგერი – “ვულოცავ საქართველოს! ეს იყო გრძელი გზა!”
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დღევანდელ საპარლამენტო კენჭისყრას ეხმიანება და საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს. “ვულოცავ საქართველოს! ეს იყო გრძელი გზა, რომლის გავლაც გაწეულ ძალისხმევად ღირდა. მივმართავ პრემიერ-მინისტრ გახარიას, სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებსა და საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!” – წერს კინზინგერი “თვითერში”.








