ნინო ბურჯანაძე – “არც მე დავუჭერ მხარს გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად, ასე რომ, ერთით ერთია”

ნინო ბურჯანაძე - "არც მე დავუჭერ მხარს გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად, ასე რომ, ერთით ერთია"„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად მხარს არ დაუჭერს.

„არაფერს ვუპასუხებდი, რადგან ვფიქრობ, ჯერჯერობით ამ თემაზე ლაპარაკი ადრეა. არც მე დავუჭერ მხარს გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად, ასე რომ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ერთით ერთია. არ არის პრობლემა, ჩვენი ამოცანა არ არის ერთმანეთისთვის პრემიერ-მინისტრობაზე მხარის დაჭერა, ჩვენი ამოცანა უპირველეს ყოვლისა ახლა არის ის, რომ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ოპოზიციური მაგიდის ირგვლივ მყოფ ყველა პარტიასთან, მათ შორის „ევროპულ საქართველოსთანაც“. ასე რომ, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრობისთვის არ ვიჩხუბებთ, გარწმუნებთ“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.