კატეგორია: პოლიტიკა

კონსტანტინიდი ზალკალიანის მოადგილე გახდა

ქართული ოცნება დიპლომატებს შორის გადანაცვლებებს იწყებს. ვლადიმერ კონსტანტინიდი ადასტურებს, რომ იგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილმა სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მიხეილ ნინუა შეცვალა. ამ უკანასკნელმა პოზიცია ცოტა ხნის წინ დატოვა. მთავარი არხის ინფორმაციით, ადგილებს გაცვლიან ასევე ნატოსა და გაეროს ჟენევის ოფისში საქართველოს წარმომადგენლები ალექსანდრე მაისურაძე და ვიქტორ დოლიძე. მისიების წარმომადგენლებმა ეს […]

გიორგი გახარია – საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

კორონავირუსის პრევენციის გამო, დაწესებული კომენდანტის საათის შეზღუდვა ხვალ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, პასუხისმგებლობა იზრდება როგორც მთავრობის, ასევე საზოგადოებისაც, პირბადეების ტარება და ჯანდაცვის წარმომადგენელთა სხვა რჩევები კი ძალაში რჩება. „რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომი […]

მიხეილ მაჭავარიანი გამოჩნდა – “20 ივნისი რომ არა, ოპოზიცია ასე ერთად ვერ დადგებოდა”

“დღეს შანსები 50/50-ზეა. პირიქით ვფიქრობ, რომ ოპოზიციას უფრო მეტიც კი აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “ისტორია ძალიან საინტერესო მეცნიერებაა. მათემატიკა არ არის, მაგრამ ფაქტორები, რომელიც ხდება ისტორიაში, ყოველთვის რაღაცის მაჩვენებლია. 20 ივნისი რომ არა, ოპოზიცია ასე ერთად ვერ დადგებოდა. მე ისეთი არჩევნები მახსოვს, […]

ნამუსი არ გაქვს? – ცოტა ტონს დაუწიე! – სოფო კილაძე და ლევან კობერიძე წაკინკლავდნენ

პარლამენტში ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძესა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრ ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც ცნობილია დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კომიტეტის სხდომაზე სოფიო კილაძემ კობერიძეს შემდეგი […]

კელი დეგნანი – “ბიზნესი საქართველოში ფულს ჩადებს, თუ სამართლიანი სასამართლო გექნებათ”

ჩვენ ვისურვებდით, რომ მეტ ამერიკულ კომპანიას განეხორციელებინა ინვესტიცია საქართველოში და მეტ ქართულ კომპანიას – ამერიკაში , – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვირტუალური პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობას. „ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ამ შესაძლებლობების შესაქმნელად და თანხვედრაში მოსაყვანად. ვფიქრობ, რომ კორონავირუსული პანდემიის დროს, დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, […]

ლევან სამუშია: „ოცნება“ გვაშორებს დასავლეთს და მიგვაქანებს პუტინისკენ, მაგრამ ეს ვერ გამოუვა“

 „სრულყოფილი მართლმსაჯულებისთვის საჭიროა ქირურგიული ჩარევა“ იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო გიორგი რურუას საქმე, რომელიც პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, მათ შორის ზოგიერთი სენატორისა და ევროპარლამენტარის მხრიდან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ის ისევ პატიმრობაში დატოვა. ამ საქმესა და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავისუფალი დემოკრატების […]

სალომე ზურაბიშვილი ბინას აქირავებს – თვეში 1.800 ევროდ

საქართველოს პრეზიდენტი ბინას აქირავებს. ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა ქონებრივ და ფინანსურ დეკლარაციაში მიუთითა. დეკლარაციის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულება 2019 წლის პირველ იანვარს გაფორმდა და ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე. საუბარია პარიზის პრესტიჟულ უბანში მდებარე 60 კვ.მ ბინაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა 1989 წელს შეიძინა. დეკლარაციით ირკვევა, რომ ბინის გაქირავებიდან საქართველოს პრეზიდენტი შემოსავლის სახით წელიწადში 21.600 ევროს […]

სოფიო ხუნწარიას ადგილს ანდრია ბასილაია დაიკავებს

თბილისის მერის მოადგილის პოსტს ანდრია ბასილაია დაიკავებს. ამის შეასხებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბასილაია სოფიო ხუნწარიას ადგილს დაიკავებს, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. „მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მოადგილის, ანდრია ბასილაიას კანდიდატურა, რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. დღემდე სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და აქვს ბევრი წარმატებული პროექტი. ანდრია პროფესიით […]

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ეკლესიას ყველაფერში არ ვეთანხმები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და ეკლესიას ყველაფერში არ ეთანხმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მისთვის მიუღებელია ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის დამოკიდებულება, რომ შეიძლება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა საზიანო იყოს. „მე არ მეყოფა სიტყვები, რომ მისი ძალიან დიდი დამსახურება გამოვხატო. არსებობს ასევე კონკორდატი, რომლის გარანტორიც მე ვარ და რომელიც ძალიან […]

“ნაციონალები პოლიტიკური ეპიდემია ხართ”… “ადამიანი ვირუსი”- დაპირისპირება პარლამენტში

ცხარე დაპირისპირება უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ რომან გოცირიძეს შორის. ხმაურიანი განცხადებების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე დიდი პოლიტიკური ეპიდემია უწოდა.როგორც მათიკაშვილმა საუბრისას აღნიშნა, საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა და ამ ეპიდემიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა. „გისმენდით ბატონო რომან და […]