კატეგორია: პოლიტიკა

დიმიტრი ბიძინაშვილი – “მილანიდან ჩამოტანილ 1 სკამში 12.135 ლარს იხდიან – ასე ყრის კალაძე ჩვენს ფულს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს – დიმიტრი, როგორი იყო განვლილი 2019 წელი? – საქართველოში 2019 წელი იმაზე ბევრად უარესი იყო, ვიდრე 2018 და ასე შემდეგ. “ოცნების” მოსვლის დღიდან ყოველი მომდევნო წელი უარესი იყო. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა, ჩვენ ვნახეთ ოკუპანტებთან და მტრებთან თანამშრომლობა. როდესაც ჩვენი პირადი მტერი […]

„ივანიშვილი ეცდება, კალაძის ავტორიტეტი შელახოს”

იაგო ნაცვლიშვილი 2020 წლის თბილისის ბიუჯეტიდან დედაქალაქის მერის პიარზე 4.6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს იმ ფონზე, როდესაც სოციალური მიმართულებით ფაქტობრივად ყველა სფეროში მცირდება ბიუჯეტი ან უცვლელი რჩება მცირედი გამონაკლისების გარდა. რით აიხსნება მერის პიარის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება? ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ კალაძე ემზადება დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისთვის? უკუშედეგი ხომ არ ექნება მის გადამეტებულ პიარს […]

ბექა ნაცვლიშვილი – “მიკვირს, ხალხი კომბლებით ხელში რომ არ მოადგა პარლამენტს”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ბექა, პოლიტიკური თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანი წელი იყო 2019 წელი, რას გამოყოფდით? – არც არაფერს, რადგან არაფერი არ მომხდარა მნიშვნელოვანი პოლიტიკურიი თვალსაზრისით. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში არიან. საზოგადოებას, ხალხს რაც რეალურად აწუხებს, იმაზე […]

ლევან ჩაჩუა – “არ ჩანს ძალა, რომელიც ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევას აიძულებს”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას. – ბოლო დროს ხელისუფლების ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ მალე ბიძინა ივანიშვილს გასაქცევად ექნება საქმე. მას ადარებენ დიქტატორებს, რომლებსაც ქუჩებში გამოჰყავდათ მხარდამჭერები. – ბიძინა ივანიშვილმა არ შეასრულა თავისი დაპირებები, ვერ მოაგვარა პრობლემები. ამის მიუხედავად, არ ჩანს ძალა, რომელიც მას ქვეყნიდან […]

გია ხუხაშვილი – “ქართული ოცნება” ბუნკერში ჩავიდა”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა განვლილ 2019 წელს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს – ბატონო გია, 2019 წელი ერთ-ერთ ყველაზე რთულ და წარუმატებელ წლად დასახელდა. როგორია თქვენი შეფასებები და რა საკითხებს გამოყოფდით ყველაზე მეტად? – სამწუხაროდ, ძალიან პრობლემური წელი იყო, რბილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. როგორც სოციალურ-ეკონომიკური, შიდა პოლიტიკური და ასევე საგარეო პოლიტიკური […]

„სირცხვილიას“ ინფორმაციით, პარლამენტის წინ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას შეეცდება

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დღეს დაიშლებიან და პარლამენტის შენობასთან დღეს, 31 დეკემბერს, 12:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან. მათი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას პარლამენტის წინ სწორედ 12:00 საათზე შეეცდება.”სირცხვილიას” წევრების განცხადებით, ისინი მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის დადგმაში დაეხმარებიან. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც მოძრაობის წევრმა შოთა დიღმელაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ახალი წლის შემდეგ ისინი კვლავ […]

პარლამენტთან აქციის მონაწილეებს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა

პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. პარლამენტის წინ შეკრებილები ტერიტორიაზე კარვის გაშლას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველებმა არ აძლევენ. „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიას თან აქვს კარვის გასაშლელად საჭირო ტენტი და ცდილობს უშუალოდ პარლამენტის წინ მოხვდეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. იპნ

დიანა ტრაპაიძე გია ვოლსკის: ბატონო გია, ვინმეში ხომ არ გეშლებით?! – ვიდეო

„ქართული ოცნების“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოცნების მთავარ მიღწევად “თავისუფლად ლაპარაკს” მიიჩნევს. „ხმის ამოღების საშუალებას, რომ არ გაძლევდნენ და ახალა გაქვთ საშუალება, რაც გინდა, ის ილაპარაკოთ“,- მიმართა ვოლსკიმ “ტვ. პირველის” წამყვანს, დიანა ტრაპაიძეს, რაც ჟურნალისტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.„ბატონო გია, ვინმეში ხომ არ გეშლებით? ყველა დროში, სხვადასხვა მასშტაბის ტელევიზიაში ვახერხებდი ხმის ამოღებას, ბოდიშს ვიხდი მაგრამ ამ პრეტენზიას ვერ […]

ლაშა ჩხარტიშვილი – “გადაწყვეტილება ჩიპიან პირადობებზე ხელისუფლებას არჩევნების გასაყალბებლად უნდა”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩიპიან პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მიუღებელია. იქ აცხადებენ, რომ ხელისუფლება ასეთ პირადობებს არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებს. რას იტყვით? – სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია საარჩევნო მანიპულაციასთან და არჩევნების გაყალბების მცდელობასთან. საპატრიარქომ თავის დროზე გააკეთა განცხადება, რომ […]

პაატა ზაქარეიშვილი – “მომეწონა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს – ბატონო პაატა, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოულოდნელი და სასიხარულო იყო. თქვენ, როგორც კონფლიქტოლოგი, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? – მე პირდაპირ ვიცოდი ცხინვალიდან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს არ გაათავისუფლებდნენ ორ თვეზე უფრო ადრე, რომ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას და შემდეგ შეიწყალებდა ბიბილოვი. მე […]