ხმაური შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან – აქციის მონაწილეებს სურდათ ივანიშვილის რეზიდენციის ჭიშკარი დაებოქლომებინათ, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა არ მისცეს. ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებასაც. შეხლა-შემოხლის შემდეგ, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები შეთანხმდნენ და საინიციატივო ჯგუფის წევრებს უფლება მიეცათ, ბოქლომი სიმბოლურად რეზიდენციის ღობისთვის დაედოთ. ნიუპოსტი
კატეგორია: პოლიტიკა
ავთანდილ იოსელიანს სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მებრძოლი ავთანდილ იოსელიანი ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ავთანდილ იოსელიანის მეუღლეს გადასცა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, […]
ბენო ქაშაკაშვილმა “ოცნების” სიით პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა
ბენო ქაშაკაშვილმა, რომელიც ”ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, სოფო ქაცარავას ნაცვლად უნდა შესულიყო პარლამენტში, დეპუტატის მანდატზე უარი „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ქაშაკაშვილი ”ევროპული საქართველოს” ლიდერის, აკაკი ბობოხიძის ნათქვამმა გააბრაზა. დებატების დროს ბობოხიძემ მას უთხრა, რომ ”ოცნებამ” თვალები დათხარა ბავშვებს. ”მე დავთხარე თვალები? აი, ახლა უარს ვამბობ პარლამენტში შესვლაზე. კენჭს ვიყრი მაჟორიტარად. დამოუკიდებელ მაჟორიტარად და ისე […]
გია ხუხაშვილი – ”დილით მოელაპარაკები ივანიშვილს, საღამოს „გადაგაგდებს“, საღამოს მოელაპარაკები, დილით „გადაგაგდებს“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა მას შემდეგ, რაც ”ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიები „გადააგდეს“ და ხალხი მოატყუეს, სრული ოპოზიციური სპექტრი ქუჩაში გავიდა და აქციები დაიწყო. შესაბამისად, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. საპარლამენტო უმრავლესობას კი დეპუტატები ტოვებენ. ამ დროისთვის 15 დეპუტატი უკვე გავიდა უმრავლესობიდან. პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ, რა გამოხმაურება მოჰყვება დასავლეთის მხრიდან და რაში […]
დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან პოლიციამ “ევროპული საქართველის” პრესმდივანი თორნიკე დიასამიძე დააკავა
სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს. პოლიცია დიასამიძეს სავარაუდოდ, წვრილმან ხულიგნობას ედავება. კერძოდ, დიასამიძე მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს ოფისის ტერიტორიაზე სტიკერებს აკრავდა, რისი შეწყვეტისკენაც სამართალდამცავებმა მოუწოდეს. „დააკავეს ჩვენი პრესსამსახურის უფროსი, არადა მას იქით დაესხა თავს „ზონდერი“. ამდენი სამართალდამცავია და ერთი არ ამბობს, ვინ არის უფროსი, ვის მოვკითხოთ რამე. იმის მაგივრად, რომ თავდასხმისგან დაეცვათ, […]
ცემა-ტყეპა მამუკა მდინარაძის ოფისთან
დეპუტატ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. “ევროპული საქართველოს” ლიდერები დეპუტატ მამუკა მდინარაძის ბიუროს ოფისის კარის “დაბოქლომებას” აპირებდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ოფისთან მობილიზებულია საპატრულიო პოლიცია. ადგილზე სერგო რატიანი და ირმა ნადირაშვილი იმყოფებიან. „მონა ხართ“, „ადამიანებს თვალები დათხარეთ“, – მიმართავენ დეპუტატები ბიუროს თანამშრომლებს. „როცა ცოცხებით დარბოდით, მაშინ გამოგეხატათ პროტესტი“, არ გრცხვენიათ თქვენ მეცოცხეებო?! ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ გამოხატონ პროტესტი, მაშინ, […]
მერაბ ქვარაიას ბრიფინგი ჩაუშალეს – „მონა“, „სირცხვილი“, „ივანიშვილის ხელის ბიჭი“
მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას ბრიფინგი ჩაშალეს. “მთავარის” პრესკლუბში, სადაც მერაბ ქვარაია ბრიფინგს მართავდა, მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები მივიდნენ. აქტივისტებმა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს მოსთხოვეს პასუხის, – თუ რატომ არ დაუჭირა მხარი საარჩევნო სისტემის პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტს. მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები უმრავლესობის დეპუტატს, პრესკონფერენციის ჩატარების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ. მოძრაობის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონა“, „სირცხვილი“, „ივანიშვილის ხელის ბიჭი“. „ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, […]
დაპირისპირება დეპუტატ ყაველაშვილის ოფისთან – ოპოზიციამ კედელზე სტიკერი გააკრა
„ევროპული საქართველოს“ და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სანზონაში, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს. აქციის მონაწილეებს ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, თუმცა მათ მაინც მოახერხეს შენობის გარე ფასადზე სტიკერების გაკვრა წარწერით „დალუქულია“. „ევროპულ საქართველოს“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს სურდათ ოფისების „დაბოქლომება“. ეს არის პროტესტი ჩვენი მხრიდან. მიხეილ ყაველაშვილმა აქ დაგვახვედრა თავისი „ზონდერები“. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება […]
ზვიად კუპრავამ გლდანის ციხე დატოვა – “პირველივე აქციაზე წავალ და ვეცდები, შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი”
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ის სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე იყო დაკავებული და თავისუფლების 9 თვის ვადით აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. “პირველივე აქციაზე წავალ, რომელიც იქნება და ვეცდები შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი”, – განაცხადა მან. როგორც კუპრავამ აღნიშნა, ის სრულად იზიარებს აქციების იდეას. „ზოგადად, აქცია არ იყო ძალადობრივი, იყო სრული სიმშვიდე დემონტრანტების […]
ბენ ჰოჯესი – “საქართველოს მთავრობაში ნატოზე ენთუზიაზმმა მოიკლო და ეს შესაძლოა რუსეთის მიერ “ელიტის მიტაცებას” უკავშირდებოდეს”
ვაშინგტონში დაფუძნებულ “ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრში” გამართულ შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რეგიონის ქვეყნების როლზე და ნატოს მხრიდან შავი ზღვის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენის საჭიროებაზე ისაუბრეს. შეხვედრისას გამომსვლელბმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ შავი ზღვის აუზში ნატოს გაძლიერება მნიშვნელოვანია და რომ სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც აკისრია როლი რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობაში. გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმას” უთხრა, […]










