კატეგორია: პოლიტიკა

ნიკოლოზ მჟავანაძე – “ამდენი ტელევიზია აქვს “ოცნებას” და მაინც აგებს საინფორმაციო ომს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პასუხობს. – ბატონო ნიკოლოზ, 2019 წელი ერთ-ერთ რთულ წლად დასახელდა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით. თქვენ რა საკითხებს გამოყოფდით ყველაზე მეტად, დადებითს და უარყოფითს? – დადებითს ნამდვილად ვერაფერს გავიხსენებ. ასეთი არაფერი მომხდარა. ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ. ისეთი არაფერი ყოფილა, რომ ხალხს შვება ეგრძნო. […]

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა

საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა, – შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე თავად გააკეთა. „გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას… ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ […]

საქართველოში ირანის საელჩოსთან გენერალ ქასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამგლოვიარო აქცია გაიმართება

საქართველოში ირანის საელჩოსთან ირანელი გენერლის ქასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამგლოვიარო აქცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს, სამგლოვიარო-სოლიდარობის აქცია 16:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა, რასაც აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა.

თაკო ჩარკვიანი – ”ნინო ბურჯანაძესთან სიაში ყოფნას არ ვაპირებ”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა რა მოვლენებით გამოირჩა 2019 წელი? რა გამოწვევებია ამ წელს და რა მოლოდინი არსებობს 2020 წელს? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი საუბრობს. _ რომელ პოლიტიკურ საკითხებს გამოარჩევდით 2019 წლიდან? _ დავიწყებ დადებითით და ეს არის ის, […]

მირიან მირიანაშვილი – “ივანიშვილი და “ევროპული საქართველო” კონსულტაციებს აწყობენ”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა რა ხდება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში 2020 წლის დამდეგს? ამაზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს. – ამბობდით, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩავარდნის შემდეგ მოსალოდნელია ხელისუფლებისა და მასთან აფილირებული ოპოზიციის სისტემური კრიზისი. რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით? – კრიზისს ბევრი არაფერი უკლია. 14 დეკემბრის შემდეგ გამოცხადდა პაუზა. “ქართული ოცნება” […]

მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად დაინიშნა

მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, დავით გომართელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის უწყებაში 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს წამყვან პოზიციას იკავებდა. „მისი პორტფელი მოიცავს კულტურის სფეროში საქმიანობას, კერძოდ ქართული კულტურის პოპულარიზაციას იტალიაში. მოგეხსენებათ, რომ […]

გურამ ჩალაგაშვილი – “ივანიშვილს გახარიას კონტროლი უჭირს და შეცვლას უპირებს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს. – ბატონო გურამ, როგორი იყო თქვენთვის გასული 2019 წელი? – საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო. მე ვიტყოდი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანიც. ამ წელს ჰქონდა ბევრი დადებითი მხარეც. – რა თვალსაზრისით? – დადებითი იმ კუთხით, რომ საკმაოდ გააქტიურდა და გამოცოცხლდა პოლიტიკური სპექტრი. ოპოზიცია, […]

ლავროვი თბილისში ჩამოდის?

კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადეს. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაშია […]

მოსკოვში ანრი ჯერგენია გარდაიცვალა

მოსკოვში ანრი ჯერგენია გარდაიცვალა, რომელიც 2001-2002 წლებში ე.წ. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ჯერგენიას გარდაცვალებას, ასევე, ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვიაჩესლავ ცუგბა ადასტურებს. ჯერგენიამ, დაახლოებით, ერთი წლის წინ „სპუტნიკთან“ გაიხსენა 25 წლის წინ მოსკოვში ხელმოწერილი „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ზომების შესახებ განცხადება“, რომელიც, მისი თქმით, თავად შეადგინა და […]

ბაჩუკი ქარდავა – “გაკოტრებულ “ქართულ ოცნებას” არჩევნებს ყველა სისტემით მოვუგებთ”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ბაჩუკი, როგორც შეაფასებთ 2019 წელს, როგორი წელი იყო ერთი მხრივ ოპოზიციისთვის და მეორე მხრივ ხელისუფლებისთვის? – გნებავთ, მწარე ხუმრობად ჩამითვალეთ, გნებავთ, ირონიად, ეს წელი იყო ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული საპრეზიდენტო არჩევნების […]