თბილისში სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა

თბილისში სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდასომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა იმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები. შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

იპნ