“ღამის კურიერის“ წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა საზოგადება გიორგი გახარია პირველ ნომრად იხილოს, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ გიორგი გახარია იმსახურებს, რომ “ქართულ ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ პანდემიის პირობებში, პროცესების ეფექტურად მართვა შეძლო და მოახერხა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეკავება მოხდა. “მე ვფიქრობ, ის იმსახურებს რომ “ქართული ოცნების” სიის […]
კატეგორია: პოლიტიკა
სად არის ბიძინა ივანიშვილი? – “ოცნებაში” გამართულ საგანგებო სხდომას პარტიის თავმჯდომარე არ დასწრებია
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც უმრავლესობის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ უმრავლესობის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. დეპუტატებმა ასევე განიხილეს პანდემიის პირობებში საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხი. მედიაში იყო მოლოდინი რომ შეხვედრას პარტიის ლდერი ბიძინა […]
სააკაშვილი – “გვარამია აფრენს, ნაბიჭვარი და ავადმყოფია, გაბუნია მშიშარა და არასტაბილური ტიპია” – უკრაინულმა ვებგვერდმა ჩანაწერი გაავრცელა – ვიდეო
უკრაინული ვებგვერდი obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს. ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ. „გვარამია ცოტა აფრენს, ნაბიჭვარი და ავადმყოფია, ყველაფერი ჩააგდო“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი, აუდიოჩანაწერის მიხედვით. ამავე აუდიოჩანაწერის მიხედვით, ადეიშვილი […]
“სიტყვა “ოპოზიცია” ამომრჩეველში წამგებიანად მუშაობს” – გია ხუხაშვილმა ოპოზიციას ახალი სახელის დარქმევა შესთავაზა
გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “უფასო რჩევა: ტერმინი “გაერთიანებული ოპოზიცია” აქამდე მუშაობდა. როდესაც საარჩევნო პროცესში შედიხარ, სიტყვა “ოპოზიცია” სახელწოდებაში ამომრჩევლის ქვეცნობიერზე წამგებიანად მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს მომავალშიც ხედავ არა ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაში. ამიტომ რებრენდინგი გჭირდებათ: გაერთიანებული ძალები რაღაცისთვის, რაღაც არჩევანისთვის და ა.შ.”
ლევან ხაბეიშვილი – „კალაძე არჩევნების მერე პოლიტიკიდან წავა“
„კალაძის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის, დაკავება იგეგმებოდა და კალაძემ ამ პირობით გადაათქმევინა“ ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს. – ლევან, 20 ივნისს სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ამ თარიღის გასაპროტესტებლად იკრიბებით. რაიმე ხელისშემშლელ ფაქტორებს ხომ არ ელით ხელისუფლების მხრიდან? – 20 ივნისი არის ამ ხელისუფლების შავი ლაქა. […]
ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია იქნება, გლდანში ნიკა მელია, ისანში გიორგი ვაშაძე, სამგორში ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი კი ნაძალადევის რაიონში იყრის კენჭს. რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქსა და საბურთალოს, ოპოზიციაში საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.
ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” სლოგანია მეტი ვანო ოპოზიციას
“ქართული ოცნების” სლოგანია მეტი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი ახალციხეში მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს. „ჩვენი სლოგანი იცით, მეტი ვანო ოპოზიციას. რაც მეტი ვანო მერაბიშვილი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, მით უფრო მარტივად მოვიგებთ ამ არჩევნებს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.18:16:30 მსგავსი თემები
ალეკო ელისაშვილი – “ლეიბორისტების” ოფისში შეკრებილ ოპოზიციას გამოვეთიშე, რადგან 98% დისკომფორტს მიქმნიდა
„ლეიბორისტების” ოფისში შეკრებილ ოპოზიციას გამოვეთიშე, რადგან 98% დისკომფორტს მიქმნიდა – მათთვის პოლიტიკა საშოვარია , – ამის შესახებ “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. მისი თქმით, იმ შეხვედრაზე იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ითვლიდნენ თუ რა რაოდენობის დაფინანსებას მიიღებდნენ ბიუჯეტიდან. „იქ მყოფი ადამიანების 98% დისკომფორტს მიქმნიდა. “ნაციონალური მოძრაობით” დაწყებული და ძალიან ბევრი პარტიით დამთავრებული. […]
ნაზი ჯანეზაშვილი – “თამარ ჩუგოშვილი ხშირად მირეკავდა და გაჩუმებას მოითხოვდა ჩემგან”
თამარ ჩუგოშვილი ხშირად მირეკავდა და უთქვამს, რომ რაღაცებზე უნდა გავჩუმებულიყავი, რომ ვიღაცებს ზევით, მის პარტიაში არ მოსწონდათ ჩემი აქტიურობა , – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „რადიო პალიტრას“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. ჯანეზაშვილის თქმით, ჩუგოშვილს აწუხებდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი წევრობა. „თამარ ჩუგოშვილს რეალურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემი წევრად ყოფნა აწუხებდა. დიახ, მე ჩუგოშვილის კანდიდატურა […]
ირაკლი ოქრუაშვილი – 20 ივნისის საქმე იქნება გამოძიებული და გახარია ამ საქმეში აღმოჩნდება ბრალდებული
”20 ივნისი იყო ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც მოხდა ივანიშვილის და გახარიას უპასუხისმგებლო ქმედების შედეგად – განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა. „ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც მოხდა ივანიშვილის და გახარიას უპასუხისმგებლო ქმედების შედეგად. ვერც ჩემი და ვერც იმ ადამიანების მეხსიერებიდან, რომლებიც დაზარალდნენ, ეს ყველაფერი ვერ ამოიშლება […]









