სალომე ზურაბიშვილის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 15 მაისს ტვიტერში ქართულ ენაზე დაწერილი ტვიტით გამოეხმაურა.
“მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის @Zourabichvili_S მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას,” – დაწერა ანა ფოტიგამ.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ ტვიტს 3 დღის შემდეგ, 18 მაისს, ასევე ტვიტერში გამოეხმაურა.
„რომ დავაზუსტოთ, მე არ შემიწყალებია „პოლიტიკური პატიმრები“. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მე მადლობელი ვიქნებოდი, რომ ეს ფაქტი მხედველობაში იყოს მიღებული, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე კომენტარი კეთდება“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერში.

