ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილისა და ე.წ. კლანის წევრი ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ უმწვავეს განცხადებებთან ერთად, სანქციებზე ისაუბრეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზეც. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა თქვა, რომ შტატები სანქციებს იყენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორუმპირებული მთავრობების წინააღმდეგ. “სანქციები, როგორც იცით, არის საშუალება, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან საბრძოლველად. ჩვენ არასდროს […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე – „ქართული ცნება“ ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს“
წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება” ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საუბრობს: „წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. არ ვიცი, სხდომათა დარბაზში იგეგმება თუ გარეთ, ამის ნიშნები იყო გუშინ, განცხადებების შემდეგ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ისინი აპირებენ ჩემს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში […]
“ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ” – როგორ მიმართა რიჟვაძემ ოპოზიციას
აბა გამახსენე, რას ვამბობდი მიხეილ სააკაშვილზე,წეღან როგორც ამბობდით რესტორნებში დადიოდაო, აბა გამახსენდეთ რა ვთქვი, თქვე ჭორიკნებო… ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ – ამ სიტყვებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ოპოზიციას მიმართა. უმაღლეს საბჭოში გუშინ წლიური ანგარიშის წარდგენა იყო, თუმცა მთელი სხდომის განმავლობაში რიჟვაძე შეურაცხყოფას აყენებდა ოპონენტებს, ემუქრებოდა მათ, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ცინიკური გამონათქვამებით “შე უზრდელო ბავშვო […]
მორგოშია – “მდინარაძე ჩემი ადვოკატი იყო”
„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა ,,ტვ პირველთან” საუბარში დაადასტურა, რომ მამუკა მდინარაძე მისი ადვოკატი იყო. ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერი ახლა მასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ახლა არანაირი ურთიერთობა არ მაქვს მამუკა მდინარაძესთან. ის ფაქტი, რომ მდინარაძე ახლა მთავრობაშია, ეს 5 ივლისის დამსახურებაა და კიდევ, მამუკა მდინარაძემ ჯობია ,ის მოიკითხოს, ნაცებში უფრო მეტია ნაცი, თუ მასთან ,,ოცნებაში“. – აცხადებს „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი. შეგახსენებთ, […]
ირაკლი კობახიძე – ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება?
ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართველ ფილოლოგსა და პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, არის მორიგი მცდელობა, რომ ეროვნულ იდენტობაზე შტურმი მიიტანონ. „ძალიან მარტივი ლოგიკაა ამ ყველაფერში. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ შტურმი მიიტანონ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, რაც პირველი არ არის. […]
წულუკიანი 252 თანამშრომელს ეძებს
კულტურის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 22 ორგანიზაციაში, სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 252 – ია, საიდანაც 105 ეროვნული მუზეუმის ვაკანსიებია. წარმატებული სტაჟიორები უწყების სისტემაში 2023 წლიდან დასაქმდებიან. სამინისტროს ინფორმაციით, სტაჟირების ხანგრძლივობა კონკრეტული პოზიციებისთვის განსაზღვრულია 1 თვიდან 1 წლამდე ვადით.
ნათია თურნავა შესაძლოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე დანიშნონ
ხელისუფლებამ ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელი შეარჩია. შესაძლოა, ეკონომიკის ექს-მინისტრმა, ნათია თურნავამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ჩაანაცვლოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წელს ეწურება. პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ეს ინფორმაცია ნათია თურნავამ მედიასთან არც უარყო და არც დაადასტურა. მმართველ პარტიას ეკონომიკის ექს-მინისტრი ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრად შეჰყავს. თურნავას დასანიშნად პარლამენტმა პროცედურები დაიწყო. თურნავას ახლა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. […]
გუგავამ და მანჯგალაძემ ტვ პირველში იჩხუბეს
გიგი უგულავა – “ჩვენმა საზოგადოებამ უნდა ჩააბაროს გამოცდა”
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებით, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროპული ოჯახის წევრობა. როგორც მან რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ხელისუფლება არ ვარგა, საზოგადოება ცვლის. “ისტორიის განმავლობაში დღეს მართლაც ასე გვიდგას საკითხი, რეალურად ევროპისკენ მივდივართ, ერთი და იგივე ადგილზე ვართ, თუ ისევ რუსეთის ორბიტაზე აღმოვჩნდებით, ეს პირველ რიგში, საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ამ საზოგადოებას ვერაფერი […]
ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულო დატოვა
პარტია ,,ლელოს” დეპუტატმა ბათუმის საკრებულო დატოვა. ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ აქტიურ ბრძოლას სხვა ფლანგიდან გააგრძელებს. _ მე საკუთარ თავს ვერ ვხედავ ამ საკრებულოს მოწვევაში. მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სწორედ ბათუმელებისთვის და არამხოლოდ ბათუმელებისთვის სხვა ფლანგზე ბრძოლით, შესაბამისად, ვაგრძელებ ბრძოლას და შრომას. არ ვაპირებთ გაჩერებას და ხელის ჩაქნევას. – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. ტვ პირველი










