მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს

მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებსგიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების საკითხს მთავრობა ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი ვერ ჩაერევიან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მონაწილეობას და ეს პროცესი საბოლოოდ ჩავარდება, პასუხისმგებლობა მთავრობის ოპონენტებს დაეკისრებათ.

სასამართლო დამოუკიდებელია თავისი გადაწყვეტილების მიღებაში. რამდენადაც ცნობილია, ამ ეტაპზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია და სასამართლომ უბრალოდ არ გაითვალისწინა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალურმა მოძრაობამაც და ევროპულმა საქართველომაც ამ ცვლილებას მხარი დაუჭირონ, რადგან არდაჭერის შემთხვევაში ეს იქნება მათი მხრიდან შესაბამისი პასუხისმგებლობა და საუბარი იმაზე, რომ ვინაიდან სასამართლომ დღეს არ შეცვალა აღკვეთი ღონისძიება, შეიძლება გახდეს ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე უარის თქმის საფუძველი, ეს რა თქმა უნდა, არასწორია, – ამბობს ის.

მთავარი.ტვ