კატეგორია: პოლიტიკა

ზურაბიშვილი – “უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ ივანიშვილს, გახარიას და თალაკვაძეს წინასწარ ვაცნობე”

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ დამოუკიდებლად მიიღო. “სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე შევატყობინე იმ შტოებს, […]

გახარია – “უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალება ჩემთვის ძალიან მძიმეა, ისინი ციხიდან აბსოლუტურად დაუმსახურებლად გამოვიდნენ”

ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ამის გამო ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება მისთვის ძალიან […]

სალომე ზურაბიშვილი – “მე პოლიტპატიმრები არ შემიწყალებია” – პასუხი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას

სალომე ზურაბიშვილის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 15 მაისს ტვიტერში ქართულ ენაზე დაწერილი ტვიტით გამოეხმაურა. “მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის @Zourabichvili_S მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას,” – დაწერა ანა ფოტიგამ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ ტვიტს 3 […]

”ღამის 2 საათზე ბიძინა ივანიშვილს დათო უსუფაშვილმა აჩვენა, როგორ გამოიყურება მთვარე”

“დღის სტუმარის” ეთერში დათო ბერძენიშვილმა ივანიშვილის პერიოდში მომხდარ თანამდებობრივ დანიშვნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ რესპუბლიკურმა პარტიამ ივანიშვილს ძალა აჩვენა და თინა ხიდაშელი ისე დაანიშნინა თავდაცვის მინისტრად, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არაფერი იცოდა. მაშინ ღამის ორ საათზე ბიძინა ივანიშვილს აჩვენა დავით უსუფაშვილმა, როგორ გამოიყურება მთვარე. ის ღამის 10 საათზე საღამოს იძინებდა, მაგრამ იმ საღამოს ვერ დაიძინა, – […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „ივანიშვილს საუკეთესოს ვუსურვებ – ოპოზიციაში მშვიდობიან გადასვლას“

„ოქტომბრის არჩევნებმა უნდა მოიტანოს ახალი, გარდამავალი კოალიციური მთავრობის შექმნა“ იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. ეს მოხდა საერთაშორისო ზეწოლის და დასავლეთში გაკეთებული უმწვავესი განცხადებების შედეგად, სადაც ზოგიერთმა სენატორმა და ევროპარლამენტარმა „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ უთხრეს, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმრები. ციხიდან გათავისუფლებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „გამარჯვებული […]

კალაძის მოადგილე სოფიო ხუნწარია თანამდებობას ტოვებს

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია თანამდებობას ტოვებს. ხუნწარიამ დედაქალაქის მერს თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით უკვე მიმართა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სოფიო ხუნწარია სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის. თბილისის მერიაში ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება. შეგახსენებთ, რომ სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის იანვარში დაიკავა. მანამდე ის თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს

გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების საკითხს მთავრობა ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი ვერ ჩაერევიან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მონაწილეობას და ეს პროცესი საბოლოოდ ჩავარდება, პასუხისმგებლობა მთავრობის ოპონენტებს დაეკისრებათ. სასამართლო დამოუკიდებელია თავისი გადაწყვეტილების მიღებაში. რამდენადაც ცნობილია, ამ ეტაპზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია […]

20 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ წასვლა შეეძლებათ

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, 20 მაისიდან თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები იხსნება. “თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდაცვის უწყება […]

vesti.ua – სააკაშვილს კოვიდ 19 დაუდგინდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ vesti.ua იუწყება. სააგენტო იუწყება, რომ დღეს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში შედგა G7-ის ქვეყნების ელჩებთან ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. ის შეხვედრაში ვიდეოკავშირით ჩაერთო. სააგენტოს ცნობით, სააკაშვილს კოვიდ 19 დაუდგინდა, მაგრამ თავად პოლიტიკოსი ამის შესახებ არაფერს ამბობს. თავად ამ შეხვედრაზე სააკაშვილმა ელჩებს რეფორმების საბჭოს გეგმების შესახებ უამბო.

თინა ხიდაშელი – “ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ბევრად უფრო რეალური ხდება”

საქარველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორების ბოლო პერიოდის განცხადებები არ უკვირთ. თინა ხიდაშელი ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილს აფასებს. მისი განცხადებით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის მტრებთან ურთიერთობაში არიან შემჩნეულები. „ასე აგდებით საუბარი წერილებზე, რომლებიც ამერიკის სენატიდან მოდის, უნდა დასრულდეს. ტედ კრუზი არის ერთ-ერთი იმ სენატორებიდან, რომელსაც ამერიკის ხელისუფლების […]