კატეგორია: პოლიტიკა

გია ხუხაშვილი – „ოპოზიციის ლიდერებმა თბილისის გარეთ უნდა იყარონ კენჭი”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა 26 თებერვალს ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით ქართველი პოლიტიკოსების შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ისადილეს და თან მოსაზრებები გაცვალეს შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე. შეხვედრაზე რამდენიმე ვერსია გაჟღერდა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ ყველა მხარე მზად არის, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყინულმა ლღობა დაიწყო და ჩნდება თუ […]

კახა კუკავა – “მთავარმა არხმა ივანიშვილის დავალება შეასრულა”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს – ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც კალაძემ ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები დააანონსა, მასთან პირისპირ შეხვედრაზე მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტია მივიდა, თქვენ და გირჩი. რაზე ისაუბრეთ ამ შეხვედრაზე? – კალაძეს მართლა არ შევხვედრივარ. ბოლოს ვნახე შარშან გამსახურდიას იუბილეზე, მარჯანიშვილის თეატრში. მას შემდეგ […]

კახა კოჟორიძე – “რომან გოცირიძეს მხარს დავუჭერთ, ვანო მერაბიშვილს – არა”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საერთო ოპოზიციური კანდიდატების შეთანხმებაში “ლელოს” მონაწილეობაზე საუბრობს. – ბატონო კახა, ოპოზიციის მაჟორიტარული კანდიდატების შეთანხმებაში “ლელო” თუ მიიღებს მონაწილეობას? – “ქართული ოცნება” დამარცხებისთვის არის განწირული, თუმცა ოპოზიციის კონცენტრაცია ჯერ საარჩევნო სისტემაზე, პროპორციულთან მიახლოებულ ვარიანტზე უნდა უნდა იყოს. ქვეყანაში არავინ იცის, რა სისტემით ჩატარდება […]

“ირანიდან საქართველოში 300 ტრაილერი მოდის” – რას ურჩევს მირიან მირიანაშვილი ხელისუფლებას

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა რატომ ინერგება დეზინფორმაცია, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს? რა ახალი რისკების წინაშე დგას ქვეყანა? რატომ არის კორონავირუსი მძლავრი იარაღი საქართველოს არაკეთილმოსურნეებისათვის? ვინ არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველოსა ირანს შორის არ დაიკეტოს სახმელეთო ურთიერთობა? ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს. – დაძაბულ […]

“სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავას შეწყალება სწორი იქნება”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მაჟორიტარების უმრავლესობა შეთანხმებულია, ნაწილი ამბობს ჩვენთან არავის არაფერი შეუთანხმებიაო. ეს პოზიციები დისონანსს შეიტანს? – რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც შეუთანხმებელი ინფორმაცია ჟონავს საჯარო სივრცეში. ჯერ მთავარი საკითხი იმ მაგიდის ირგვლივ საარჩევნო […]

გიგა ბუკია – “სააკაშვილს ორი გვამი დღესაც სჭირდება”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა რატომ არ არის საფუძველი ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების იმპიჩმენტისთვის? რატომ არ არის დანაშაული პარლამენტის ქუთაისის შენობის გაყიდვა? რა დატვირთვა ეძლევა ყბადაღებულ “ორ გვამს” რეალობაში? შეიძლება იყოს თუ არა უთანხმოება სააკაშვილსა და მერაბიშვილს შორის? ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობიდან გამოსულ კონსერვატორ დეპუტატ გიგა ბუკიას. – პარლამენტში გროვდება ხელმოწერები ფინანსთა და […]

სოსო ცინცაძე – “ოცნებამ” მთავრობა არჩევნების წინ უნდა შეცვალოს”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, სამთავრობო ცვლილებებზე პრემიერმა გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, გაზაფხულს დაელოდეთ! ვრცელდება ინფორმაცია, რომ გახარიას სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლებს. ამ ეტაპზე რამდენად არის მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები? – მე ვერ ვხედავ გახარიას შეცვლის მიზეზს. თუ ვინმე მეტყვის, რომ მას ზურგზე […]

მამუკა მდინარაძე – ”თუ მმართველ გუნდს არ ექნა 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა არჩევნებში, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას”

“ქართული ოცნება” მზად არის, ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, ოპოზიციას მოვუხსნათ და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დეტალებზე, დიპლომატებთან შეხვედრაზე არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. „ცალკე აღებულ რომელიმე მოდელზე საუბარი […]

თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს. როგორც საქართველოში თურქეთის საკონსულოს განცხადებაშია ნათქვამი, საზღვრის კვეთისას მოქალაქეებს პასპორტის წარდგება მოუწევთ. “კორონავირუსის საშიშროების საწინააღმდეგო ღონისძიებების გათვალისწინებით, 26.02.2020 წლის მდგომარეობით, საღამოს 23:30 საათიდან მოყოლებული, დაიწყო პასპორტის კონტროლის წარმოება ტრაილერების (TIR– ის) მძღოლებისათვის, რომლებიც საქართველოში შესვლას აპირებენ. ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის […]

ნათელაშვილი კორონავირუსზე: ხელისუფლებამ ხალხი გაწირა… ირანთან საზღვარი დროულად არ დაკეტა

ნათელაშვილის თქმით, მთავრობამ ირანთან საზღვარი აქამდე იმიტომ არ დაკეტა, რომ მას სურს საზოგადოების ყურადღება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაზეა ორინეტირებული, სასიკვდილო ვირუსისკენ მიმართოს. “ლეიბრისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავრობამ ირანთან საზღვარი აქამდე იმიტომ არ დაკეტა, რომ მას სურს საზოგადოების ყურადღება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაზეა ორინეტირებული, სასიკვდილო ვირუსისკენ მიმართოს. ამასთან მან […]