ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართველ ფილოლოგსა და პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, არის მორიგი მცდელობა, რომ ეროვნულ იდენტობაზე შტურმი მიიტანონ. „ძალიან მარტივი ლოგიკაა ამ ყველაფერში. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ შტურმი მიიტანონ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, რაც პირველი არ არის. […]
კატეგორია: პოლიტიკა
წულუკიანი 252 თანამშრომელს ეძებს
კულტურის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 22 ორგანიზაციაში, სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 252 – ია, საიდანაც 105 ეროვნული მუზეუმის ვაკანსიებია. წარმატებული სტაჟიორები უწყების სისტემაში 2023 წლიდან დასაქმდებიან. სამინისტროს ინფორმაციით, სტაჟირების ხანგრძლივობა კონკრეტული პოზიციებისთვის განსაზღვრულია 1 თვიდან 1 წლამდე ვადით.
ნათია თურნავა შესაძლოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე დანიშნონ
ხელისუფლებამ ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელი შეარჩია. შესაძლოა, ეკონომიკის ექს-მინისტრმა, ნათია თურნავამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ჩაანაცვლოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წელს ეწურება. პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ეს ინფორმაცია ნათია თურნავამ მედიასთან არც უარყო და არც დაადასტურა. მმართველ პარტიას ეკონომიკის ექს-მინისტრი ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრად შეჰყავს. თურნავას დასანიშნად პარლამენტმა პროცედურები დაიწყო. თურნავას ახლა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. […]
გუგავამ და მანჯგალაძემ ტვ პირველში იჩხუბეს
გიგი უგულავა – “ჩვენმა საზოგადოებამ უნდა ჩააბაროს გამოცდა”
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებით, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროპული ოჯახის წევრობა. როგორც მან რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ხელისუფლება არ ვარგა, საზოგადოება ცვლის. “ისტორიის განმავლობაში დღეს მართლაც ასე გვიდგას საკითხი, რეალურად ევროპისკენ მივდივართ, ერთი და იგივე ადგილზე ვართ, თუ ისევ რუსეთის ორბიტაზე აღმოვჩნდებით, ეს პირველ რიგში, საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ამ საზოგადოებას ვერაფერი […]
ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულო დატოვა
პარტია ,,ლელოს” დეპუტატმა ბათუმის საკრებულო დატოვა. ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ აქტიურ ბრძოლას სხვა ფლანგიდან გააგრძელებს. _ მე საკუთარ თავს ვერ ვხედავ ამ საკრებულოს მოწვევაში. მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სწორედ ბათუმელებისთვის და არამხოლოდ ბათუმელებისთვის სხვა ფლანგზე ბრძოლით, შესაბამისად, ვაგრძელებ ბრძოლას და შრომას. არ ვაპირებთ გაჩერებას და ხელის ჩაქნევას. – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. ტვ პირველი
ვინ არის რუსეთის მიერ ძებნილი დავით მუსელიანი
ვლადიმერ პუტინის შვილების დედის, ალინა კაბაევას ყოფილ საქმროზე, წარმოშობით ქართველ დავით მუსელიანზე რუსეთის პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა. ოკუპანტი ქვეყნის საგამოძიებო უწყება, პუტინის საყვარელი ქალის ექს-საქმროს მილიონობით რუბლის მითვისებას ედავება. 262 მილიონის სკანდალზე რუსეთში დიდი დაკავებების სერია დაიწყო, რამდენიმე პირი უკვე დააკავეს, მუსელიანი კი თავისუფალია. “ნოდარ მელაძის ძაბათის” ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქე დავით მუსელიანი საქართველოშია. არსებობს ეჭვი, რომ მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინის საგამოძიებო კომიტეტმა, რუსეთის […]
გახარია – „ივანიშვილის სანქცირება ქვეყნის ხელისუფლების სანქცირებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მიუღებელია“
ექსპრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება, ვინაიდან ეს ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების სანქცირებას. მისი თქმით, “ყველას ძალიან კარგად ესმის, ვინ არის საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაციის პირამიდის თავში” და “ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ფიზიკური პირის სანქცირება”. “ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ფაქტობრივად, ქართული ხელისუფლების სანქცირებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მიუღებელია. იმიტომ, რომ უმძიმეს შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის. […]
„ნუ მაიძულებთ, გამოვაქვეყნო ბრიუსელში გადმოცემული სია, თავად გამოაქვეყნეთ“ – სამადაშვილი ღარიბაშვილს
„მსურს, რომ გავიმეორო ის გზავნილი, რაც არის ამ ბანერზე- თავისუფლება ნიკა გვარამიას, თავისუფლება დამოუკიდებელ მედიას, თავისუფლება დამოუკიდებელ მედიამენეჯერებს“ – ჟურნალისტების პროტესტს სასესიო დარბაზში, სოლიდარობა გამოუცხადა “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და პრემიერ ღარიბაშვილის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციაზე იმყოფება, კიდევ ერთხელ მოუწოდა გამოაქვეყნოს ის სია, რომელიც ბრიუსელიდან გამოატანეს: “აქ რომ არის მოსული ივანიშვილის წარმომადგენელი, რომელსაც პრემიერი ჰქვია […]
ლევან ბერძენიშვილი – “რა დავაშავე, ბოლოს და ბოლოს?”
ლევან ბერძენიშვილმა განმარტება გააკეთა მის მიერ ერეკლე მეორეს შესახებ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომელსაც საზოგადოებაში დიდი განხილვა მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ამ საკითხის შესახებ პოლემიკა მას შემდეგ გაჩაღდა, რაც ბერძენიშვილმა განაცხადა: “ვიდრე ერეკლე მეორე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, ღარიბაშვილი გამოვა და იკითხავს, – ომი გინდათო? ერეკლე მეორემაც ეგ თქვა, – აბა, ომი გინდათო?..” “ფორმულას” ეთერში ბერძენიშვილმა თქვა, რომ აღნიშნული საკითხის გააქტიურება […]










